იცით თუ არა, რომ? 65 - 2023

იცით თუ არა, რომ? 65 - 2023

2069297
იცით თუ არა, რომ? 65 - 2023

იცით თუ არა, რომ? 65 – 2022-2023

იცით თუ არა, რომ სტამბოლში არის მეჩეთი, რომელზეც ჩიტები არასოდეს ფრინდებიან?

შემსი ფაშას მეჩეთი, რომელიც მდებარეობს სტამბოლის უსკუდარის რაიონში, მსოფლიოში ცნობილი მიმარ სინანის ერთ-ერთი შედევრია. უსკუდარის სანაპიროზე, იმ ადგილას, სადაც სტამბოლის სრუტე იხსნება მარმარილოს ზღვაზე, ეს მეჩეთი თავისი თურბეთი და მედრესეთი ქმნის ძალიან ლამაზ ხედს ზღვიდან დათვალიერებისას. მეჩეთის მოპირდაპირედ გალათას ხიდი და ოქროს რქა მდებარეობს.

კომპლექსი, რომელიც უაღრესად პატარა და მარტივი ნაგებობაა, მიმარ სინანს ააგებინა სელიმ მეორისა და მურად მესამის დროს მოღვაწე ვეზირმა შემსი აჰმეთ ფაშამ 1580 წელს. ისტორიული მეჩეთი, რომელიც ამშვენებს უსკუდარის სანაპიროს, ცნობილია თავისი საინტერესო ისტორიით.

შემსი ფაშამ, რომელსაც სისუფთავე ძალიან უყვარდა, მიმარ სინანს სთხოვა აეშენებინა მეჩეთი, რომელზედაც ჩიტები ვერ დაფრინდებოდნენ და ვერ დააბინძურებდნენ. მიმარ სინანმა, რომელიც თავის მიერ აშენებულ ყველა მეჩეთს განსხვავებული გეგმით აგებდა, ასევე განიხილავდა განსხვავებულ გეგმას შემსი ფაშას მეჩეთისთვის. ოსტატმა არქიტექტორმა, რომელიც მეჩეთის აშენებამდე კვლევებს ატარებდა, იცოდა, რომ ფრინველებზე გავლენას ახდენდნენ ქარების მიმართულება, ამიტომ მან იპოვა ადგილი უსკუდარში, სადაც ერთმანეთს კვეთდნენ ჩრდილოეთის და სამხრეთის ქარები და გადაწყვიტა იქ აეშენებინა მეჩეთი. ამ ადგილას, სადაც ერთდროულად ორი სხვადასხვა ქარი უბერავს და ტალღები ნაპირს ეხეთქება, მეჩეთზე ჩიტების დაშვება შეუძლებელი იქნებოდა.

მეჩეთი 1580 წელს გაიხსნა და დროთა განმავლობაში საზოგადოებაში ცნობილი გახდა სახელით „kuşkonmaz camii“, რაც ნიშნავს მეჩეთს, რომელზეც ჩიტები არ სხდებიან“. ეს მშვენიერი ქმნილება, რომლის წინაც თავზაობენ, მის ბიბლიოთეკაში წიგნებს კითხულობენ და მეჩეთშუ კი ლოცულობენ, არის უსკუდარის ერთ-ერთი სიმბოლო და აუცილებლად უნდა ნახოთ სტამბოლის სტუმრობისას.


საკვანძო სიტყვები: #მეჩეთი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები