ალეპოში ჰუმანიტარული ვითარება მძიმდება

ალყაშემორტყმულ ვითარებაში ცხოვრობს 300 ათასამდე კაცი

526010
ალეპოში ჰუმანიტარული ვითარება მძიმდება

გაეროს ჰუმანიტარულ დახმარებათა კოორდინაციის ოფისის, OCHA-ს განცხადებით სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე ცხარე შეტაკებებისა და მისი მასიური დაბომბვის გამო ალყაშემორტყმულ მდგომარეობაშია 300 ათასამდე კაცი, რის გამოც ისინი დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან, შეტაკებებს და დაბომბვებს ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები ეწირებიან.

გაეროს გენერალური მდივნის პრეს წარმომადგენლის მოადგილის, ფარჰან ჰაგის თქმით, თუ ალყაშემორტყმულებს უახლოეს ხანებში ჰუმანიტარულ დახმარებას არ მიაწვდიან, მაშინ, ალეპოელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ აღმოჩნდებიან და უფრო მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპება



მსგავსი ინფორმაციები