რუსეთის საელჩოზე მეორე თავდასხმა განხორციელდა

დამასკოში მდებარე რუსეთის საელჩოზე მეორე თავდასხმა განხორციელდა

641078
რუსეთის საელჩოზე მეორე თავდასხმა განხორციელდა

დამასკოში მდებარე რუსეთის საელჩოზე მეორე თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, სირიის დედაქალაქ დანასკოში შეიარაღებული ჯგუფების კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონიდან გუშინ შუადღის შემდეგ ნაღმტყორცნიდან ნასროლი ჭურვი საელჩოს შესასვლელთან ახლო ჩამოვარდა და აფეთქდა.

ზახაროვას თქმით მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და საელჩოს მხოლოდ მატერიალური ზარალი მიადგა.

მან ასევე დასძინა, რომ თავდასხმა რადიკალიზმის მომხრე ჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის მცდელობაა და საჭიროა მისი აღკვეთა.

„რუსეთის დიპლომატიურ მისიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა მიუღებელია და მტკიცედ უნდა იქნას დაგობილი.“-ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დამასკოში მდებარე რუსეთის საელჩოზე თავდასხმა გუშინწინაც მოხდა.  


საკვანძო სიტყვები: #სირია , #დამასკო , #რუსეთი , #საელჩო

მსგავსი ინფორმაციები