აქტუალური თემის ანალიზი 26

კატარის კრიზისი, თურქები და არაბები

758247
აქტუალური თემის ანალიზი    26

კატარსა და სპარსეთის ყურის სხვა არაბულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი კრიზისი უკვე სამი კვირაა რაც გრძელდება. კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით გადადგმული მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური  ნაბიჯებისა, ურთიერთობა მაინც არ დასტაბილურდა. კრიზისის გამოწვევის მიზეზი, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ძალაუფლების გადანაწილება და  ევროპა-აშშ-ს შორის არსებული არასტაბილური პოლიტიკური კავშირი გახლავთ. როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყანა მოიქცეოდა, კატარმაც მის მიმართ  ტერორიზმისადმი მხარდაჭერის ბრალდებები უარჰყო და ამ საკითხთან დაკავშირებით  კონკრეტული მტკიცებულებები მოითხოვა. კატარი ამ საკითხს სერიოზულად უდგება, მაგრამ სირიაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ტერორიზმის მხარდაჭერის კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ არ მისულა მათთან. კატარი ასევე აცხადებს, რომ ამჟამინდელი სანქციები საერთაშორისო თანამშრომლობის კანონებს ეწინააღმდეგება და მუსლიმან ხალხებს შორის მეგობრობას და ძმობას დიდ ზიანს აყენებს. თუ კატარის მიმართ წამოყენებული ბრალდებების კონკრეტული მტკიცებულებები არ დასახელდება, მაშინ მისი მოთხოვნები რეალურია. კატარის მიმართ დაწესებული სანქციები გადამეტებულია და კრიზისის მოგვარებას არანაირად არ შეუწყობს ხელს. კატარმა განაცხადა, რომ მის მიმართ დაწესებული ემბარგოს გაუქმებამდე, მოლაპარაკების მაგიდას არ მიუჯდება. კატარის ამ განცხადებას პირველ რიგში საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა სამეფომ უნდა დაუგდოს ყური რა,  დიალოგის და კრიზისის მოსაგვარებლად ემბარგო უნდა გააუქმონ. თურქეთიც, კრიზისის მოგვარების თვალსაზრისით, ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის. კრიზისის დაწყებიდანვე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საკითხის დიალოგის გზით და მეგობრულ გარემოში მოგვარებისათვის რეგიონის სახელმწიფო მეთაურებთან მრავალი სატელეფონო საუბარი გამართა. თურქეთმა, კატარის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, კატარის მოსახლეობისათვის დახმარების მიზნით ჰუმანიტარული  ჟესტის ფარგლებში საკვები პროდუქტები  გააგზავნა. ამასთანავე თურქეთის პარლამენტმა, თურქი სამხედროების კატარში განლაგების კანონპროექტიც დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტი თურქი ჯარების მხრიდან მხოლოდ კატარის დაცვას კი არ ითვალისწინებს, არამედ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისასაც. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის გამოსვლებში რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზს აკისრია. ამ კრიზისით ზოგიერთ პროპაგანდისტებს, თურქეთს და არაბულ ქვეყნებს შორისაც კრიზისის შექმნა სურთ, მაგრამ თურქეთს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, კრიზისი დიალოგის გზით მოგვარდეს. 

სირიის სამოქალაქო ომის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური და ჰუმანიტარული პრობლემების შემდეგ, რეგიონში, სექტებს შორის პრობლემები და ახალი ტერორისტული ქმედებები გაჩნდა. ამ ყველაფრის მოგვარება კი მხოლოდ ერთობით და თანადგომით არის შესაძლებელი. ამიტომ საჭიროა ყველა მხარე გაერთიანდეს და მცირე განსხვავებების მიუხედავად, მაინც შეთანხმდნენ, რაც საიდუმლო აგენტებს არ გაახარებს.  მაგრამ, აქამდე გაგებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს კრიზისი მხოლოდ ტერორიზმის ბრალდების გამო არ წარმოიქმნა, არამედ ეს კრიზისი მუსლიმანი ძმების და ჰამასის მსგავსი პოლიტიკური მოძრაობების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მუსლიმანმა ძმებმა კი დიდი ხანია ტერორი დაგმეს და ყოველგვარი ძალადობის გამომყენებლებისგან საკუთარი თავი შორს დაიჭირეს. მაშინაც კი, როდესაც  ეგვიპტეში, პრეზიდენტ მუჰამმედ მურსის წინააღმდეგ გენერალმა აბდულფეთთაჰ ელ სისიმ სისხლიანი გადატრიალება მოაწყო, ათასობით მუსლიმანი ძმების წევრი მოკლეს, ხოლო მათი ლიდერი ოთხ წელზე მეტია რაც ციხეშია, მაგრამ,  მუსლიმანმა ძმებმა ძალადობას მაშინაც კი არ მიმართეს. ასე რომ, მუსლიმანი ძმების გარიყვა, მხოლოდ რადიკალიზმს შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ჰამასს, არაბულ სამყაროში ყველა მათ, პალესტინის მხსნელებად მოიხსენიებს. ამჟამად ჰამასის ტერ ორგანიზაციად აღიარება საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.  ჰამასის ცენტრალური ოფისის კატარის დედაქალაქ დოჰაში ყოფნა, კატარის ტერორიზმისათვის მხარდაჭერის ბრალდება და ამასთან დანაშაულის საბაბი ვერ იქნება, რადგან აღნიშნული ოფისი,  ადრე სირიის დედაქალაქ დამასკოდან საერთაშორისო მოთამაშეების ზედამხედველობით იქნა დოჰაში გადატანილი. ამ ყველაფერთან ერთად, ზოგ ზოგიერთები არაბებსა და თურქებს შორის შუღლის ჩამოგდებასაც ცდილობენ. ეს თამაში უკვე  ყველგან მოძველებულია. ის ბრალდება, რომ ასწლეულების განმავლობაში არაბები ოსმალეთს ღალატობდნენ, თურქებსა და არაბებს შორის ურთიერთობა შეასუსტა. ანალოგიური სიტუაცია იყო არაბულ ქვეყნებში. თითქოს და თურქეთმა, რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, არაბულ და ისლამურ სამყაროს ზურგი შეაქცია. მაგრამ, მხარეებს შორის გავრცელებული ეს მითი, ბოლო ათი წელია პრეზიდენტ ერდოღანის წინამძღოლობით გაქარწყლდა. ამიტომ თურქები და არაბები ვალდებული არიან ძმურ, მეგობრულ და მეზობლურ გარემოში იცხოვრონ. მათ შორის შუღლის ჩამოგდება, ვიღაც-ვიღაცების ცილისმწამებლური განცხადებებით არ უნდა მოხდეს. ეს საკითხი შეეხება მედიასაც. ამისათვის ორივე მხარის ინტელიგენციამ მათზე დაკისრებული ვალდებულება დაუზარებლად უნდა შეასრულონ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, წერს პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი გაზეთ  Daily Sabah-ში.



მსგავსი ინფორმაციები