ენერგეტიკული დღის წესრიგი 12-2024

ახალი ეპოქა ანკარა-ბაღდადის ხაზზე

2116840
ენერგეტიკული დღის წესრიგი 12-2024

ახალი ეპოქა ანკარა-ბაღდადის ხაზზე

ენერგეტიკული დღის წესრიგი 12-2024

ახალი ეპოქა ანკარა-ბაღდადის ხაზზე

თურქეთ-ერაყის ურთიერთობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი იმპულსი მოიპოვა ორმხრივი ვიზიტებით. ამ იმპულსმა ახალ განზომილებას მიაღწია ბაღდადში გამართული სამმხრივი შეხვედრით. საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი (MİT) იბრაჰიმ ქალინი გასულ კვირას ერაყში გაემგზავრნენ, სადაც თავიანთ კოლეგებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამადანის შემდეგ ერაყს ეწვევა.

ერთობლივ დეკლარაციაში ძირითადი ყურადღება დაეთმო ტერორიზმთან ბრძოლას. მაგრამ, ეს არ იყო ერთადერთი დეტალი.

მიღწეული იქნა კონსენსუსი, რომ თანამშრომლობა ანკარა-ბაღდადის ხაზზე უნდა განხორციელდეს ოფიციალური სტატუსით.

ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია:

„გადაწყდა ურთიერთგაგების მემორანდუმზე მუშაობის გააქტიურება, რათა შეიქმნას სტრუქტურული ჩარჩო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში და ამით ჩამოყალიბდეს რეგულარული კონტაქტის მექანიზმები.

თურქეთის და ერაყის რესპუბლიკები, ამ ტექსტის მეშვეობით მოამზადებენ ურთიერთობის სტრატეგიული ჩარჩოს ჩამოყალიბებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლება იმუშავებს კოორდინირებულად, რეგულარულად და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით.

ამ კონტექსტში გადაწყდა შეიქმნას ერთობლივი მუდმივი კომიტეტები, რომლებიც იმუშავებენ ექსკლუზიურად კონტრტერორიზმის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის, ჯანმრთელობისა და ტრანსპორტის სფეროებში.“

მიმდინარე კვირის პროგრამაში, ენერგეტიკული დღის წესრიგი, დეტალურად შევაფასებთ თურქეთ-ერაყის ურთიერთობების ენერგეტიკულ განზომილებას ახალი მოვლენების შესაბამისად. უფრო დეტალურად განვიხილავთ ახალი პარტნიორობის ინიციატივების შინაარსს.

ბოლო დროს, ერაყი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან განსახორციელებელ პროექტს: „ფავის პორტი და განვითარების გზა“.

განვითარების გზის პროექტი 1200 კილომეტრიანი რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამრიგად, თურქეთის ისკენდერუნის პორტი და სპარსეთის ყურეში მდებარე ფავის პორტი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზით.

პროექტი გავლენას მოახდენს ძალიან დიდ რეგიონზე, ევროკავშირიდან დაწყებული ყურის ქვეყნებამდე.

ყურის ქვეყნებიდან, ისევე როგორც ერაყიდან ევროპაში ტრანსპორტირებას ნაკლები დრო დასჭირდება და გაცილებით ეკონომიური გახდება. ამდენად, იგი დიდ წვლილს შეიტანს თურქეთში „ენერგეტიკული ცენტრის“ ჩამოყალიბებაში და თურქეთი უფრო აქტიურ როლს ითამაშებს ერაყის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებაში.

განვითარების გზის პროექტი ასევე იქნება სუეცის არხის მთავარი კონკურენტი წითელ ზღვაში განვითარებული მოვლენებისა და ნავიგაციის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ.

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბაღდადში ვიზიტით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით.

ერაყის ნავთობის დადასტურებული მარაგი დაახლოებით 145 მილიარდ ბარელს შეადგენს.

ქვეყანას აქვს მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით 8 პროცენტი. ერაყის ნავთობი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე იაფი ნავთობი მსოფლიოში წარმოების ღირებულებისა და ხარისხის თვალსაზრისით. პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის დროს ასევე მოსალოდნელია, რომ ერაყ-თურქეთის ნედლი ნავთობსადენი, რომლის მიწოდებაც გასული წლის აპრილში შეწყდა, კვლავ ამოქმედდება.

ქირქუქის ნავთობის პროექტის წლიური სატრანსპორტო სიმძლავრე 70 მილიონ ბარელს აღემატება. უახლოეს პერიოდში ხაზის გამტარუნარიანობაც გაფართოვდება.

ნათქვამია, რომ განვითარების გზის პროექტთან ერთად დღის წესრიგშია ახალი ენერგოგადამცემი ხაზების მშენებლობაც.

თურქეთსა და ერაყს შორის ვაჭრობის მოცულობა წელიწადში დაახლოებით 25 მილიარდი დოლარია. მხარეებს შორის მზარდი დიალოგით, ის მიზნად ისახავს მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას. 



მსგავსი ინფორმაციები