პრემიერმა რ. თ. ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ

გაავრცელა ერთობლივი დეკლარაცია

89302
პრემიერმა რ. თ. ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ

პრემიერმა თ. ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ შეხვედრა ჩაატარა თურქეთ-ირანის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომის ფარგლებში. სხდომის შემდეგ, პრეს ცენტრის მეშვეობით გავრცელდა ორი ლიდერის ერთობლივი დეკლარაცია.
გამოიკვეთა ორი სახელმწიფოს ხალხების კეთილდღეობის დონის ამაღლების და რეგიონის სტაბილურობის განვითარების მიზნით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. 2015 წლისთვის სავაჭრო მოცულობის 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.
დღის წესრიგში მდგარ ერთ-ერთ საკითხად ითვლებოდა საბანკო და ენერგეტიკის სფეროში, ბიზნეს პარტნიორობა.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს და შეთანხმდნენ ტურიზმის, საბანკო და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ორ სახელმწიფოს შორის საავიაციო სფეროში ფრენების რაოდენობის გაზრდის თაობაზე.
ერთობლივ დეკლარაციაში, ორივე სახელმწიფომ მხარი დაუჭირა ისეთ ახლო აღმოსავლეთს, სადაც არ იქნება ბირთვული იარაღი და სხვა მასობრივი განადგურების იარაღი. განახლებულ იქნა თანამშრომლობის გაძლიერების ვალდებულებები ტერორიზმის, საზღვრის ფარგლებს გარეთ ორგანიზებული დანაშაულობების, ნარკო ბიზნესის, იარაღით ვაჭრობის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეთანხმება აიქნა მიღებული, სირიის, ერაყის და ავღანეთის ჩათვლით რეგიონებში, უთანხმოებების მოწესრიგება მოხდეს ხალხის კანონიერი უფლებების დაცვით, პოლიტიკური გზით, უზრუნველყოფილ იქნას დაზარალებული რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარებების მიწოდება
ცალკე იქნა განხილული პალესტინის საკითხი.
გამოითქვა მხარდაჭერა პალესტინელი ხალხის კანონიერი უფლებებისადმი, პალესტინის ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისადმი.
გარდა ამისა, ირანმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა 2015-2016 წელში თურქეთის გაეროს უშიშროების საბჭოში დროებითი გაწევრიანების შესახებ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები