სირიაში ტყვეების ურთიერთგაცვლა მოხდა

ტყვეების გაცვლა რეჟიმისა და ოპოზიციის ძალებს შორის მოხდა

667597
სირიაში ტყვეების ურთიერთგაცვლა მოხდა

სირიიდან მიღებული ცნობებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰამაში ესადის რეჟიმისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტყვეების გაცვლა მოახდინეს.

ამავე ცნობით გასაცვლელი ტყვეების ტრანსპორტირება სირიის ჰუმანიტარულ ორგანიზაცია კიზილაის ავტომანქანებით მოხდა და ესადის რეჟიმმა 55 ტყვე გადასცა ოპოზიციას, ხოლო ოპოზიციამ კი 54 კაცი გადასცა რა რეჟიმის ძალებს, გაცვლილებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ოპოზიციის ხელთ არსებული ტყვეები ადრე DEAŞ-ის მძევლებს წარმოადგენდნენ და ისინი ქალაქ ლაზკიესთან ბრძოლის დროს ოპოზიციურმა ძალებმა გაანთავისუფლეს.

რეჟიმის მხრიდან განთავისუფლებულებს შორის არის პოლიტიკური მოტივით დაკავებული და ქალთა უფლებების დამცველი რეშა ჩორბაჩი და მისი 4 შვილი.

ზოგიერთი ცნობებით ესადის რეჟიმის ხელთ იმყოფება ჯერ კიდევ ათასობით პოლიტიკური პატიმარი



მსგავსი ინფორმაციები