აქტუალური თემის ანალიზი 67 - 2023

ისრაელის თავდასხმების მეორე თვე და მისი რეგიონული შედეგები

2074404
აქტუალური თემის ანალიზი 67 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 67 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 67 – 2022-2023

ისრაელის თავდასხმების მეორე თვე და მისი რეგიონული შედეგები

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

თითქმის 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასთან დაკავშირებულმა კასამის ბრიგადებმა და სხვა დიდმა და პატარა წინააღმდეგობის სტრუქტურებმა ისრაელის წინააღმდეგ ელვისებური ოპერაცია დაიწყეს. ისრაელმა ჯერ ძლიერად დაბომბა ღაზა ჰაერიდან, შემდეგ კი დაყო იგი ჩრდილოეთად და სამხრეთად და დაიკავა ჩრდილოეთი რეგიონი სახმელეთო გზით. აქ წინააღმდეგობა გრძელდება ისრაელის არმიის წინააღმდეგ და ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებების თანახმად, სამხრეთის წინააღმდეგაც სახმელეთო შეტევა განხორციელდება. ისრაელის საბოლოო მიზანი არის ის რომ ღაზაში ადამიანების ცხოვრება შეუძლებელი გახდეს. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.

თითქმის 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს დიდმა და პატარა წინააღმდეგობის სტრუქტურებმა, ჰამასთან კავშირში მყოფ კასამის ბრიგადებთან ერთად, ელვისებური ოპერაცია წამოიწყეს ისრაელის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი, სახელად „ალ-აქსას წარღვნა“, მოიცავს ახალ სამხედრო დოქტრინებს და ახალი ტექნიკური შესაძლებლობების, როგორიცაა დრონები და პარამოტორების გამოყენებამ დიდი შოკური ეფექტი მოახდინა ისრაელის არმიაზე. ღაზის ირგვლივ განლაგებული სამხედრო ბაზები პალესტინელებმა დაიკავეს და ღაზაზე დიდ საოკუპაციო/დასახლების ტერიტორიაზეც აიღეს კონტროლი.

გარკვეული პერიოდის პარალიზების შემდეგ ისრაელმა ამ თავდასხმას ძალიან მკაცრად უპასუხა. მან დაიწყო ხოცვა-ჟლეტა საჰაერო დარტყმებით, რომლის უშუალო სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. მან ასევე ტერიტორია ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებად დაყო  და ხმელეთიდან დაიპყრო ჩრდილოეთი. მიუხედავად იმისა, რომ ის ცხადებს, რომ საბოლოოდ სამიზნეა ჰამასი, მისი სამხედრო მოქმედებების სტილი, მშვიდობიან მოსახლეობასა და მიწისზედა სტრუქტურებზე თავდასხმა, ბლოკადის გამწვავება და წყალზე/სასურსათო ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, აჩვენებს, რომ ისრაელი მიზნად ისახავს აქ მასობრივ გენოციდს, ღაზას საცხოვრებლად უვარგის ტერიტორიად გადაქცევას. ჩრდილოეთის რეგიონის შემდეგ სამხრეთში შეჭრის მცდელობა ამ ვითარებას გაართულებს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის თავდასხმები გრძელდება ღაზის ზონაში, კონფლიქტის გეოპოლიტიკური და რეგიონალური გავლენა გრძელდება.

კონფლიქტის პირველ პერიოდში გაურკვეველი იყო გახსნიდა თუ არა ჰეზბოლა ახალ ფრონტს  და შეიძენდა თუ არა ომი რეგიონულ ხასიათს, ამ დროისთვის გამოიკვეთა, რომ ირანის გავლენის ქვეშ მოქმედი ჰეზბოლა და სხვა ნაწილები არ მიიღებდნენ ასეთ კურსს, მაგრამ მათ ასევე აჩვენეს სხვადასხვა სამხედრო ჩართულობა ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ კონტროლირებად და საზღვრებდადგენილ ჩარჩოებში. ჰეზბოლა თავს ესხმისს ისრაელს დაბალი ინტენსივობით ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ, ერაყსა და სირიაში კი შიიტური შეიარაღებული სტრუქტურები აგრძელებენ აშშ-ს ბაზებზე თავდასხმას. თუმცა, ნამდვილი მოულოდნელი ნაბიჯები იემენის ანსარალას მოძრაობამ გადადგა. ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისინი პირდაპირ ომს უცხადებდნენ ისრაელს და დაიწყეს შეტევა ისრაელის გემებზე წითელ ზღვაში. ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან რეგიონში ნავიგაციის უსაფრთხოებას და აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდები ცდილობენ ჩაერიონ ამ სიტუაციაში.

შეიძლება ითქვას, რომ ირანი ნელ-ნელა ესკალაციის კიბის ლოგიკით წევს ხელს თავისი მარიონეტული ელემენტების გამოყენებით, მაგრამ წინათ წამოყენებული რიტორიკის საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, სრულმასშტაბიან კონფლიქტში არ ჩაერთვებიან.

ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთის ოკუპაციისა და სინას უდაბნოში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლების გამო, შესაძლოა იძულებული გახდეს ეგვიპტე ჩაერიოს და აიძულოს არაბული ბლოკი იმოქმედოს ისრაელის წინააღმდეგ და ამ სიტუაციაში სამხედრო ჩართულობაზე მეტად შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები.



მსგავსი ინფორმაციები