აქტუალური თემის ანალიზი 13 – 2024

ტერორისტული აქტი მოსკოვში

2122249
აქტუალური თემის ანალიზი 13 – 2024

აქტუალური თემის ანალიზი 13 – 2024

ტერორისტული აქტი მოსკოვში

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრი, ჯან აჯუნი

პარასკევს, 22 მარტს, რუსეთი დიდმა ტერაქტმა შეძრა. დედაქალაქ მოსკოვში Crocus City Holl-მუნიციპალური კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ტერორისტებმა ასზე მეტი ადამიანი მოკლეს და საკონცერტო დარბაზს ცეცხლი წაუკიდეს. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები დეაშ-ის წევრები იყვნენ, ისინი ქვეყნიდან გაქცევის მცდელობისას რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დეაშ-მა აიღო, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას და მის მხარდამჭერ დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს,  

გასულ პარასკევს რუსეთში დიდი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. რუსეთის კუთხით ეს შეიძლება ჩაითვალოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტერაქტად. ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა დედაქალაქ მოსკოვში Crocus City Holl-მუნიციპალური კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი შეიარაღებული პირების მიერ თავდასხმის შედეგად, ასევე საკონცერტო დარბაზს კი ცეცხლი წაუკიდეს. თავდამსხმელთა ვინაობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია და მათგან 4 რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დააკავეს. იმავდროულად, DAEŞ-ის ხორასანის დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე  და მათ მიერ გამოქვეყნებულმა კადრებმა კიდევ ერთხელ თვალნათვლივ წარმოაჩინა მომხდარი ხოცვა-ჟლეტა. რუსეთის ოფიციალური პირები კი DAEŞ-ის საკითხს სხვაგვარად განმარტავენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ორგანიზაციულად განხორციელდა DEAŞ-ის მიერ, მის უკან უკრაინა და მის მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები დგანან. მსგავსი განცხადებები გააკეთეს პუტინმა და მედვედევმაც. მართლაც, ბოლო თვეებში დაფიქსირდა, რომ DAEŞ-ის ხორასანის ჯდაგუფება, რომელიც ამჟამად დისლოცირებულია ავღანეთში, მოქმედებდა და თანმიმდევრულად განახორციელა ტერორისტული თავდასხმები თურქეთში, ირანში, პაკისტანში და ახლა რუსეთში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავდამსხმელები ტაჯიკები იყვნენ და ტაჯიკეთი ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს. თითქოს ეს რეგიონი DEAŞ-ისთვის იყო მომზადებული მას შემდეგ, რაც აშშ ავღანეთიდან გამოვიდა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ასევე მოახერხა თავისი ელემენტების ერაყიდან და სირიიდან ავღანეთში გადაყვანა. ირკვევა, რომ იმ პერიოდში, როდესაც აშშ-მა რაქას ალყა შემოარტყა PKK-სთან ერთად, DAEŞ-ის მნიშვნელოვანმა ლიდერებმა და ელემენტებმა შეთანხმებით დატოვეს აქაურობა და გადავიდნენ ავღანეთში და საინტერესოა, რომ ახლა ეს ტერორგანიზაცია აშშ-სთან პრობლემის მქონე ქვეყნების წინაღმდეგ მოქმედებს.

საბოლოო ჯამში, მოსკოვის თავდასხმამ რუსეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია და უკრაინის მიმართ ბრაზი, რომელსაც რუსეთი ადანაშაულებს, კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა რუსები ელოდებიან ამინდის პირობებისა და მიწის პირობების მომწიფებას და, სავარაუდოდ, უკრაინაზე დიდ თავდასხმას დაიწყებენ. რუსული საზოგადოებრივი აზრი, როგორც ჩანს, ისეა მზად უფრო დიდი ომისთვის, ვიდრე არასდროს. უახლოეს თვეებში უკრაინაში დიდი შეტაკებები იქნება. თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას უფრო არსებითად არ დაუჭერენ მხარს, ომის მიმდინარეობა, დიდი ალბათობით, რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება. 



მსგავსი ინფორმაციები