მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 60 - 2023

მშრალი ხველის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

2054675
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 60 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 60-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 60 2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: მშრალი ხველის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

მშრალი ხველის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ სახლშიც გამოიყენოთ:

თაფლი

თაფლი, რომელსაც მოიხმარენ ყველა სახის ხველის საწინააღმდეგოდ, ხველის დამთრგუნველ უძველეს საშუალებებს შორისაა. ერთმანეთში შერეული თაფლი, ჯანჯაფილი, ლიმონი, დარიჩინი და შავი წიწაკა ხელს უშლის ყელის გაღიზიანებას და ხელს უწყობს მშრალი ხველის მოხსნას. თაფლი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე კარგია ინფექციების შესამსუბუქებლად.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი, რომელიც ეფექტურია კუჭის პრობლემების საწინააღმდეგოდ, ასევე ცნობილია, რომ კარგია მშრალი ხველის დროს. ის თრგუნავს ხველის რეფლექსს სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით. თაფლთან ერთად ჯანჯაფილი შეიძლება ჩაის სახით მიირთვათ.

ნიორი

ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტის მქონე ნიორი კარგია მშრალი ხველის დროს. ნივრის მოხმარება სასარგებლოა გაციების სიმპტომის მშრალი ხველის საწინააღმდეგოდ.

კურკუმა

კურკუმა, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, გამოიყენება მშრალი ხველის წინააღმდეგ. ის ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა ასთმა და მშრალი ხველა. კურკუმა შეიძლება მიირთვათ ჩაის სახით ან შერეული თაფლთან.

მარილიანი წყალი

მარილიანი წყლის ყელში გამოვლება ხელს უშლის ყელის ინფექციას და ხელს უწყობს ყელის ტენიანობის შენარჩუნებას. მშრალი ხველებით გამოწვეული გაღიზიანების თავიდან აცილება შეგიძლიათ მარილიანი წყლის გამოყენებით.

მცენარეული ჩაი

მშრალი ხველის შემსუბუქება შესაძლებელია თაფლიანი და ლიმონიანი მცენარეული ჩაის გამოყენებით. მშრალი ხველის დროს კარგია ისეთი მცენარეული ჩაის გამოყენება, როგორიცაა პიტნა, ქონდარი, კურკუმა, ძირტკბილას ფესვი, სამკურნალო ტუხტი, ჯანჯაფილი და სხვა.

მარჯორამი

მარჯორამი, რომელიც ცნობილია როგორც ქონდარის სახეობა, გამოიყენება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ასთმა, ბრონქიტი და გაციება. ის ასევე ამსუბუქებს ამ დაავადებებთან დაკავშირებულ მშრალ ხველას. დააყოვნეთ 4 ჩაის კოვზი გამხმარი მარჯორამი ადუღებულ წყალში. ის ხელს უწყობს ხველის შეჩერებას დღეში ორჯერ მიღებისას.

ძირტკბილას ფესვი

ძირტკბილას ფესვი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ამსუბუქებს ყელის ტკივილს და უნარჩუნებს ტენიანობას. ძირტკბილას ფესვის მოხმარება კარგია მშრალი ხველის დროს. 2 სუფრის კოვზი ძირტკბილას ფესვი მდუღარე წყალში დაამატეთ, 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, გადაწურეთ და მიირთვით. ძირტკბილას ფესვის გამოყენებისას დოზირება მნიშვნელოვანია. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და დაღლილობა.

სამკურნალო ტუხტი

იგი გამოიყენება ყელის ტკივილის წინააღმდეგ. სამკურნალო ტუხტი, რომელიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია სიროფის ან პასტილის სახით, ასევე კარგია მშრალი ხველის დროს და ხელს უშლის გაღიზიანებას.

ქონდარი

ქონდარი კარგია მშრალი ხველის დროს, რაც ხელს უწყობს ყელის კუნთების მოდუნებას. იმისთვის რომ ქონდარი ჩაის სახით მიირთვათ, შეგიძლიათ 4 ჩაის კოვზი გამხმარი ქონდარი მდუღარე წყალში ჩაყაროთ, გააჩეროთ და გადაწუროთ. მისი მოხმარება ყელის დასამშვიდებლად თაფლის დამატებით კარგია მშრალი ხველის დროს.

სხვა

გარდა ამისა, ბევრი სითხის მიღება და ორთქლის სუნთქვა ხელს უწყობს ყელის ტენიანობის შენარჩუნებას და კარგია მშრალი ხველის დროს.

ყველაზე სწრაფი ხველის საწინააღმდეგო სასმელები, რომლებიც შესაძლოა სახლში მოვამზადოთ არის

• ვაშლის ჩაი

C ვიტამინის შემცველობის წყალობით ვაშლის ჩაი არბილებს ნახველს, რომელიც აზიანებს სასუნთქ გზებს.

• რძე

ყელის არეში გაღიზიანებისა და ხველების თავიდან აცილება შესაძლებელია გაცხელებულ რძეში თაფლის დამატებით. თბილი რძის მოხმარება დაამშვიდებს ყელს და დაგეხმარებათ ხველების მოცილებაში.

• ჯანჯაფილის ჩაი

ფხვნილის სახით გამოყენებულ ჯანჯაფილს უმატებენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, უმატებენ დარიჩინს, მიხაკს და აყოვნებენ. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, რომელსაც სურვილისამებრ 5-6 წუთი ადუღებენ. ჯანჯაფილის ჩაი არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ხველის სწრაფად შეჩერებას სახლში.

• ასკილის ჩაი

• კომშის ჩაი

• ცაცხვის ჩაი

• სალბის ჩაი

•პიტნის ჩაი

• ექინაცეას ჩაი

• თაფლაინი ქონდრის ჩაი

• თბილი რძე თაფლით

• ნუშიანი ფორთოხლის წვენი

• ჯანჯაფილის და დარიჩინის ჩაი

• შავი პილპილი და თაფლი

• თუთის ბაქმაზი

• ბოლოკის და თაფლის ნაზავი

• ყურძნის ბაქმაზი



მსგავსი ინფორმაციები