შემთხვევითი აღმოჩენები 5-2024

მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS)

2096321
შემთხვევითი აღმოჩენები 5-2024

შემთხვევითი აღმოჩენები 5-2024

მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS)

ადამიანებმა პირველივე დღიდან შეიმუშავეს კომუნიკაციის მრავალი განსხვავებული მეთოდი, მაგრამ ყველა მათგანის საფუძველი მეტყველებასა და ენაზეა დამყარებული. გამოქვაბულის კედლებზე დახატული ნახატების შემდეგ სხვადასხვა ენისა და მეტყველების კონკრეტიზაცია კი დამწერლობის გამოგონებით გახდა შესაძლებელი. მისი გამოგონების დღიდან დამწერლობა იყო ადამიანების ინდივიდუალური კომუნიკაციის, ასევე სამეცნიერო და კულტურული ინფორმაციის გადაცემის საძირკველი. იქნება თუ არა სიტყვები ქვაზე, ცხოველის ტყავზე თუ ფურცელზე, დამწერლობის გამოგონება ითვლება კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთ ამოსავალ წერტილად, რადგან "სიტყვები მიფრინავს, ჩანაწერი კი რჩება"...

კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა დროს გაკეთებული აღმოჩენები საშუალებას აძლევს ჩვენს ცივილიზაციას გლობალურად დაეყრდნოს უფრო ძლიერ საფუძვლებს. მრავალი ეპოქის ცვალებადი გამოგონება მხარს უჭერდა ადამიანთა პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. მე-20 და 21-ე საუკუნეებისთვის სახელის დარქმევა რომ მოუწიოთ მომავალ ისტორიკოსებს, შეუძლიათ მას „ციფრული სამყაროს დაბადების პერიოდი“ დაარქვან. ეს განმარტება არ იქნება მცდარი.  მაგრამ ციფრული სამყაროც კი დამწერლობაზე მაღლა ავიდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დამწერლობა კომპიუტერული კოდებისა თუ პაროლების გადასაცემად, რაც დღეს შეუცვლელია. თუმცა, ციფრული ცხოვრება ხელახლა განსაზღვრავს დამწერლობის გამოყენების სფეროებს და ფორმას. ერთ-ერთი გამოგონება „ტექსტის გადაცემა“, რომელსაც ენის გამოყენება და ადამიანებს შორის კომუნიკაცია სხვა განზომილებაში გადაჰყავს, ამის ბუნებრივი შედეგია და მას მოკლედ SMS-ს ვუწოდებთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოკლე შეტყობინების მომსახურების დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი ვერ დადგინდა, SMS არის მობილური ტელეფონებით წერილობითი კომუნიკაციის საჭიროების შედეგი, რომელიც გაჩნდა 1980-იან წლებში, როდესაც ინტერნეტი გავრცელდა და ამან გავლენა მოახდინა სატელეკომუნიკაციო სერვისებზე. ადრეული მობილური ტელეფონები მხოლოდ საუბრის საჭიროებას აკმაყოფილებდა, მათ არ შეეძლოთ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მიღება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ფრიდჰელმ ჰილებრანდი და ფრანგი ბერნარდ გილებარტი ცნობილია როგორც ადამიანები, რომლებმაც შექმნეს SMS-ისთვის პირველი კონცეფცია 1984 წელს, სინამდვილეში ეს იყო ევროპელი ინჟინრების ჯგუფის საკომუნიკაციო საჭიროება, რამაც მოკლე შეტყობინებები პოპულარული გახადა. ინჟინრებმა, რომლებიც მუშაობდნენ ციფრული მობილური ტელეფონების შექმნის ერთობლივ პროექტზე 1980-იან წლებში, შემთხვევით იპოვეს სისტემა, რომელსაც შეეძლო ტელექსის მესიჯის მსგავსი წერილობითი შეტყობინებების გაგზავნა ერთმანეთთან, მაგრამ ეს იყო ტესტირების მიზნით, კიდევ 5 წელი დასჭირდა მის გავრცელებას. დაფიქსირებული პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება ბრიტანელმა ინჟინერმა ნილ პეპვორტმა 1992 წლის 3 დეკემბერს გააგზავნა, თანაც იმ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც ის მუშაობდა...

ბრიტანელი ინჟინრის პეპვორტის მიერ თავისი უფროსის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ პირველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ეწერა „გილოცავთ შობას“.. პეპვორტმა, რომელმაც თავისი მესიჯი სამსახურში კომპიუტერიდან გააგზავნა, ამ გამოგონებით გზა გაუხსნა მობილური ტელეფონების ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო ეფექტურად გამოყენებას. SMS-ის, რომელსაც გამოიყენებდა უცნობი ევროპელი ინჟინრების ჯგუფი ტესტირების მიზნებისთვის, პოპულარიზაცია მოახდინა ნილ პეპვორტმა, მაგრამ ბრიტანელმა ინჟინერმა წლების შემდეგ ერთ-ერთ კონფერენციაზე აღნიშნა: „თავდაპირველად ეს ძალიან დიდ გამოგონებად არ მიმაჩნდა“, რითაც გამოგონების შემთხვევით განზომილებაზე გაამახვილა ყურადღება. 

SMS-მა, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიებსა და აპლიკაციების მწარმოებლებს მილიარდობით დოლარის გამომუშავების საშუალებას აძლევს, ასევე გავლენა მოახდინა ყველა ენაზე, სადაც ის გამოიყენება. დღესდღეობით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ, განსაკუთრებით ახალი თაობა აგზავნის ტექსტურ შეტყობინებებს საკუთარი ენის სიტყვებისთვის ახალი ფორმის მიცემით. მაგალითად, თურქულში მოკლე შეტყობინებებში შეუცვლელი გახდა „სელამ“-ის ნაცვლად „სლმ“-ის, რაც მისალმებას ნიშნავს და „მერჰაბა“-ს ნაცვლად „მრბ“-ს ანუ გამარჯობის გაგზავნა. ეს ცვლილება, რომელიც მობილურ ტელეფონებზე დაყენებული შეტყობინებების აპლიკაციების სიმბოლოების შეზღუდვის შედეგია, ასევე რადიკალურად ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ჩვევებს. 



მსგავსი ინფორმაციები