მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 62 - 2023

რა სარგებელი აქვს ბამიას თესლს?

2062929
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 62 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 62 - 2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: რა სარგებელი აქვს ბამიას თესლს?

რა არის ბამიას თესლი?

დღესდღეობით, ბამიას თესლი, რომელიც მიიღება ბამიის მცენარისგან, მდიდარია ბოჭკოებით. ბამიის თესლი არის პატარა, მუქი წითელი ან ყავისფერი თესლი, რომელიც წარმოიქმნება ნაყოფის მომწიფების შემდეგ. ბამიის თესლს აშორებენ ნაყოფს და აშრობენ.

რა სარგებელი მოაქვს ბამიას თესლს?

აძლიერებს იმუნურ სისტემას

ბამიის თესლი, რომელიც დიდ როლს ასრულებს ჯანსაღ კვებაში და ეხმარება ტვინის უჯრედებს ცოცხლად დარჩენასა და რეგენერაციაში, ეფექტურია გულმავიწყობის თავიდან ასაცილებლად მასში შემავალი B ვიტამინის წყალობით. ბამიის თესლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დაავადებებთან ბრძოლაში იმუნური სისტემის გაძლიერებით.

კარგია გულის ჯანმრთელობისთვის

ცნობილია მაგნიუმის ეფექტი არტერიული წნევის დაქვეითებაზე და გულის ჯანმრთელობაზე. ბამიის თესლი მაგნიუმის წყაროა. მაგნიუმით მდიდარი საკვების მოხმარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების რისკის შემცირებას, როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი.

აბალანსებს ქოლესტერინს

ბამიის თესლი, რომელიც ქოლესტერინის დამწევ საკვებს შორისაა, შეიცავს სქელ გელისმაგვარ ნივთიერებას, რომელიც საშუალებას აძლევს მას ორგანიზმმა გამოდევნოს საჭმლის მონელების დროს შეწოვის მაგიერ. ამრიგად, ბამიის თესლები სასარგებლო როლს ასრულებს ქოლესტერინის შემცირებაში.

გავლენას ახდენს თვალის ჯანმრთელობაზე

მასში შემავალი A ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის წყალობით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბადურის დაცვაში თვალებთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციით.

იცავს თირკმელების ჯანმრთელობას:

ბამიას აქვს დამცავი ეფექტი თირკმელების დაავადებებისგან. იგი შეიძლება მიირთვათ განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებული თირკმელების დაზიანების საწინააღმდეგოდ. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ოქსალატის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნა.

აძლიერებს იმუნიტეტს კიბოს წინააღმდეგ

ბამიის თესლი ეფექტურია კიბოს წინააღმდეგ, ინარჩუნებს იმუნიტეტს და ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას. ბამიის თესლი, რომელიც ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის, ხელს უშლის მავნე უჯრედების ორგანიზმში შეღწევას და მათ გავრცელებას.

ხელს უშლის დაძაბულობას და სტრესს

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულმავიწყობისა და კონცენტრაციის პრობლემები, ისევე როგორც მათ, ვისაც აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა უძილობა და სტრესი, შეუძლიათ თავიანთ კვების რაციონში დაამატონ ბამიის თესლი.

ასუფთავებს ნაწლავებს და ეფექტურია წონის დაკლებაში

ბამიის თესლი აძლიერებს მეტაბოლიზმს, რადგან ეფექტურია ნაწლავების მოდუნებაში. ბამიის თესლი ბოჭკოვანი სტრუქტურის გამო ეფექტურია წონის სწრაფი დაკლებისთვის.

სახსრებისა და მუხლის ტკივილის სამკურნალო მცენარეული საშუალება

ის განსაკუთრებით ეფექტურია ძვლების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ძვლების რეგენერაციისთვის მასში შემავალი K ვიტამინის წყალობით. რეგულარულად ბამიის თესლის მოხმარება იცავს ძვლების ჯანმრთელობას ოსტეოპოროზისა და ძვლის დაავადებების რისკის შემცირებით.

ბამიის თესლს ანიჭებენ უპირატესობას მუხლის მიდამოში სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ასაკში შესვლისას. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მუხლის ტკივილი, შეუძლიათ ბამიის თესლი მიირთვან უმი, მოხარშული ან ფხვნილის სახით.

დაახლოებით 9-10 ბამიის თესლი შეიძლება მიირთვათ წყალში დალბობის შემდეგ. შეგიძლიათ ჩაის სახით მოადუღოთ ან შეურიოთ იოგურტს და მიირთვათ. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია საკვებშიც ფხვნილის სახით.

იცავს ღვიძლის ჯანმრთელობას

ბამიის თესლი იცავს ღვიძლს და ეხმარება მას კარგ ფუნქციონირებაში.

იგი დიაბეტით დაავადებულთა მეგობარია

ბამიის თესლი ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით ამცირებს ინსულინის წინააღმდეგობას და არეგულირებს სისხლში შაქარს.

ასთმის ბუნებრივი სამკურნალო საშუალება

ბამიის მარცვლებიდან მიღებული თესლი შეიძლება დაფქვათ ფხვნილად და დაუმატოთ თაფლი და ზეითუნის ზეთი. ეს პასტის მსგავსი ნარევი ეფექტურია ბრონქიტისა და ასთმის პროფილაქტიკისთვის.

როგორ უნდა მიირთვათ ბამიის თესლი?

ბამიაში არსებულ წვრილ თესლს ბამიის თესლს უწოდებენ. ბამიის თესლი შეიძლება მიირთვათ მარცვლებად, ან შეიძლება დაფხვნილი იყოს ფხვნილად და მიირთვათ საკვებთან ერთად. დაფქულ ბამიის თესლს შეგიძლიათ დაუმატოთ ცხელი წყალი, მოადუღოთ და დალიოთ. ასევე იოგურტი და ა.შ. შეგიძლიათ მიირთვათ პროდუქტებთან ერთად.

გარდა ამისა, შეგიძლიათ 9-10 ცალი ბამია გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე წყალში და დალიოთ.

ვისაც აქვს ალერგია, აქვს ქრონიკული დაავადებები, ვინც ყოველდღიურად იღებს რეგულარულ მედიკამენტებს და ორსულმა ქალებმა, ბამიის თესლი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გამოიყენონ.

K ვიტამინი ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ბამიის მაღალი K ვიტამინის შემცველობა შეიძლება ურთიერთქმედდეს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებთან. ისინი, ვინც იყენებენ სისხლის გამათხელებელ საშუალებებს, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და ექიმთან კონსულტაცია გაიარონ მანამ სანამ ბამიას შეიტანენ კვების რაციონში.



მსგავსი ინფორმაციები