"იმიტომ რომ" 2 - 2024

მე არ ვიყენებ მობილურ ტელეფონს მანქანის მართვის დროს

2086375
"იმიტომ რომ" 2 - 2024

"იმიტომ რომ" 2 - 2024

იმიტომ რომ 2 - 2024

მე არ ვიყენებ მობილურ ტელეფონს მანქანის მართვის დროს

გამარჯობათ ძვირფასო მსმენელებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მობილურ ტელეფონზე, რომელსაც დიდი ხნის ისტორია არ აქვს, მაგრამ იგი უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ითვლება. მაგრამ ჩვენი საუბარი შეეხება არა განვითარებად მობილური ტელეფონების ტექნოლოგიას, არამედ მობილური ტელეფონების გამოყენებას მანქანის მართვის დროს, რამაც შეიძლება ფატალური საფრთხეები გამოიწვიოს, თუ ფრთხილად არ ვიქნებით. საუბარს ვიწყებთ შემდეგი სიტყვებით "მე არ ვიყენებ მობილურ ტელეფონს მანქანის მართვის დროს, იმიტომ, რომ...

მანქანის მართვა თავისთავად არის ქმედება, რომელიც ყოფს ყურადღებას. ჩვენი ტვინი ნორმალურზე უფრო ძლიერად მუშაობს, რათა ყურადღება შევინარჩუნოთ სხვადასხვა მხრიდან წამოსულ სტიმულატორზე. მძღოლები ერთდროულად ასრულებენ მრავალ აქტივობას, როგორიცაა პედლებზე დაჭერა, საჭის დაჭერა, სარკეების შემოწმება და გზის მდგომარეობის მონიტორინგი. ეს აქტივობები, რომლებიც თითქოს ავტომატურია, რეალურად სრულდება ბრძანებებით, რომლებსაც ჩვენი ტვინი იღებს იმ მომენტში და გადასცემს ჩვენს ხელებსა და თვალებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, ის ფაქტი, რომ მართვის გარდა სხვა ელემენტებიც ჩნდება ამ რთული აქტივობის დროს, რომელსაც ტვინი ცდილობს მყისიერად გააკონტროლოს, ნიშნავს დამატებით მისიას ჩვენი ტვინისთვის. მექანიკური მოწყობილობების მსგავსად, როდესაც ტვინი იტვირთება მის შესაძლებლობებზე მეტი დატვირთვით, ის გამოდის ნორმალური სამუშაო მდგომარეობიდან და აჩვენებს გაუმართაობის ნიშნებს.

"რატომ ღლის ტვინს ორი წუთის განმავლობაში ტელეფონზე საუბარი მანქანის მართვის დროს?" მოდით ვუპასუხოთ კითხვას რამდენიმე დასკვნით. კვლევებმა აჩვენა, რომ მძღოლები, რომლებიც ტელეფონზე საუბრობენ, ნაკლებად წარმატებულები არიან სახიფათო სიტუაციების ამოცნობაში და შესაბამისი სიფრთხილის ზომები მიღებაში, ვიდრე ისინი, ვინც ტელეფონზე არ საუბრობენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთ წამზე ნაკლებ დროში ჩარევა ნებისმიერი რისკის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება წამოიქმნას მანქანის მართვის დროს, სადაც ტვინი და სხეული მუდმივ კოორდინაციაში არიან. სატელეფონო საუბრით ტვინის დაკავება იწვევს ბრძანებების გადაცემის შენელებას, რომლებიც ჩვეულებრივ სხეულს უფრო მოკლე დროში გადაეცემა.

ყურსასმენებითა და მიკროფონით სატელეფონო ზარების განხორციელება ამ პრობლემის სრულ გადაწყვეტას ვერ ახდენს. კვლევა ხაზს უსვამს სატელეფონო ზარების შინაარსის მნიშვნელობას ყურადღების გაფანტვის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იკავებს მძღოლის ხელებს. შესაბამისად, ყოველდღიური საუბრები იწვევს ყურადღების ოცი პროცენტით, ხოლო საუბრები, რომლებიც მეტ გონებრივ აქტივობას მოითხოვს, იწვევს ყურადღების ოცდაათი პროცენტით გაფანტვას. გარდა ამისა, მართვის დროს ტელეფონზე საუბარი მთელ მსოფლიოში საგზაო სამართალდარღვევად ითვლება და ისჯება.


საკვანძო სიტყვები: #მობილური ტელეფონი , #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები