შავი კვირადღე სირიაში

სერიულ აფეთქებებს 150 კაცი ემსხვერპლა

436884
შავი კვირადღე სირიაში

სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ჰუმუსში განხორციელებულ სერიულ ტერაქტებს მთლიანობაში 150 კაცი ემსხვერპლა, 300-მდე დაიჭრა.

ჰუმუსში ბომბით დატვირთული ორი ავტომანქანა 20 წუთის ინტერვალით ესადის რეჟიმის მხრიდან კონტროლირებად რეგიონებში აფეთქდა და აქ 59 კაცი დაიღუპა, 100 დაიჭრა.

დამასკოში კი ზედიზედ 4 აფეთქება მოხდა შიიტებისათვის წმინდა სეიიდ ზეინების აკლდამის მახლობლად და მთლიანობაში 96 კაცი დაიღუპა 200-მდე დაიჭრა.

ამ ყველა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო



მსგავსი ინფორმაციები