აქტუალური თემის ანალიზი 7 - 2024

ერდოღანის ვიზიტი კაიროში და თურქეთ-ეგვიპტის დაახლოება

2103442
აქტუალური თემის ანალიზი 7 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 7 - 2024

ერდოღანის ვიზიტი კაიროში და თურქეთ-ეგვიპტის დაახლოება

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

2013 წელს ეგვიპტეში განხორციელებულ სამხედრო გადატრიალებაზე თურქეთის მკაცრი პასუხის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაწყვეტის წერტილამდე მივიდა და სერიოზული დაპირისპირება მოხდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა და ლიბია. თუმცა, ბოლო წლებში მხარეებმა გამოიჩინეს ახალი ნება და დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ერდოღანის და სისის კატარში პირველად შეხვედრის შემდეგ ერდოღანი კაიროში ვიზიტით ჩავიდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებასთან ერთად, განიხილება მრავალი გამოწვევა და საერთო ინტერესი. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს, 

ეგვიპტეში მომხდარმა გადატრიალებამ ღრმად შეარყია თურქეთი-ეგვიპტის ურთიერთობები. პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი გამოჩნდა ქვეყანად, რომელმაც მსოფლიოში შესაძლოა ყველაზე მკაცრი რეაქცია გამოხატა ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალებაზე. მაშინ, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სერიოზულად მცირდებოდა, მათ დაიწყეს დაპირისპირება ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. მხარეებს შორის თითქოს შიქმნა წაგება-წაგების სპირალი. ამ დაძაბულობის კვალი დანახვა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაში ბევრგან არის შესაძლებელი. თუმცა, სანამ ორივე ქვეყანა რეგიონალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე იდგა, მათ გადაწყვიტეს აღარ გაგრძელებულიყო ეს დაძაბულობა. ფაქტობრივად, თურქეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონალური ნორმალიზაციის პარადიგმით დაიწყო ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრ ქვეყანასთან, რომლებთანაც მას პრობლემები ჰქონდა. ამ ქვეყნების სათავეში იყო საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ამ მოვლენებმა, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობებს. შეიქმნა დელეგაციები თურქეთ-ეგვიპტეს შორის ტექნიკური მოლაპარაკებების გასამართად, შემდეგ ერდოღანი და სისი კატარში საფეხბურთო დიპლომატიით ჩავიდნენ და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ახლა კი ერდოღანი დიდი დელეგაციასთან ერთად კაიროს ეწვია.

როდესაც ამას ეგვიპტის პერსპექტივიდან ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ისინი განიცდიან, დიდი გამოწვევაა. ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი უკრაინა-რუსეთის ომმა სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ეგვიპტეზე და ისრაელის თავდასხმებმა ღაზაზე და მათმა შესაძლო შედეგებმა ასევე ღრმად შეარყია ეგვიპტის ეკონომიკა. ჰუსიტების მიერ წითელი ზღვის ჩაკეტვამ კიდევ უფრო გაართულა ეს მდგომარეობა. ეგვიპტის ეკონომიკა, რომელიც ისედაც ძალიან მყიფეა არმიის ჰეგემონიის ქვეშ, სერიოზული საგარეო ვალის გადახდის კრიზისის წინაშე დგას. სავალუტო ფონდთან სტენდ-ბაი-ზე მოლაპარაკებებიც კარგად არ მიდის. საშუალოდ ეგვიპტელი ხალხი სერიოზულ გაჭირვებაშია. მეორე მხრივ, ეგვიპტე აფრიკაში შიდა კონფლიქტებს ებრძვის და სუდანი ერთ-ერთი მთავარია მათ შორის. ეთიოპიის ხელყოფის პოზიცია ასევე ემუქრება ეგვიპტის წყლის უსაფრთხოებას რენესანსის (ნაჰდას) კაშხლის მეშვეობით. მაშინ, როცა ისრაელის განზრახვები ღაზის მიმართ აშკარაა, ღაზის მოქალაქეების სინაში დეპორტაცია საფრთხეს უქმნის ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ასეთ კონიუნქტურაში შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტეს სერიოზულად სჭირდება თურქეთის მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. ეგვიპტე ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორია თურქეთისთვის. მას აქვს პოტენციალი იყოს კარიბჭე აფრიკაში გასასვლელად და დიდი მოკავშირე მისი პოლიტიკისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ლიბიაში. ორივე ქვეყანა რეალურად ავსებს ერთმანეთს როგორც კომერციული, ისე გეოპოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავინახოთ, რომ ისტორიული კავშირები, ხალხთა სიმპათია და საერთო ინტერესები იქნება მნიშვნელოვანი კატალიზატორი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კვლავ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასაყვანად. როგორც ჩანს, ერდოღანის ვიზიტი კაიროში ამ პარადიგმას კონკრეტულ სახეს შესძენს. 



მსგავსი ინფორმაციები