აქტუალური თემის ანალიზი 5-2024

დაიწყება თუ არა ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი?

2096869
აქტუალური თემის ანალიზი 5-2024

აქტუალური თემის ანალიზი 5-2024

აქტუალური თემის ანალიზი 5-2024

დაიწყება თუ არა ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი? 

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

ამერიკული ბაზა Tower 22, რომელიც მდებარეობდა ერაყის, სირიისა და იორდანიის სამკუთხედის სტრატეგიულ წერტილში, გახდა კამიკაძე დრონების სამიზნე და დაიღუპა მინიმუმ 3 და დაშავდა 35 ამერიკელი ჯარისკაცი. ისლამური წინააღმდეგობის სტრუქტურამ, ქოლგა ორგანიზაციამ, რომელიც ჩამოყალიბდა ერაყში შიიტური გასამხედროებულიების მიერ, წინ წამოიწია როგორც ამ თავდასხმაში დამნაშავემ, რომელმაც შოკში ჩააგდო ამერიკის შეერთებული შტატები. ბაიდენს უჭირს თავდასხმის შემდეგ მოქმედების კურსის არჩევა და იმის, თუ როგორ უპასუხოს და გაურკვეველია, დაიწყება თუ არა დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში, რომელშიც ჩაერთვება აშშ-ირანი და მათი მოკავშირეები. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

7 ოქტომბერს „ალ აქსას წარღვნით“ დაწყებული  და ისრაელის მხრიდან ღაზაში გენოციდამდე მისული თავდასხმების წინააღმდეგ ირანის და მის მიერ მართული ელემენტების მხრიდან დაწყებულმა შეტაკებებმა, გააჩინა შეშფოთება იმის შესახებ, გადაიზრდება თუ არა მოვლენები რეგიონულ ომში. თუმცა, ირანმა, ჰეზბოლამ და სხვა ერაყულმა შიიტურმა ჯგუფებმა კონფლიქტების უფრო კონტროლირებადი გზით გაგრძელება უზრუნველყვეს. ისრაელის პროვოკაციულ ქმედებებზე დროდადრო „სტრატეგიული მოთმინებით“ პასუხის გაცემაც კი ამჯობინეს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს იემენის ანსარალას მოძრაობა და ჰუსიტები. წითელი ზღვის და ბაბულ მანდების დახურვა ისრაელისა და მისი მოკავშირეების გემებისთვის ნიშნავდა დიდ ესკალაციას და აშშ-მა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაიწყო საჰაერო ოპერაციების განხორციელება იემენის წინააღმდეგ.

თუმცა, ბოლო ინციდენტი და ის ფაქტი, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზა სამიზნე გახდა ერაყის, სირიის, იორდანიის სამკუთხედში, ახალ ნაპერწკალს ნიშნავს. ადრე თითქმის 200 თავდასხმა მოხდა ამერიკულ ბაზებზე ერაყ-სირიის რეგიონში, მაგრამ ეს იყო ძირითადად სიმბოლური თავდასხმები და ძალის დემონსტრირება მხოლოდ იმისთვის, რომ აშშ რთულ სიტუაციაში ჩაეყენებინა და ახლა პირდაპირ ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

რა თქმა უნდა, ბაიდენი გადაწყვეტს, როგორ ჩამოყალიბდება პროცესი და ეს კონტროლირებადი კონფლიქტები ამიერიდან. ის აშშ-ს საზოგადოების, განსაკუთრებით რესპუბლიკელების მხრიდან ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება და გაისმის მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს ირანზე პირდაპირ დარტყმას, მაგრამ ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილება ქვეყანაში, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, ადვილი საქმე არ არის. ბაიდენი, სავარაუდოდ, ეძებს სასჯელის უფრო შეზღუდულ ვარიანტებს, რათა შესთავაზოს საზოგადოებას რაღაც ისე, რომ არ გამოჩნდეს ძალიან სუსტი, და ასევე უზრუნველყოს შემაკავებელი მოქმედება ირანის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ირანული ელემენტები და მათი მარიონეტები იქნებიან საჰაერო ოპერაციების სამიზნე ერაყსა და სირიაში. აქედან გამომდინარე, დიდი ომის ალბათობა ჯერ კიდევ არ არის ძალიან მაღალი. თუმცა, სანამ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია და ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდება, ახლო აღმოსავლეთში ვერავინ შეძლებს მშვიდობიან ცხოვრებას. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებსაც. 


საკვანძო სიტყვები: #აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები