ერაყში მდგომარეობა იძაბება

IŞİD-ის მილიტანები ბაღდადისკენ მიიწევენ

93807
ერაყში მდგომარეობა იძაბება


ერაყული საინფორმაციო წყაროების ცნობით ქალაქ მოსულის დაპყრობის შემდეგ ერაყის დამასკოს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა (IŞİD) იერიში მიიტანეს სადდამ ჰუსეინის სამშობლო თიკრითზე და ისიც აიღეს რა, ახლა დედაქალაქ ბაღდადისაკენ მიიწევენ. რაც შეეხება თურქეთის საკონსულოს 48 თანამშრომელს, რომლებიც გუშინწინ გაიტაცეს IŞİD-ის მილიტანებმა, ქალაქ მოსულის ახალი გუბერნატორის იავერის განცხადებით ისინი საგუბერნატოროს ბინაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა ნორმალურია. მისივე თქმით ერაყის არმიამ მიატოვა ქალაქი ქერქუქი და იგი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების კონტროლში გადავიდა. სამთავრობო წყაროების ცნობით კი მათმა თვითმფრინავებმა ქალაქ დიალაში IŞİD-ის პოზიციები დაბომბეს და გაანადგურეს 40-მდე ტექნიკა, ხოლო ქალაქი თიკრიტი კი უკან წაართვეს ბოევიკებს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სასწრაფოდ განხილვის მიზნით პარლამენტის თავჯდომარემ საგანგებო სესია მოიწვია, მაგრამ, კვორუმი ვერ შეიკრიბა და სესია ვერ ჩატარდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები