ენერგეტიკული დღის წესრიგი 15-2024

ახალი მარშრუტი ენერგეტიკაში: ხმელთაშუა ზღვა

2126084
ენერგეტიკული დღის წესრიგი 15-2024

ახალი მარშრუტი ენერგეტიკაში: ხმელთაშუა ზღვა

ენერგეტიკული დღის წესრიგი 15-2024

ახალი მარშრუტი ენერგეტიკაში: ხმელთაშუა ზღვა

21-ე საუკუნეში ახალი აღმოჩენებით, ხმელთაშუა ზღვის აუზი განიხილება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნახშირწყალბადების რესურსის მქონე რეგიონებს შორის.

თანმიმდევრული ახალი აღმოჩენები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ასევე მხარს უჭერს ამ მიდგომას.

მაშ, რომელ ქვეყანას, რამდენი მარაგი აქვს ხმელთაშუა ზღვის აუზში?

ალჟირს, 12,2 მილიარდი ბარელი ნავთობი და 4,3 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს.

ლიბიას აქვს 48,4 მილიარდი ბარელი დადასტურებული ნედლი ნავთობი და 170 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი.

ვარაუდობენ, რომ მაროკოს სანაპიროზე 1,4 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია.

ნათქვამია, რომ ეგვიპტეს აქვს 3,3 მილიარდი ბარელი ნავთობი და 1,7 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი.

ტუნისს აქვს 65 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის და 425 მილიონი ბარელი ნავთობის მარაგი.

ასევე დადგენილია, რომ კუნძულ კვიპროსსა და ისრაელს შორის 176 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი არის.

სირიის ნავთობის მთლიანი მარაგი 2,5 მილიარდ ბარელს შეადგენს; ნათქვამია, რომ ბუნებრივი აირის მარაგი 240 მილიარდი კუბური მეტრია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არის 30 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტური ნახშირწყალბადების საბადოები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარია, უმეტესობა ბუნებრივი აირია...

საერთაშორისო აქტორების, ისევე როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მიერ რეგიონში საძიებო და სეისმური აქტივობები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკულ განტოლებაში ახალი ნაშთების გაჩენას იწვევს.

სამხრეთ კვიპროსის ბერძნულმა ადმინისტრაციამ, 2007 წელს ცალმხრივად გამოაცხადა ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა კუნძულ კვიპროსის გარშემო. შემდეგ მან გამოაცხადა, რომ საძიებო სამუშაოებს 13 სხვადასხვა ნაკვეთში ჩაატარებდა. მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ეგვიპტესთან და საბერძნეთთან.

კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის ამ მიდგომას ანკარა ძალიან მწვავედ გამოეხმაურა. ჯერ გამოიცა ნოტამების (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის) დიდი რაოდენობა, შემდეგ კი რეგიონში სამხედრო ხომალდები გაგზავნეს. ამ პროცესში მიღებულ იქნა „ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინა.

ამის შემდეგ ანკარამ ლიბიასთან საზღვაო იურისდიქციის შესახებ ხელშეკრულებაც გააფორმა.

ამ პროცესში ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა კვიპროსის ბერძნულ მხარეს დაუჭირეს მხარი. გამოცხადდა EastMed-ის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გაზის ტრანსპორტირებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში, თურქეთის გვერდის ავლით.

პროექტი ითვალისწინებდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას იტალიაში საბერძნეთის გავლით.

თუმცა, შეერთებულმა შტატებმა პროექტს თავისი ღირებულების გამო მხარი აღარ დაუჭირა.

ნახშირწყალბადების რესურსების გარდა, სირიაში სამოქალაქო ომი და პალესტინა-ისრაელის საკითხიც აქცევს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზს, საერთაშორისო აქტორებისთვის.

ბევრ ქვეყანას აქვს სამხედრო აქტივები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში.

შეცვალა თუ არა ისრაელის შეტევებმა ენერგიის მარშრუტი?

მოსალოდნელია, რომ ღაზას ომი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ენერგეტიკულ პოლიტიკაში დიდ ცვლილებას გამოიწვევს.

თუმცა, მიუხედავად ყველა განვითარებისა, ევროპას უწევს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკვანძო ქვეყნად აქცევს.



მსგავსი ინფორმაციები