აქტუალური თემის ანალიზი 03 - 2024

სადამსჯელო ოპერაციები და PKK-ს ბინძური ნავთობის ქსელი

2091010
აქტუალური თემის ანალიზი 03 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 03 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 03 - 2024

სადამსჯელო ოპერაციები და PKK-ს ბინძური ნავთობის ქსელი 

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მიერ ერაყის ჩრდილოეთში მთიან რაიონებში თურქეთის არმიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ თურქეთის საჰაერო ძალებმა და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია MİT-ის შეიარაღებულმა უპილოტოებმა ერაყსა და სირიაში საჰაერო დაბომბვებით ჩაატარეს სადამსჯელო ოპერაცია. როგორც ახალი დოქტრინა, თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ერაყსა და სირიაში მასშტაბურ საჰაერო ოპერაციებს ახორციელებს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სირიაში ტერორგანიზაციის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და წარმოების ობიექტებზე თავდასხმებმა, კიდევ ერთხელ მოაქცია ყურადღების ცენტრში PKK-ის ბატონობა ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე სირიაში. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს, 

ტერორისტული ორგანიზაცია PKK, ძირითადად, ზამთრის თვეებში უკან იხევს მოქმედების სტილით, რომელსაც ეწოდება ზამთრის ბაზირება და იყენებს ამ პერიოდს თვითდაცვაზე ფოკუსირებისთვის და სასწავლო და იდეოლოგიური აქტივობების განსახორციელებლად. თუმცა, ბოლო დროს მან განახორციელა რამდენიმე თავდასხმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე განსაკუთრებით ერაყის ჩრდილოეთის მთიან რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პირობებით შექმნილი შესაძლებლობები აქ წინა პლანზე ჩნდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტერორგანიზაციამ ეს „თვითმკვლელი“ თავდასხმები მოახდინა, რათა თავი დაეღწია დამარცხების ფსიქოლოგიისთვის და გაევრცელებინა მესიჯი, რომ ის ჯერ კიდევ ფეხზე დგას. საბოლოოდ, ტერორგანიზაციამ ამ თავდასხმებში სერიოზული ზარალი განიცადა. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ახალი რეგიონალური ძალაუფლების ბრძოლა, რომელიც ხდება საერთაშორისო კონიუნქტურისა და ისრაელის ღაზაზე თავდასხმების კონტექსტში და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორგანიზაცია ცდილობს მის მხარდამჭერ ძალებს აჩვენოს, რომ ის ისევ სასარგებლოა და გავლენა აქვს ამ ძალაუფლების ცენტრების მიერ თურქეთის ენერგიის ისევ ტერორით ამოწურვის მცდელობებს. საბოლოოდ, ეს თავდასხმები მოხდა და თურქეთმა შემდგომში ძალიან მკაცრად უპასუხა მას. თუ საჭიროა ამ მოქმედების კონცეპტუალიზაცია, შეიძლება მას სადამსჯელო ოპერაციები ვუწოდოთ.

ეს დოქტრინა, რომელიც პირველად განხორციელდა სტამბოლის ისტიკლალის პროსპექტზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, არის დოქტრინა, რომელიც PKK-ს მიერ თურქეთში, ერაყში ან სირიაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ განსაკუთრებით სირიაში მყოფი კომპონენტების წინააღმდეგ მძიმე საჰაერო დაბომბვების განხორციელებით თავდასხმების საფასურის ტერორგანიზაციისთვის გაზრდას ეფუძნება. ამ ბოლო ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან და MİT-თან დაკავშირებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს ათობით საჰაერო დაბომბვა სირიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ორგანიზაციის ბატონობის ქვეშ მყოფი ნავთობისა და ბუნებრივი წარმოების სტრატეგიულ ობიექტებზე. ზოგიერთი მათგანი იყო ნავთობისა და გაზის წარმოებისა და განაწილების ობიექტები სუვეიდასა და ოდეჰში. აშშ-ს მხარდაჭერით PKK ფლობს სირიაში ენერგორესურსების თითქმის სამოცდაათ პროცენტზე მეტს, რაც პოტენციურად ნიშნავს 300 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვებას დღეში, მილიარდობით დოლარის წარმოების სიმძლავრე. თუმცა, ადგილზე არსებული პირობები და თურქეთის სამხედრო ჩარევები ხელს უშლის ამ პოტენციალის რეალიზებას და ნაწილობრივ აფერხებს ორგანიზაციის შესაძლებლობას დაფინანსდეს ნავთობის გაყიდვით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თურქეთი უახლოეს პერიოდში გააღრმავებს შესაბამის საჰაერო ოპერაციებს.


საკვანძო სიტყვები: #აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები