არაბთა ლიგის სამიტს იორდანია მასპინძლობს

“ტერორი ყველაზე მეტად არაბულ სამყაროს ვნებს“

701840
არაბთა ლიგის სამიტს იორდანია მასპინძლობს

იორდანიაში მუშაობა დაიწყო არაბთა ლიგის 28-ე სამიტმა, რომელშიც მონაწილეობას იღებს 16 არაბული სახელმწიფოს ლიდერი.

ეს სამიტი მიზნად ისახავს არაბულ ქვეყნებს შორის  თანამშრომლობისა და სოლიდარობის გაძლიერებას, განსაკუთრებით პალესტინის საკითხში და კიდევ  არაბულ სამყაროში ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას.

სამიტი მასპინძელი ქვეყნის მეფემ, აბდულლაჰ მეორემ გახსნა და თქვა, რომ თუ, პალესტინის საკითხი სამართლიანად და ყოვლისმომცველად არ მოგვარდება, მაშინ,  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის  უზრუნველყოფა ვერ მოხდება.

“ყველაზე მეტად არაბულ სამყაროს და ისლამს ტერორიზმი აყენებს ზიანს, რადგან მისი მსხვერპლის უმრავლესობა ისევ მუსლიმანია, ამიტომაც მის წინააღმდეგ ბრძოლაში არაბული ქვეყნების მცდელობა უნდა შეერთდეს მსოფლიოს მცდელობასთან“, განაცხადა აბდულლაჰმა. იგი სირიის პრობლემასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ასტანისა და ჟენევის შეხვედრები დადებით ნაყოფს გამოიღებს და ქვეყანაში მშვიდობა აღსდგება.

სამიტზე სიტყვით გამოვიდა ასევე არაბთა ლიგის გენერალური მდივანი აჰმეტ ებუ გაიტი, რომელმაც სირიელი ლტოლვილების მიღებ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა. სამიტი ორ დღეს გასტანს და მუშაობას ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დაასრულებს



მსგავსი ინფორმაციები