აზერბაიჯანი არ გადავა ზაფხულის საათზე

მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით აზერბაიჯანში, 2016 წლის 27 მარტისთვის დაგეგმილი ზაფხულის დროზე გადასვლა არ მოხდება

452765
აზერბაიჯანი არ გადავა ზაფხულის საათზე

აზერბაიჯანი არ გადავა ზაფხულის საათზე.

მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით აზერბაიჯანში, 2016 წლის 27 მარტისთვის დაგეგმილი ზაფხულის დროზე გადასვლა არ მოხდება. აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დირექტორთა საბჭოს წამოყენებული ჰქონდა წინადადება გაუქმდეს სახელმწიფოში ზაფხულის და ზამთრის დროზე გადასვლა.

მიზეზად ნაჩვენები ჰქონდა, რომ დროის გამოცვლა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, სირთულეებს ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების, საერთაშორისო საათის სისტემასთან სინქრონიზებაში.

მინისტრთა საბჭოს, 1997 წელში მიღებული გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში, ყოველი წლის ოქტომბრის უკანასკნელ კვირა დღეს ხდებოდა ზამთრის, მარტის თვის უკანასკნელ კვირა დღეს კი, ზაფხულის დროზე გადასვლა.



მსგავსი ინფორმაციები