იცით თუ არა, რომ? 59 - 2023

თურქეთის უდიდესი ჩამლიჯას მეჩეთი

2051504
იცით თუ არა, რომ? 59 - 2023

იცით თუ არა რომ? 59-2023

იცით თუ არა, რომ? 59 – 2022-2023

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი სტამბოლშია?

თურქეთის უდიდესი ჩამლიჯას მეჩეთი მსოფლიოში სიდიდით მეცამეტეა 63 ათასი ადამიანის ტევადობით. იგი მდებარეობს ჩამლიჯას ბორცვზე სტამბოლის უსკუდარის რაიონის საზღვრებში. მეჩეთი, რომლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2019 წლის 3 მაისს გაიხსნა, 57 ათას 500 კვადრატული მეტრი ფართობისაა.

ჩამლიჯას მეჩეთის დიზაინი ეკუთვნის ჰაირიე გიულ ტოტუს და ბაჰარ მიზრაქს. ქალმა არქიტექტორებმა შეადგინეს გეგმები, რათა ქალებმა უფრო თავისუფლად ილოცონ მათ მიერ შექმნილ მეჩეთში, რომელიც ერთდროულად 63000 ადამიანს იტევს. პროექტის საბოლოო ვერსია მოამზადა არქიტექტორმა ჰაჯი მეჰმედ გიუნერმა. მიწისძვრის შესაძლებლობის გათვალისწინებით, დიზაინერებმა პროექტი ისე შეიმუშავეს, რომ სტიქიური უბედურების შემთხვევაში მეჩეთში 100 000 ადამიანს შეუძლია ყოფნა.

მეჩეთის მთავარი გუმბათი, რომლის სიმაღლეა 72 მეტრი, სტამბოლში მცხოვრები 72 ერის, ხოლო 34 მეტრი დიამეტრის გუმბათი - სტამბოლის სიმბოლოა. დიდი ჩამლიჯას მეჩეთს ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შესასვლელი, რომლის მთავარი კარი 5 მეტრი სიგანისა, 6,5 მეტრი სიმაღლისაა და 6 ტონას იწონის. მეჩეთის კომპლექსში ასევე შედის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი 1000 ადამიანზე, 8 სამხატვრო სახელოსნო და პარკინგი 3500 მანქანაზე. გახსნის დღიდან ჩამლიჯას მეჩეთს მილიონობით ადგილობრივი და უცხოელი ეწვია არა მხოლოდ ღვთისმსახურების, არამედ ტურისტული მიზნებისთვისაც.



მსგავსი ინფორმაციები