შემთხვევითი აღმოჩენები 16 - 2024

ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით

2129998
შემთხვევითი აღმოჩენები 16 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 16 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 16 - 2024

ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით 

ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მაშველივით იყო. ჯარისკაცები, რომლებსაც ბრძოლის ველზე ინტენსიური კონფლიქტების დროს ჭამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ხშირად წერდნენ თავიანთ ომისშემდგომ მემუარებში ან ყვებოდნენ, რომ შიმშილს თრგუნავდნენ ჩანთებში ჩადებული ორცხობილების წყალობით, მაგრამ შოკოლადის ორცხობილა იყო საკვები არც თუ ისე დიდი ისტორიით და გაჩნდა 1929 წლის ეკონომიკური დეპრესიის შედეგად. როდესაც შეერთებულ შტატებში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც ტალღა-ტალღა გავრცელდა ევროპის კონტინენტზე, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში, ქვეყანაში სერიოზული უმუშევრობა გამოიწვია და ოჯახების კვების კულტურა რადიკალურად შეიცვალა. ამერიკული ოჯახების სამზარეულოებში დიასახლისები ხორცის კერძებისა და დესერტების ნაცვლად წასახემსებელს ამზადებდნენ და ბავშვები კი ორცხობილებს ამჯობინებდნენ. ორცხობილამ სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ამერიკულ კვების კულტურაში, როგორც ყავისა და რძის შეუცვლელმა კომპანიონმა. 

ჩვენ ვიცით, ვინ გამოიგონა ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით, მაგრამ მისი აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. 1930-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, კენეტი და რუთ უეიკფილდების წყვილმა, რომლებსაც ჰქონდათ რესტორანი სახელწოდებით "Toll House" (თოლ ჰაუზ) ამზადებდნენ სხვადასხვა ორცხობილებს თავიანთი მომხმარებლებისთვის ყავასთან ერთად მისართმევად, მაგრამ დროდადრო ექმნებოდათ მასალების დეფიციტი და სხვადასხვა პროდუქტების შერევით ახალ პროდუქციას ქმნიდნენ. რუთ უეიკფილდის ყველაზე პოპულარული ორცხობილა იყო თხილიანი და იმ დღეს სამზარეულოში თხილი აღარ დარჩა. რუტ უეიკფილდმა ორი დღის წინ გაკეთებული შოკოლადის დესერტიდან დარჩენილი შოკოლადის ნაჭრები დაშემთხვევით მოაყარა ორცხობილას ცომს და შედგა ღუმელში. მეორე მოსაზრება კი არის ის, რომ შოკოლადის ნაჭერები ორცხობილას ცომში შემთხვევით ჩაცვივდა და რუთ უეიკფილდმა, რომელსაც ცომის გადაგდება არ სურდა, ორცხობილა მხოლოდ თავისთვის და ქმრისთვის გამოაცხო. 

რუთმა, რომელმაც მეუღლეს გამომცხვარი შოკოლადის ორცხობილა დააგემოვნებინა ყავის და შემდეგ ნაყინის თანხლებით, მისგან უმაღლესი შეფასების მიღების შემდეგ ეს ახალი პროდუქტი თავის მომხმარებელს შესთავაზა. ამ ახალმა და იაფმა არომატმა, რომლის ორიგინალური სახელწოდება ინგლისურად იყო "Chocolate Crunch Cookie", მოკლე დროში დიდი ყურადღება მიიპყრო და მისი წარდგენა იმ დროის ყველაზე ცნობილ რადიო პროგრამაშიც კი მოხდა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გადაიცემოდა. კენეტ და რუთ უეიკფილდებმა, რომლებმაც ასევე მოიპოვეს შოკოლადის ნამცხვრის პატენტის უფლებები, დაახლოებით 10 წლის შემდეგ ეს უფლებები ცნობილ შოკოლადის ბრენდ Nestle-ს მიჰყიდეს. 

ორცხობილა შოკოლადის ნაჭრებით ამერიკელებისთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ორცხობილას. ხალხი ამბობდა, რომ დიდი დეპრესიის გამო დაკარგულ ძველ, კარგ დღეებს ამ ორცხობილის წყალობით იხსენებდა. ამ ორცხობილამ ყველაზე დიდი პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპოვა. ამერიკულმა არმიამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში პერლ-ჰარბორის თავდასხმით ჩაერთო, ხმელი კექსის მაგიერ დაიწყო თავისი ჯარისკაცებისთვის ამ ორცხობილების გაგზავნა, რომლებიც უფრო გამძლე იყო, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. ხანგრძლივი კონფლიქტების დროს ჯარისკაცები იძულებული იყვნენ ცხელი კერძების მონატრება ორცხობილებით დაეკმაყოფილებინათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოსაზრებით, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნა ორცხობილაზე იმდენად გაიზარდა, რომ ერთზე მეტმა ქარხანამ დაიწყო შოკოლადის ორცხობილების წარმოება მხოლოდ ჯარისკაცებისთვის. როდესაც ომი დასრულდა და ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ, მათ უარი არ თქვეს ამ გემოზე და დაიწყეს ორცხიბილების ცხობა დედებისა თუ ცოლების სამზარეულოში, რითაც პირველობა დაკარგა იმ პერიოდის ყველაზე ცნობილმა დესერტმა, ვაშლის ნამცხვარმა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, ორცხობილა შოკოლადის ნაჭერებით არ არის მხოლოდ ორცხობილა ამერიკელი მოქალაქეებისთვის, ის ასევე არის დიდი ეკონომიკური დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის, სადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მწარე მოგონებების უკან ჩამოტოვება. დღეს კი რუთ უეიკფილდის ორცხობილას შოკოლადის ნაჭრებით, რომლის მომზადება და რეცეპტი ძალიან მარტივია, სამზარეულოში შეუცვლელი ადგილი უკავია.



მსგავსი ინფორმაციები