გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 59-2023

აქსარაის თაშფინარის ხალიჩა

2052505
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 59-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 59-2023        

ილქერ თაშქინ

აქსარაის თაშფინარის ხალიჩა  

რეგისტრაციის თარიღი 01.09.1996

თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონში მდებარე ქალაქ აქსარაის დაახლოებით 3000 მოსახლეობით ცნობილი თაშფინარის რაიონი, ფერადი და განსხვავებული ნიმუშით დამზადებული „თაშფინარის ხალიჩებით“ არის ცნობილი. თაშფინარის ხალიჩები, 1996 წელს, რაიონის მუნიციპალიტეტის მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. აღნიშნული ხალიჩის წარმოება რაიონის ქალბატონების მხრიდან 1960-იანი წლებიდან იწყება. განსაკუთრებით მისი სტილიზებული ნიმუშებითა და ფერების უპირატესობებით რაიონში ჩასული როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელების დიდი ყურადღება მიიპყრო. ყველაზე ძირითადი მახასიათებელი, რაც თაშფინარის ხალიჩებს სხვა ხელნაკეთი ხალიჩებისგან განასხვავებს, არის ყვავილოვანი და გეომეტრიული მოტივების თანაბარი განაწილება ხალიჩის ზედაპირზე. ხალიჩის დასამზადებლად გამოიყენება რეგიონში გაზრდილი წვრილფეხა პირუტყვის მატყლიდან მიღებული ძაფი. ორმაგი კვანძოვანი, მჭიდროდ ნაქსოვი ხალიჩებისთვის სასურველი ფერებია ღია მუქი ლურჯი, მუქი წითელი და თეთრი. ძალიან იშვიათად გამოიყენება მწვანე და ყვითელი ფერებიც. ხალიჩების ზომა, რომლებიც თავდაპირველად მცირე ზომის იყო, ინტენსიური მოთხოვნის გამო 4 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები