გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 66-2023

ოსმანიეს კარატეპეს ხალიჩა

2073276
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 66-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 66-2023        

ილქერ თაშქინ

ოსმანიეს კარატეპეს ხალიჩა

რეგისტრაციის თარიღი 22.06.2021

ქალაქი ოსმანიე, რომელიც მდებარეობს თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონს შორის გარდამავალ გზაზე, ცნობილია ტრადიციული თურქული ხალიჩების განსაკუთრებული ნიმუშით. კადირლის რაიონული სასაქონლო ბირჟის განაცხადის საფუძველზე, 2021 წელს „კარატეპეს ხალიჩა“, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. კარატეპეს ხალიჩა, ტრადიციული მეთოდებით სრულიად ბუნებრივი საღებავებით მზადდება. კარატეპეს ხალიჩა, რომელიც საუკუნეებით თარიღდება, მთლიანად მატყლის ძაფებისგან არის ნაქსოვი მცენარეებისგან, როგორიცაა ბროწეული, ხახვი, ფიჭვის ხის ქერქი, ნიგვზის ფოთლები, მდოგვი, მუხა, ოლეანდრი და ყაყაჩო. ძაფები მიიღება კუროს მთებში გაზრდილი წვრილფეხა პირუტყვის მატყლისგან. ხალიჩაზე ტრადიციული თურქული მოტივები დომინირებს. კარატეპეს ხალიჩა, რომლის ნაქსოვი ზომები მერყეობს 1 კვადრატული მეტრიდან 6 კვადრატულ მეტრამდე, ასევე გამოიყენება როგორც ორნამენტი სახლის იატაკზე დასაგებად.



მსგავსი ინფორმაციები