მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 66 - 2023

საკვები, რომლითაც დანაყრებას უფრო დიდხანს იგრძნობთ

2072245
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 66 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 66 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 66 – 2022 - 2023                                                    

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ                                                         

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: საკვები, რომლითაც დანაყრებას უფრო დიდხანს იგრძნობთ

დიეტის დროს მთავარია ზომიერად ჭამა. ძველი კვების ჩვევები ამ მდგომარეობას ართულებს. ამ პრობლემის დაძლევის უმარტივესი გზაა ისეთი საკვების მიღება, რომლითაც დიეტის დროს დანაყრებას უფრო დიდხანს იგრძნობთ.

ასეთი საკვები შეუცვლელია დიეტის პროგრამებში. ზოგიერთი საკვები ადამიანს დიდხანს უნარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას მცირე რაოდენობით მიღების მიუხედავად. საკვები, რომელსაც მიირთმევთ წონის დასაკლებად, შეიცავს ნაკლებ კალორიას, მათ უნდა დაიკავონ მეტი ადგილი თქვენს კუჭში და უფრო დიდხანს დარჩეს იქ, რაც უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას. საკვებში ბოჭკოსა და ცილის რაოდენობა, მისი მოცულობა და მასში შემავალი წყლის რაოდენობა დანაყრების განცდის ყველაზე განმსაზღვრელი ფაქტორებია.

კვების პროგრამაში შემდეგი საკვების ჩართვა ძალზე ეფექტურია იჯრებს შორის შიმშილის გრძნობის თავიდან ასაცილებლად:

• კვერცხი

კვერცხი არის მკვებავი, მაღალი ცილოვანი საკვები, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს სისავსის შეგრძნებაზე.

თელი მარცვლეული

მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, მთლიანი ხორბლის მარცვლის პური და მთლიანი ხორბლის მარცვლის მაკარონი, დაკავშირებულია წონის კონტროლთან და ჯანსაღი წონის შენარჩუნებასთან. ეს გამოწვეულია მთელი მარცვლეულის შემცველი ბოჭკოებით.

•წვნიანი:

თხევადი საკვები კუჭიდან უფრო ნელა გამოდის. ეს საკვები უფრო დიდხანს გაგრძნობინებთ დანაყრებას.

• თხილეული

თხილეული შესანიშნავი წასახემსებელია, რომელიც დაგეხმარებათ იჯრებს შორის გადასვლაში. ეს სამი დანაყრების შეგრძნების გამაძლიერებლის კარგი წყაროა; ცილები, ბოჭკო და ჯანსაღი ცხიმები. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიიღოთ სარგებელი, შეეცადეთ აირჩიოთ უმარილო, უშაქრო, მოუხალავი და უმი თხილეული.

• უცხიმო ხორცი

ცილები, რომლებიც დიდი რაოდენობით გვხვდება ხორცში, ქათმში, ინდაურსა და თევზში და აქვთ დანაყრების ყველაზე გრძელი პერიოდი; გავლენას ახდენენ დანაყრების ჰორმონებზე. უცხიმო წითელი ხორცი, ქათმის/ინდაურის მკერდი და თევზი შეიცავს უამრავ პროტეინს და ცხიმების დაბალ რაოდენობას, რაც დიდხანს გაგრძნობინებთ დანაყრებას.

• ტკბილი კარტოფილი

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ტკბილი კარტოფილი, წყლისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობით, დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იყოთ დანაყრებული და მომდევნო ჯერზე ნაკლები ჭამოთ.

• ხმელი პარკოსნები

მცენარეული ცილის წყაროები, როგორიცაა მუხუდო, ლობიო, ოსპი და ძაძა, ძლიერი დიეტური იარაღია. ისინი ბოჭკოების და ცილების მდიდარი წყაროა. ამავდროულად, მათი რეზისტენტული სახამებლის შემცველობის წყალობით, ისინი ხელს უწყობენ შაქრის შეღწევას ცირკულაციაში სხვა ნახშირწყლებთან შედარებით.

• მწვანე ფოთლოვანი და გოგირდიანი ბოსტნეული

განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი, რუკოლა, ოხრახუში და გოგირდის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა კომბოსტო და ბროკოლი, შეიცავს ბოჭკოსა და წყალს. ეს ბოსტნეული, რომელიც არის დიდი მოცულობის და ძალიან დაბალი ენერგიის მქონე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები წონის დაკლებისა და დანაყრების მისაღწევად.

• ანანასი, ვაშლი და ფორთოხალი

ვინაიდან ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და ბოჭკოებს, ისინი მეტ ადგილს იკავებს კუჭში, ვიდრე ხილის წვენები ან დესერტები იმავე კალორიებით და ხელს უწყობს დანაყრების განცდას. განსაკუთრებით ანანასს, ვაშლს და ფორთოხალს აქვთ რბილობი და წყლის მაღალი შემცველობა და გაჯერების მაღალი ინდექსები.

• იოგურტი

იოგურტი ამცირებს მუცლის ცხიმს. ვინაიდან მას გაცილებით მაღალი  აქვს პროტეინის შემცველობა, ის დიდხანს გინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას.

• ავოკადო

ავოკადო, ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელიც გვახსენდება, როდესაც საქმე საუზმეზე ნოყიერ საკვებს ეხება. იგი არის საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტი, მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით და ბოჭკოს კარგი წყაროა.

• წიწიბურა, ქინოა, ბურღული

მთელი მარცვლეული, როგორიცაა წიწიბურა, ქინოა და ბურღური, შეიცავს ბოჭკოს და შედარებით მეტ ცილას, ვიდრე სხვა მარცვლეული. ეს მარცვლეული ხელს უწყობს ნაწლავებში მადის დამთრგუნველი ჰორმონების გააქტიურებას, მათში შემავალი ბოჭკოების წყალობით.

• ხაჭო

ხაჭო არის ყველის სახეობა, რომელიც შედარებით ცხიმის და ენერგიის დაბალ რაოდენობას შეიცავს, მაგრამ ძალიან მაღალი ცილის შემცველობა აქვს. ხაჭო, რომელიც ასევე კალციუმის მნიშვნელოვანი წყაროა, დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იგრძნოთ დანაყრება. იგი ასევე გეხმარებათ წონის კონტროლში მისი მაღალი ცილის შემცველობისა და მოცულობის წყალობით.

• შვრიის ფანტელები

შვრიის ფანტელები არის მთლიანი მარცვლეული, რომელსაც აქვს დანაყრების მაღალი ძალა მაღალი ბოჭკოვანი შემცველობისა და წყლის შთანთქმის უნარის გამო. შვრიაში არსებული ხსნადი ბოჭკოები იზიდავს წყალს კუჭში და აკონცენტრირებს მას, აფერხებს კუჭის დაცლას და გეხმარებათ დიდხანს იყოთ დანაყრებული.



მსგავსი ინფორმაციები