იმიტომ რომ - 17 - 2024

ერთი საათი 60 წუთია

2130499
იმიტომ რომ - 17 - 2024

იმიტომ რომ - 17 - 2024

ერთი საათი 60 წუთია

გამარჯობათ ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის ერთსაათიანი პერიოდი სამოცი წუთი. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის ერთი საათი სამოცი წუთი და არა ასი ან ოცი? ანალოგიურად, რატომ არის დღეში ოცდაოთხი საათი?

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დედამიწის თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებას ერთი დღე, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებას ერთი წელი სჭირდება. ეს ერთეულები ჩვენი გალაქტიკისთვის ფიქსირებულია და განსხვავებულია თითოეული პლანეტისთვის. მაგალითად, დედამიწის საზომის მიხედვით, იუპიტერი მზის გარშემო ბრუნვას ოთხი ათას სამას ოცდაცამეტ დღეში ასრულებს. დღისა და წლის ცნებები ადამიანის ცნობიერებისგან დამოუკიდებელი კოსმოლოგიური ფაქტებია.

რაც შეეხება თვეებს, კვირებს და საათებს, დროის ეს ერთეულები ადამიანის ცივილიზაციის გამოგონებაა. სოფლის მეურნეობის დაწყებით ადამიანები ერთ ადგილზე დასახლდნენ და უფრო ადვილად იკმაყოფილებდნენ ისეთ ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა საკვები, სასმელი და თავშესაფარი. უძველეს დროში მესოპოტამიასა და ეგვიპტეში მცხოვრებმა ხალხმა დღევანდელ მათემატიკას ჩაუყარა საფუძველი ზოგჯერ ყოველდღიური მოთხოვნილებებით და ზოგჯერ წმინდა ცნობისმოყვარეობით.

დროის გაზომვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ძველ საბერძნეთში დაახლოებით ორი ათას სამასი წლის წინ, როდესაც ივარაუდეს დედამიწის გარშემოწერილობა. ვინაიდან ბაბილონის ცივილიზაციის მიერ შემუშავებული სამოციანი დათვლის სისტემა იმ დროს იყო გავრცელებული, ეს სავარაუდო შედეგი სამოცზე იქნა გაყოფილი რათა შეექმნათ განედები ისე როგორც დღეს გვესმის. ვინაიდან წრის შიდა კუთხეები გამოითვლება როგორც 360 გრადუსი, ითვლება რომ წრე უდრის 360 გრადუსს, წელი 360 დღეს, საათი 60 წუთს და წუთი 60 წამს. რიცხვი 60 იძლევა დიდ მოხერხებულობას გამოთვლებში, რადგან ის შეიძლება გაიყოს 2, 3, 4, 5, 6, 10, 12, 15, 20 და 30-ზე ნაშთის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ მეტრული სისტემა და ათობითი სისტემა დღეს უფრო ხშირად გამოიყენება დროის საზომში, ტრადიციაზე დაფუძნებული პრაქტიკაა, რომ საათები 60 წუთია და წუთები 60 წამი. ჩვენ ვგეგმავთ ვისაუბროთ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში შექმნილ კალენდარსა და საათების სისტემებზე ჩვენს მომდევნო გადაცემებში. დღეისთვის დაგემშვიდობებით და ვიტყვით: "ერთი საათი არის სამოცი წუთი, იმიტომ რომ პირველმა მკვლევარებმა, რომლებმაც მოიფიქრეს დღის დაყოფა, ასე ამჯობინეს".


საკვანძო სიტყვები: #წუთი , #საათი , #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები