შემთხვევითი აღმოჩენები 12 - 2024

გზის რეფლექტორი „კატის თვალი“

2118935
შემთხვევითი აღმოჩენები 12 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 12 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 12 - 2024

გზის რეფლექტორი „კატის თვალი“

შესაძლოა თუ არა კატას, რომელიც ინგლისში ერთ ნისლიან ღამეს გადააწყდა გზადაკარგულ მძღოლს, გადაერჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე? მიუხედავად იმისა, რომ პერსი შოუ, ის მძღოლი და გზის რეფლქტორის „კატის თვალის“ გამომგონებელი, რომელიც ახლა გზების განუყოფელი ნაწილია, უარს ამბობდა კომენტარის გაკეთებაზე იმაზე იყო თუ არა ეს გამოგონება შემთხვევითი, უდაო ფაქტია, რომ ამ გამოგონებამ, რომელიც აადვილებს ჩვენს ცხოვრებას, გახადა ღამის მოგზაურობა ბევრად უფრო უსაფრთხო.

91 წლის წინ, 1933 წლის დეკემბერში, პერსი შოუ გვიან ღამით გამოვიდა სამსახურიდან ინგლისის დაბა ჰალიფაქსში და სახლში წავიდა. სიბნელისა და ნისლის გამო ხილვადობა ძალიან დაბალი იყო და შოუ ფრთხილად მართავდა მანქანას. ასეთ ნისლიან ღამეებში შოუ ტრამვაის ლიანდაგს მიჰყვებოდა, რომელსაც ანათებდა მანქანის ფარების ანარეკლი და სახლამდე ისე აღწევდა, მაგრამ იმ დღეს რელსები აღებული იყო სარემონტოდ, რის გამოც პერსი შოუს გზიდან გადაეხვია და ხევისკენ მიემართებოდა. შოუ უეცრად ღამის სიბნელეში კატის კაშკაშა თვალების პირისპირ აღმოჩნდა მისი მანქანის ფარებიდან გამოსული შუქის გამო და ბოლო წუთს მოახერხა მანქანის გაჩერება მუხრუჭებზე სწრაფად დაჭერით. ეს შემთხვევა იყო პერსი შოუსთვის გაცნობიერების მომენტი, რომელმაც შეცვალა როგორც მისი, ისე მილიონობით ადამიანის ცხოვრება. 43 წლის შოუს პატარაობიდანვე ჰქონდა ნივთების შერემონტების ნიჭი. მან ფინანსური მიზეზების გამო 13 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა. საარსებო მინიმუმს მამასთან ერთად პირველი მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მასალის წარმოებაში გამოყენებული მასალების შეკეთებით გამოიმუშავებდა. ის იმ წლებში გზის მშენებლობასთან იყო დაკავებული და ძალიან კარგად იცოდა რა საშიში იყო ღამით მგზავრობა.

როდესაც 1933 წლის დეკემბრის იმ ნისლიან ღამეს „კატის თვალის“ იდეა გაუჩნდა, პერსი შოუმ დაიწყო ცდების ხანგრძლივი პროცესი თავისი გამოგონების გასაუმჯობესებლად. ბევრჯერ იმუშავა სხვადასხვა ფორმის და სახეობის მინაზე. ამ პროცესის დასასრულს, რომელიც დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა, მან თავისი გამოგონება დაასრულა ასფალტის გზებში ჩადგმული კაუჩუკის გარსიანი და რკინის კოლოფში მოთავსებული მინის რეფლექტორებით. 1934 წლის 3 აპრილს მან მოითხოვა სამი ცალკეული პატენტი თავისი გამოგონებისთვის და მიიღო პატენტის რეგისტრაცია ყველა მათგანისთვის. ამის შემდეგ შოუმ მიიღო "Catseye"-ს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია და დაიწყო „კატის თვალის“ რეფლექტორების გაყიდვა თავის ქვეყანაში. შოუს, რომელიც თავიდან არც ისე წარმატებული იყო, მეორე მსოფლიო ომი დაეხმარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანიის საჰაერო ძალებმა დაიწყეს საჰაერო თავდასხმები ინგლისის სტრატეგიულ სამხედრო ტერიტორიებზე და დიდ ქალაქებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ელექტროენერგიის მრავალსაათიანი შეწყვეტა და იძულებითი ჩაბნელება. ამან ღამით მგზავრობა, განსაკუთრებით მაგისტრალებზე, გაცილებით სახიფათო გახადა, რადგან მძღოლებს მანქანების ფარები უნდა გამოერთოთ. მანქანის ჩაბნელებულმა ფარებმა მნიშვნელოვნად გაზარდა შოუს გამოგონების მნიშვნელობა და ხელი შეუწყო „კატის თვალის“ გამოყენების პოპულარიზაციას მთელ ინგლისში. ომის შემდეგ შოუმ მიიღო ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროს მხარდაჭერა თავისი „კატის თვალისთვის“ და დაიწყო მუშაობა მისი გამოგონების მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად.

პერსი შოუ 1965 წელს დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით თავისი ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. 2006 წელს „კატის თვალის“ რეფლექტორები მოხვდა მეოცე საუკუნის 10 ყველაზე წარმატებულ დიზაინს შორის კონკურსში "დიდი ბრიტანეთის დიზაინის ძიება". „კატის თვალი“, რომელმაც მთლიანად შეცვალა გაგება ღამით მგზავრობის შესახებ გამოგონების გამოყენებიბს შემდეგ, კვლავ განაგრძობს გზების განათებას და მგზავრების უსაფრთხოებას ღამის მოგზაურობისას თითქმის მთელ მსოფლიოში.



მსგავსი ინფორმაციები