ერაყის ჩრდილოეთით, თუზჰურმათუში

თავდასხმა განხორციელდა ქურდისტანის სამშობლოს მოყვარულთა კავშირის პარტიის შენობაზე.

89674
ერაყის ჩრდილოეთით, თუზჰურმათუში

ერაყის ჩრდილოეთით, თურქმენულ დაბა-დასახლება თუზჰურმათუში, გუშინ, ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა ქურდისტანის სამშობლოს მოყვარულთა კავშირის პარტიის შენობაზე.
დაიღუპა 32 ადამიანი.
პირველი თვითმკვლელური თავდასხმა, ნაღმით დატვირთული მანქანით მოხდა პარტიის შენობის წინ მდებარე საკონტროლო პუნქტზე.
შემდეგ, ბომბით დატვირთული მანქანა აფეთქდა მაშინ, როცა ხალხი მოგროვილი იყო რეგიონში დახმარების მიზნით.
დიალაში, ერაყის ქურდისტანის სამშობლოს მოყვარულთა კავშირის პარტიის შენობის და უსაფრთხოების ცენტრზე ერთობლივად განხორციელებულ თავდასხმაში დაიღუპა სულ 18 ადამიანი.
ამავდროულად, ინფორმაციით, ერაყის უშიშროების ძალების მხრიდან მუსულში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში მოკლულ იქნა ტერ-ორგანიზაციის 37 წევრი. განთავისუფლებულ იქნა მუსულის უნივერსიტეტში სავალალო მდგომარეობაში მყოფი 600 სტუდენტი გოგონა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები