აქტუალური თემის ანალიზი - 14 - 2024

თურქეთში ადგილობრივი არჩევნების შედეგები და გავლენა

2125450
აქტუალური თემის ანალიზი - 14 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი - 14 - 2024

თურქეთში ადგილობრივი არჩევნების შედეგები და გავლენა

SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, პროფესორı, ჯან აჯუნი

2024 წლის 31 მარტის ადგილობრივი არჩევნები თურქეთში დემოკრატიული სიმწიფით ჩატარდა. პოლიტიკური კონკურენციის განსაზღვრა საარჩევნო ყუთის შედეგებით უნდა განიხილებოდეს, როგორც თურქეთში დემოკრატიის კონსოლიდაციის ახალი მაჩვენებელი. არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მაჩვენებელი 78,55 პროცენტი იყო, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ CHP-მ ხმების 37,76 პროცენტით პირველობა მოიპოვა და გაიმარჯვა 14 დიდ ქალაქში და 21 პროვინციაში. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც ყურადღებას იპყრობს, არის დაბალი აქტივობა და, შესაბამისად, დიდი დანაკარგები სამართლიანობისა და განვითარების პარტიის AKP-ს ამომრჩევლებში. ბევრი თვალსაზრისით, ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, როგორც ჩანს, აქვს პოტენციალი გავლენა მოახდინოს თურქეთის პოლიტიკაზე. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორის, პროფესორ, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს: 

მაშინ, როცა CHP-მ ხმების რაოდენობა 3,3 მილიონით გაზარდა, AKP-ს ხმები წინა არჩევნებთან შედარებით 4,2 მილიონით შემცირდა. როგორც ჩანს დიდ ქალაქებში „საბაზო დონეზე ალიანსის“ მიზანმა იმუშავა და პარტია DEM-ისა და პარტია İYİ-ს ხმების უმრავლესობა CHP-ს კანდიდატებმა მიიღეს. CHP-მ შეძლო საკუთარი ამომრჩევლების დიდწილად კონსოლიდაციაც და მსგავსი პარტიების ბაზის ძლიერი მხარდაჭერით მიაღწია იმ სიმაღლეებს, რომლისთვისაც არასოდეს მიუღწევია თავის ისტორიაში. ამ შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე წინა პლანზე გამოვიდა ეკონომიკურ ვითარებაზე გამოხატული რეაქცია. CHP-მ შეძლო შეენარჩუნებინა 2019 და 2023 წლების ალიანსები ამომრჩევლის თვალში, თუმცა განსხვავებული მოდელით.

დიდი ქალაქების გარდა, CHP-ის მიერ მუნიციპალიტეტების მოგება ანატოლიის ზოგიერთ კონსერვატიულ ქალაქში ახალ რეალობაზე მიუთითებს. CHP-ს თავმჯდომარემ ოზელმა არჩევნების შედეგები შეაფასა, როგორც "კარის გახსნა ახალი პოლიტიკური კლიმატისთვის" და, უფრო მეტიც, „მნიშვნელოვანი ეტაპი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის". უახლოეს წლებში ვნახავთ, შეძლებს თუ არა CHP-ს ახალი მმართველები, რომელიც ცვლილებების იდეით მოვიდნენ, ეს ვითარება ტენდენციად აქციონ.

2023 წლის მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული AKP ხმების 35,48 პროცენტით, მოგებული 12 დიდი ქალაქით და 12 პროვინციით, თავის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველად გახდა მეორე პარტია  ადგილობრივ არჩევნებში. ეს პირველი შემთხვევაა 2002 წლის შემდეგ. ამ არჩევნებზე, სადაც გამოუყენებელი და ბათილად ცნობილი ხმების რაოდენობამ 15 მილიონს მიაღწია, როგორც ჩანს, AKP ამომრჩევლის მოულოდნელ რეაქციას წააწყდა. ამ თვალსაზრისით, ჩანს, რომ AKP-ს ამომრჩევლებში მკაცრად მოქცევით სწავლების მოტივაცია აღმოჩნდა დომინანტური. Covid 19-ის ეპიდემიის შემდეგ ეკონომიკაში გაღრმავებული პრობლემები და მათი გადაჭრის საკითხში წინსვლის ნაკლებობა შეიძლება ამ სიტუაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიზეზად მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, 2023 წლის მაისის და 2024 წლის მარტის არჩევნების ეკონომიკურ საკითხზე პასუხები გაერთიანდა. AKP-ს ამომრჩევლების რეაქციის გასაგებად, შეიძლება ითქვას, რომ შედეგზე ეფექტი მოახდინა ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა პროვინციებზე დაფუძნებული კანდიდატების პროფილები, პარტია Yeniden Refah-ის (ხელახალი კეთილდღეობა) ფაქტორი და დომინანტური დისკურსის არარსებობა კამპანიასა და არჩევნებზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა არჩევნების საღამოს სიტყვით გამოსვლისას 31 მარტის არჩევნებს უწოდა „არა დასასრული, არამედ გარდამტეხი წერტილი“, რაც ძლიერი სიგნალია იმისა, რომ ის არჩევნების შედეგებს ცვლილებებისთვის გამოიყენებს. ეროვნული ნებისადმი პატივისცემის გამოხატვით, ერდოღანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა დემოკრატიის უპირატესობებზე. მან ასევე მიანიშნა AKP-ის განახლებისა და სწავლების ვალდებულებაზე  და გამოაცხადა, რომ ისინი "გაბედულად გააკრიტიკებენ საკუთარ თავს".

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გააგრძელებენ ინტენსიური ტემპით მომდევნო ოთხი წლის მანძილზე მუშაობას. 31 მარტის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არის „გარდამტეხი მომენტი“ AKP-სთვის და „ახალი საწყისი“ CHP-სთვის, მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთი 2028 წლამდე ძალიან აქტიურ პერიოდს გაივლის.

თუ მმართველი პარტია AKP უზრუნველყოფს განახლებას და გააუმჯობესებს შემოსავლის განაწილებას დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების სასარგებლოდ, მას შეუძლია გამოიყვანოს თავისი რეაგირებადი ამომრჩევლებიც. მეორე მხრივ, CHP კი ამ არჩევნებში მიღწეული წარმატების გასაძლიერებლად უფრო მძიმე პოლიტიკური ტვირთის ქვეშ არის. 



მსგავსი ინფორმაციები