ენერგეტიკული დღის წესრიგი 5-2024

არის თუ არა ბირთვული ენერგია ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაღები?

2093950
ენერგეტიკული დღის წესრიგი 5-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 5-2024

არის თუ არა ბირთვული ენერგია ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაღები?

ბირთვულ ენერგიას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით შეზღუდული ბუნებრივი ენერგიის რესურსების მქონე ქვეყნებისთვის. რუსეთ-უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა ეს მდგომარეობა. ბევრმა ქვეყანამ გაახანგრძლივა ატომური ელექტროსადგურების მოქმედების ვადა, რომლის დახურვისთვისაც ემზადებოდა.

მიმდინარე კვირის პროგრამაში, „ენერგეტიკული დღის წესრიგი“ ვისაუბრებთ, „ატომური ენერგიის ეფექტზე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

თურქეთი ასევე ითვლის დღეებს, რომ გახდეს ერთ-ერთი ბირთვული ტექნოლოგიების მქონე ქვეყანა. აქქუიუ-ს (Akkuyu) ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2023 წლის 27 აპრილს, ელექტროსადგურზე საწვავის ღეროების შემოტანით, ობიექტი გახდა ბირთვული ობიექტი.

ობიექტი შედგება 4 რეაქტორისგან, რომელთა სიმძლავრე 1200 მეგავატია. აქქუიუ-ს (Akkuyu) ატომური ელექტროსადგური სრული სიმძლავრით 2026 წელს დაიწყებს მუშაობას.

სრული ფუნქციონირებისას ელექტროსადგური ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. აქქუიუ (Akkuyu) დააკმაყოფილებს თურქეთის ენერგიის 10 პროცენტს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აქქუიუ-ს (Akkuyu) ატომური ელექტროსადგური პირველია თურქეთისთვის, ის არ იქნება ერთადერთი ბირთვული ობიექტი. უმოკლეს დროში იგეგმება ორი ახალი ბირთვული ობიექტის საძირკვლის ჩაყრა, ერთი სინოპში და მეორე თრაკიაში.

როგორც მოგეხსენებთ, ატომური ელექტროსადგურები არ ასხივებენ სათბურის გაზებს. ამ მიზეზით, დაგეგმილია სათბურის გაზების ემისიების შემცირება ყოველწლიურად, 17 პროცენტით გლობალურად ბირთვული რეაქტორების რაოდენობის გაზრდით.

ატომური ელექტროსადგურების დამონტაჟება 1970-იანი წლების დასაწყისში ნავთობის კრიზისთან ერთად დაჩქარდა. ქვეყნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავთობისა და სხვა ნახშირწყალბადების რესურსები, მიმართავენ ატომურ ელექტროსადგურებს, რათა შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ამ რესურსებზე და უზრუნველყონ ენერგომომარაგების უსაფრთხოება.

ამჟამად 441 ბირთვული რეაქტორი მუშაობს 32 ქვეყანაში, ხოლო 53 ბირთვული რეაქტორი მშენებლობის სტადიაშია 17 ქვეყანაში. ატომურ ელექტროსადგურებში წარმოებული ელექტროენერგია შეესაბამება მსოფლიოს ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 10%-ს.

ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების 70%-ზე მეტი საფრანგეთი მოდის, უკრაინა 51%, შვედეთი დაახლოებით 30%, ბელგია 40%, ევროკავშირი 26%, სამხრეთ კორეა დაახლოებით 30% და შეერთებული შტატები 20%.

მსოფლიოში დაყენებული ატომური ელექტროსადგურის მონაცემებს რომ ვუყურებთ, აშშ ლიდერობს აქტიური ელექტროსადგურის სიმძლავრით, რომელიც უახლოვდება 100 ათას მეგავატს, ხოლო აშშ-ს მოსდევს საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია და რუსეთი.

ერთ სულ მოსახლეზე ატომური ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის მიხედვით ლიდერობს საფრანგეთი. მაშ, რამდენი რეაქტორია წამყვან ქვეყნებში ბირთვული ენერგიის გამოყენებაში? რამდენ ძალას გამოიმუშავებს?

აშშ

აშშ ლიდერობს ბირთვულ ენერგიაში. ქვეყანაში 92 აქტიური რეაქტორი ელექტროენერგიის მოთხოვნილების 20 პროცენტს უზრუნველყოფს.

ამჟამად აშშ-ში კიდევ ორი რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქვეყანა ახორციელებს ინტენსიურ მოდულარული ბირთვული რეაქტორის კვლევებსა და ინვესტიციებს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ძველი თბოელექტროსადგურების ნაცვლად ატომური ობიექტების დასაარსებლად კვლევები ჩატარდა.

საფრანგეთი

საფრანგეთი ელექტროენერგიის წარმოების 70 პროცენტს ქვეყნის 56 ბირთვული რეაქტორიდან იღებს.

ფრანგულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ EDF-მ დააჩქარა ტექნიკური პროცესები, რათა მეტი რეაქტორი გააქტიურებულიყო ზამთრის თვეებში.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა გეგმა 14 ახალი ბირთვული რეაქტორის აშენების შესახებ, რათა თავი დაეღწია წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან.

ქვეყანამ ასევე გადაწყვიტა ინვესტიციის განხორციელება მინი-მოდულური ბირთვული რეაქტორის (SMR) ტექნოლოგიებში.

ჩინეთი

ჩინეთი ელექტროენერგიის საჭიროების 5 პროცენტს 54 აქტიური ბირთვული რეაქტორიდან უზრუნველყოფს.

ამჟამად ქვეყანაში 22 რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს. არის კიდევ 38 რეაქტორი, რომლებისთვისაც ჩინეთმა დაამტკიცა გეგმები.

ჩინეთი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ყოველწლიურად 6-დან 8 ატომური რეაქტორი ააშენოს და 2030 წლისთვის გახდეს მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმძლავრის მქონე ქვეყანა ამ სფეროში.

ჩინეთმა, რომელმაც გასული წლის აპრილში დაამტკიცა 6 ახალი რეაქტორის მშენებლობა, გასულ კვირაში ასევე დაამტკიცა 4 ახალი რეაქტორის მშენებლობა 2 ატომურ ელექტროსადგურში.

გერმანია

გერმანია გეგმავდა ატომური ელექტროსადგურების გამოყენების ეტაპობრივ გაუქმებას.

თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, მთავრობამ დაიწყო მზადება რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობის წინააღმდეგ.

გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების 12 პროცენტი უზრუნველყო 6 ბირთვული რეაქტორიდან.

გერმანიამ მიიღო გადაუდებელი ზომები იმ უფსკრულის დასაფარად, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ელექტროენერგიის წარმოებაში, ამ ზამთარში.

ინგლისი

ქვეყანაში 9 ბირთვული რეაქტორი მუშაობს. ეს რეაქტორები აკმაყოფილებს ბრიტანეთის ელექტროენერგიის მოთხოვნილების 15 პროცენტს.

ენერგეტიკული კრიზისის დროს ინგლისმა დაამტკიცა, 30 მილიარდი ფუნტის ღირებულების ატომური ელექტროსადგურის პროექტი.

ბელგია

ქვეყანაში 2 ატომურ ელექტროსადგურში 7 რეაქტორი მუშაობს. ბირთვული რეაქტორების მიერ წარმოებული ელექტროენერგია აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილების დაახლოებით ნახევარს.

ენერგეტიკული კრიზისის გამო ბელგიაში 2 ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა, რომელთა დახურვა ადრე 2025 წელს იყო დაგეგმილი, 10 წლით გახანგრძლივდა.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებმა, რომელსაც ამჟამად 1 რეაქტორი აქვს, 2 ახალ ბირთვულ რეაქტორში ინვესტიციების დაგეგმვა დაიწყო.

პოლონეთი

ქვეყანამ დაიწყო კვლევები მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების ინვესტიციების შესახებ 6 რეაქტორის დაგეგმვით.

ინდოეთი

ინდოეთში 22 ბირთვული რეაქტორია. ბირთვული ქვეყანა ამ სფეროდან უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოების 3 პროცენტს. ქვეყანაში 8 რეაქტორის მშენებლობა გრძელდება. ინდოეთს სურს ათი წლის განმავლობაში ატომური ელექტროენერგიის წარმოების სამჯერ გაზრდა. ის 12 ახალი რეაქტორის აშენებას გეგმავს.

იაპონია

ამჟამად იაპონიაში ფუნქციონირებს 33 ბირთვული რეაქტორი. გადაწყდა ქვეყანაში 7 აქტიური რეაქტორის გარდა კიდევ 9 რეაქტორის გააქტიურება. ამრიგად, ქვეყანა ელექტროენერგიის მოთხოვნილების 10 პროცენტს ატომური ენერგიით უზრუნველყოფს.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ელექტროენერგიის წარმოების 28 პროცენტს ატომური ელექტროსადგურები უზრუნველყოფენ. ქვეყანაში 25 აქტიური რეაქტორია და კიდევ 3 რეაქტორი მშენებლობის პროცესშია. ქვეყანა 2030 წლისთვის დამატებით 10 ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. ამრიგად, ელექტროენერგიის წარმოებაში ბირთვული პროდუქციის წილი 30 პროცენტამდე გაიზრდება.

ნავთობით და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყნებიც კი იყენებენ ატომურ ენერგიას ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ამჟამად მთელ მსოფლიოში გრძელდება 54 ბირთვული რეაქტორის მშენებლობა. მშენებარე ბირთვული რეაქტორებიდან 11 ჩინეთშია, 7 ინდოეთში და 4 რუსეთში. გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 4, სამხრეთ კორეაში 4, აშშ-ში 2 და საფრანგეთში 1 ბირთვული რეაქტორი მშენებლობის პროცესშია.



მსგავსი ინფორმაციები