მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 64 - 2023

ოზონის თერაპიის უპირატესობები

2066433
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 64 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 64-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 64 – 2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: ოზონის თერაპიის უპირატესობები

ოზონი ასევე გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის გაზის გამოყენებას თქვენს სხეულში დაავადების ან ჭრილობის სამკურნალოდ. ოზონის გაზი განისაზღვრება, როგორც უფერო აირი, რომელიც შედგება სამი ჟანგბადის ატომისგან (O3). ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო დაავადებების სამკურნალოდ იმუნური სისტემის სტიმულირებით.

რა არის სამედიცინო ოზონი?

ოზონოთერაპიაში გამოყენებული სამედიცინო ოზონი ყოველთვის შედგება სუფთა ოზონისა და სუფთა ჟანგბადის ნარევისგან. ოზონის კონცენტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს 1-100 მგ/მლ შორის. დოზას ადგენენ ამ სფეროში მომზადებული ექიმები პაციენტის მდგომარეობისა და სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით.

  1. ეფექტურია აუტოიმუნური დარღვევების, ალერგიისა და ანთებითი დაავადებების დროს.
  2. გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად და ინფექციასთან საბრძოლველად.
  3. ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია ოზონის ანტიმიკრობული თვისებებით.
  4. ის ზრდის მეტაბოლურ მაჩვენებელს და იძლევა მეტი ცხიმის დაწვის საშუალებას.
  5. ის აღადგენს პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების დაზიანებას დიაბეტიან პაციენტებში, ხელს უწყობს დიაბეტის კონტროლს.
  6. ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს ორგანიზმში სეროტონინის ჰორმონის გამომუშავების გაზრდით.
  7. შეიძლება გამოყენებულ იქნას კოსმეტიკური მიზნებისთვის. მას აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი. ის ასევე ქმნის დეტოქსიკაციის ეფექტს ტოქსინების გამოდევნის დაჩქარებით.

სამედიცინო ოზონის თერაპიის სარგებელი

• ცნობილია ოზონის გაზის ანტივირუსული და ანტიბაქტერიული გავლენა. ფართოდ გამოიყენება ჭრილობების გასაწმენდად და ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

• მას ასევე მიმართავენ სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი ეფექტის გამო.

• დაბალ დოზებში ის ააქტიურებს იმუნურ სისტემას ადამიანის საკუთარი რეზისტენტობის გააქტიურებით.

• ოზონი; იგი გამოიყენება დიაბეტის, მაღალი ქოლესტერინის, მაღალი წნევის და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც მოიცავს ქრონიკულ ანთებით პროცესებს.

ოზონოთერაპიის მიზანი; სხეულის ფუნქციების აღდგენა, ისე როგორც უნდა იყოს. იგი განიხილება როგორც დამატებითი მკურნალობა. ამის გამო, სამედიცინო მკურნალობა, რომელსაც ადამიანი იყენებს მისი ამჟამინდელი დაავადებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არასოდეს უნდა შეწყდეს. ოზონოთერაპია შეიძლება ჩაითვალოს არსებული სამედიცინო მკურნალობის დამხმარედ.

როგორ ხდება ოზონით თერაპია?

ოზონოთერაპია გამოიყენება 5 სხვადასხვა გზით. გამოყენების არც ერთ მეთოდში კატეგორიულად არ უნდა მოხდეს ოზონის გაზის ჩასუნთქვა. გამოყენების მეთოდებია:

  1. ძირითადი ოზონოთერაპია: იღებენ 50-100 მლ ადამიანის სისხლს, ურევენ ოზონის გაზს და შემდეგ ისევ უსხავენ.
  2. მცირე ოზონოთერაპია: იღებენ 5-10 მლ ადამიანის სისხლს, ურევენ ოზონის გაზს და შემდეგ შეჰყავთ კუნთში.
  3. „ტომარაში ჩასმა“: ეს არის დახურული სისტემა, რომელშიც ოზონის გაზი მიეწოდება უშუალოდ ადგილობრივად გასაკეთებელ ზონაში. იგი გამოიყენება ყველა სახის ჭრილობებზე. ადგილს, სადაც ჭრილობაა, ათავსებენ ოზონის მიმართ რეზისტენტულ ტომარაში და ოზონის გაზი მუდმივად შეჰყავთ მასში. ვინაიდან ოზონის აირი არ შეიწოვება მშრალი კანის მიერ, დასამუშავებელი ადგილი ჯერ უნდა დატენიანდეს ოზონირებული წყლით.
  4. რექტალური გამოყენება: ეს არის ოზონის გაზის შეყვანა ანუსის მეშვეობით. იყენებენ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ნაწლავის დაავადება ან არ ეხსნებათ სისხლძარღვები. გამოყენების დროს ადამიანი არაფერს გრძნობს.
  5. სახსარშიდა გამოყენება: ეს არის ოზონის აირის პირდაპირი შეყვანა სახსარში. იგი გამოიყენება სახსრის ყველა დაავადების დროს.

ვის არ შეუძლია ოზონის თერაპიის გამოყენება?

1. ოზონოთერაპია არასოდეს გამოიყენება „ფავიზმის“ მქონე პაციენტებში, რაც სპეციფიკური ფერმენტის დეფიციტია. ფავიზმი; ეს არის მწვავე ანემია, რომელიც ვითარდება ბაკლას ჭამიდან 24-48 საათში. ფერმენტის დეფიციტის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სისხლში ოზონის გაზის მიერ შექმნილი მეტაბოლური ბილიკების შესრულება.

2. არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში და ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პირებში.

3. ორსულებს,

4. მათ, ვინც მკურნალობენ არტერიული წნევის წამლით, რომელსაც ეწოდება აგფ ინჰიბიტორები მაღალი არტერიული წნევისთვის,

5. მაღალი სტადიის ანემიის მქონეებს,

6. სისხლის ისეთი დაავადებების მქონეებს, როგორიცაა კოაგულაციის დარღვევა,

7. ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობის მქონეებს,

8. ქრონიკული და/ან მორეციდივე პანკრეატიტით დაავადებულებს,

9. ხშირად განმეორებადი კუნთების კრუნჩხვების მქონეებს,

10. ასთმით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც ალერგიული არიან ოზონის მიმართ,

11. ახლადგადატანილი გულის შეტევის და/ან უკონტროლო გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონეებს,

12. ადამიანებს, რომლებმაც ახლახანს გადაინატეს სისხლდენა.

 აქვს თუ არა ოზონის თერაპიის გვერდითი მოვლენები?

ოზონოთერაპიას არ აქვს ცნობილი გვერდითი მოვლენები. თუ არ იქნება შესაბამისი დოზა გამოყენებული, მკურნალობას არ ექნება შედეგი. ოზონოთერაპიის დაწყებიდან 3-5 სესიის შემდეგ, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ისეთი ჩივილები, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი და სისუსტე, რომელსაც ეწოდება "მკურნალობის კრიზისი". ეს ჩივილები ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.

რამდენ ხანს გრძელდება ოზონის თერაპია?

რეკომენდირებულია ოზონით მკურნალობის 6-10 სეანსი, თითოზე საშუალოდ 30-45 წუთით და შემდეგ ყოველთვიური მეთვალყურეობა. მკურნალობის დასაწყისში სეანსები არის კვირაში 2-ჯერ, მკურნალობის პროგრესირებით მათ შორის იზრდება ინტერვალები და ტარდება თვეში ერთხელ.



მსგავსი ინფორმაციები