მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 63 - 2023

საკვები, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას

2066417
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 63 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 63 – 2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

საკვები, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას                                                                                                                          

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: საკვები, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას

ზამთარში, როდესაც სიცივე კიდევ უფრო გვაგრძნობინებს თავს, იზრდება ზედა სასუნთქი გზების ისეთი დაავადებების შემთხვევები, როგორიცაა გაციება და გრიპი. ამიტომ სუფრაზე უნდა გვქონდეს ისეთი საკვები, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ფორთოხალი

ფორთოხალი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები, რომელიც ხელს უწყობს იმუნურ სისტემას ზამთარში, მასში შემავალი C და A ვიტამინების წყალობით. შეეცადეთ ფორთოხლის წვენის ნაცვლად თავად ფორთოხალი მიირთვათ. ეს უფრო ჯანსაღი არჩევანია როგორც ბოჭკოების, ასევე შაქრის მიღების თვალსაზრისით.

ისპანახი

მასში შემავალი ვიტამინების წყალობით ისპანახი იცავს ჩვენს უჯრედებს და ხელს უშლის იმუნური სისტემის შესუსტებას. განსაკუთრებით ვიტამინი C ზრდის A ვიტამინის გამოყენებას. ძლიერი იმუნური სისტემისთვის აუცილებლად მიირთვით ისპანახი კვირაში ორჯერ. თუმცა, იმისთვის, რომ ვიტამინი A იყოს ეფექტური, მიირთვით ისპანახი, როგორც მცენარეული კერძი, რომელიც მზადდება ზეთის დამატებით, ვიდრე მოხარშული.

თევზი

თევზი ცილის, სელენისა და თუთიის კარგი წყაროა. ომეგა 3, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაავადების გამომწვევი ნაერთების გამოდევნას; უმეტესად ორაგულში, სკუმბრიასა და ტუნაში გვხვდება. არ დაგავიწყდეთ თევზის მიღება კვირაში 2-3-ჯერ.

ოხრახუში

ოხრახუში C ვიტამინით მდიდარი საკვებია, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. ოხრახუში ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან შეშუპების მოცილებას.

კვერცხი

კვერცხის ცილა ცილებით მდიდარი საკვებია. მისი გული შეიცავს როგორც რკინას, ასევე A ვიტამინს, რომელიც ასევე კარგი ანტიოქსიდანტია.

ნუში-ნიგოზი

ნუში და ნიგოზი შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. ამ თვისებების წყალობით ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის დაცვაში. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად სასარგებლოა ყოველდღიურად 2 მთლიანი ნიგოზის ან 10 უმი ნუშის მოხმარება.

იოგურტი

ყოველდღე უნდა მიირთვათ 1 ჭიქა იოგურტი. მოხმარებული რძის ოდენობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გაზარდოთ მოხმარება კიდევ 1 ჭიქით.

 იმუნური სისტემის გაძლიერების გზები

  • ყურადღება უნდა მიაქციოთ ძილის რეჟიმს.
  • მოერიდეთ უმოძრაო ცხოვრების წესს და რეგულარულად ივარჯიშეთ.
  • უნდა მიიღოთ ბევრი სითხე.
  • უნდა მოერიდოთ გადაჭარბებულ სტრესს ან მიმართოთ ექსპერტის დახმარებას, თუ ეს აუცილებელია სტრესის მართვისთვის.
  • მნიშვნელოვანია იდეალური წონის შენარჩუნება ან მიღწევა.
  • მოერდიეთ ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა ალკოჰოლი და მოწევა.
  • ყურადღება უნდა მიექცეს ხელების და პირის ღრუს ჰიგიენას.
  • უნდა დაიცვათ დაბალანსებული და ადეკვატური კვების წესები. თითოეული საკვები უნდა იქნას მოხმარებული საჭირო რაოდენობით და დაბალანსებულად.

ჩაი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს

მცენარეული საკვები ნივთიერებებით სარგებლობის ერთ-ერთი უმარტივესი გზა, რომლებსაც აქვთ დადებითი გავლენა ორგანიზმის იმუნურ აქტივობაზე, არის ჩაი.

მწვანე ჩაი: მწვანე ჩაიში არის აქტიური ნივთიერება, რომელიც მხარს უჭერს იმუნურ სისტემას.

ჯანჯაფილის ჩაი: ჯანჯაფილს ბევრი დადებითი გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე.

სალბი: სალბი შეიძლება დაგეხმაროთ ყელის ტკივილის შემსუბუქებაში, განსაკუთრებით გაციების დროს. სალბიში შემავალი ნაერთები ამცირებენ ანთებას, ხელს უწყობენ შეშუპების, სიწითლისა და ტკივილის ჩივილების გაუმჯობესებას გლანდებსა და ყელის არეში.

იმუნიტეტის დამხმარე დანამატები

ვიტამინი C: ყოველდღიური ცხოვრებისა და კვების ჩვევების შედეგად, C ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს. C ვიტამინის შემცველი დანამატები დაგეხმარებათ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში.

D ვიტამინი: D ვიტამინის დაბალი დონე ხშირი ინფექციების რისკფაქტორია. ამ ვიტამინის დეფიციტი, რომელიც შეიმჩნევა განსაკუთრებით ზამთრის თვეებში და იმ ადამიანებში, რომლებიც საკმარისად ვერ სარგებლობენ მზის სხივებით, დანამატების წყალობით გადაჭრადი პრობლემაა.

ვიტამინი B6: ვიტამინი B6 არის მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც როლს ასრულებს იმუნურ რეაქციებში. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ იმუნური სისტემა შესაძლოა დასუსტდეს ვიტამინის B6 დეფიციტის შედეგად.

ანწლი: ანწლის მცენარისგან მიღებული ექსტრაქტი, სახელად Sambucus nigra, ეხმარება იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას.

სოკო რეიში: ტრადიციულ მედიცინაში უძველესი ისტორიის მქონე ეს სოკო, არის მცენარე, რომელიც გამოიყენება ფილტვების დაავადებებისა და სხვა ინფექციების დროს. 

რომელ საკვებს უნდა მოვერიდოთ?

ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნური სისტემისთვის, რაც შეიძლება მეტად მოვერიდოთ შემდეგ საკვებს ან მოვიხმაროთ ისინი მცირე რაოდენობით:

• რაფინირებული შაქრის შემცველი საკვები,

• ტრანს ცხიმები (შემწვარი საკვები, სწრაფი კვება, მზა ნამცხვრები და ა.შ.),

• დამუშავებული დაფასოებული საკვები (შეფუთული საკვები, როგორიცაა შოკოლადი და ჩიფსები),

• დამუშავებული ხორცი (სალამი, სოსისი და ა.შ.)

• გლუტენის შემცველი საკვები (ხორბლის ფქვილი, ფიდე, ლავაში, პური)



მსგავსი ინფორმაციები