უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ იზმაილაში 284 ადამიანი მოიწამლა

513726
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ იზმაილაში 284 ადამიანის მოწამლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოდესის ოლქის, ქალაქ იზმაილის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი აბრამჩენკოს განცხადებით გუშინ საღამოს საათებში 166 ბავშვი მთლიანობაში 284-მა ადამიანმა მოწამლის ნიშნებით სავადმყოფოებს მიმართა. მისივე თქმით ამ დროისათვის მოწამლულთაგან 145 სავადმყოფოებიდან უკვე გაწერილია, ხოლო  139  მკურნალობა გრძელდება. აბრამჩენკომ მოწამვლის მიზეზად კვირის ბოლოს ძლიერი წვიმების შედეგად კანალიზაციებიდან გავრცელებული ვირუსი დაასახელა.  ქალაქში მოსალოდნელი ეპიდემიის სიმპტომების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  



მსგავსი ინფორმაციები