კაპიტნის დღიური 32-2023

ბუნებრივი სილამაზით ქოჯაელი

2046648
კაპიტნის დღიური 32-2023

კაპიტნის დღიური 32-2023

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ბუნებრივი სილამაზით ქოჯაელი

იახტა „გეზგინის“ ძვირფასო მგზავრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ნავში!

დავიწყოთ ქოჯაელის პლაჟების დათვალიერება. იგი კლიმატით შავ ზღვას მოგვაგონებს, რომლის ფერდობებიც ფიჭვით არის დაფარული. როცა ლურჯი დროშის მქონე ულამაზესი და სუფთა პლაჟების სანახავად წავედით, დრო არ გვქონდა ქოჯაელის ბუნებრივი სილამაზეების დასათვალიერებლად. ასე რომ, დაუყოვნებლივ, გეზგინი პორტში გავაჩეროთ და ქოჯაელის ბუნებრივ სილამაზეებს გავეცნოთ.

პლატოები, ხეობები და ჩანჩქერები, რომლებსაც დღეს ვიხილავთ, მდებარეობს სანაპიროდან შიდა ნაწილებში. ავიდეთ ჩვენს მანქანაში, რომელიც მიგვიყვანს ბრწყინვალე ბუნების გულში. გავემართოთ ჩვენ პირველ გაჩერება, მაშუკიესკენ. მაშუკიე არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ იყოთ ასე ახლოს ქალაქის ცენტრთან და სწრაფად მოშორდეთ ქალაქის ქაოსს. იგი ჰგავს ოაზისს, რომლის ნაკადი მიედინება შუაში და პლატოებზე, სადაც უამრავი ჟანგბადია. ვიცი, რომ გიყვართ ბუნებაში სიარული, ამიტომ გეპატიჟებით გაისეირნოთ აიგირის მდინარის პირას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მაშუკიეს კრიკი. მე ავარჩიე თქვენთვის ერთ-ერთი მარტივი და საშუალო სირთულის ტრასა, რომელიც ხეებზე გადაგიყვანთ. ახლა მაინც შემოდგომაა, გავიაროთ ტყეში, მოვუსმინოთ ფეხქვეშ ფოთლების შრიალს. აქ სტუმრობას თუ გაზაფხულზე გადაწყვეტთ, შეგიძლიათ დააკვირდეთ ბუნების გაღვიძებას, ზაფხულში ჩიტების ჭიკჭიკს და ზამთარში თეთრი საბნით დაფარულ სიჩუმეს. არ დაგავიწყდეთ, რომ მაშუკიე შემოგთავაზებთ განსხვავებულ სილამაზეს, მიუხედავად იმისა, რომელ სეზონზე ხართ.

გავაგრძელოთ გზა სამთო-სათხილამურო კურორტ, ქართეფესკენ. გზად არის ნისლის ველი, პოპულარული ადგილი ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის. არის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც მინდა ნახოთ, სანამ ქართეფეს მიაღწევთ. ეს არის თურქეთის ყველაზე დიდი შუშის ფსკერი ტერასა, „Separate Planet Glass Terrace“. ვისაც სიმაღლის ეშინია, შეიძლება თავიდან ცოტათი ნერვიულობდეს, მაგრამ დამიჯერეთ, როცა ამ შუშის ტერასის ბოლომდე მიდიხართ, იგრძნობთ, რომ ბუნებაში ხართ. აყვავებულ მწვანე ხეებით დაფარული მთები და საფანჯას ტბის ხედი მოგაშორებთ მთელ სტრესს.

ჩვენს გზაზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი ადგილია: ქუზუს პლატო. ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა სამყაროში მიჰყავს თავისი ბრწყინვალე ბუნებით და ხედებით. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ წყნარ და შთამბეჭდავ გარემოს ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორს წასვლის გარეშე. რომელ სეზონზეც არ უნდა ესტუმროთ, ქუზუს პლატო მაინც გაგაოცებთ. თქვენც მეთანხმებით?

თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, ციგა... ახლა ჩვენ ვართ ქართეფეს სათხილამურო ცენტრში, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ თოვლში. ეს ადგილი, არის ერთ-ერთი ცნობილი სათხილამურო კურორტი თურქეთში. რა თქმა უნდა, სეზონი ახლა არ არის შესაფერისი, ამიტომ ქართეფეს მომხიბლავი თოვლის ხედს ვერ ვხედავთ. აქ ზამთრის სეზონზე ნებისმიერი აღჭურვილობის შეძენა და შესაბამისი დროის გატარება შეგიძლიათ. ან შეგიძლიათ უბრალოდ იაროთ ბუნებაში თოვლით დაფარულ ხეებს შორის, სადაც თეთრი და მწვანე ერთმანეთში ირევა.

ქოჯაელი მართლაც სიურპრიზებით სავსე ადგილია. რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი ჰაბიტატი არა მარტო თურქეთში, არამედ ევროპაშიც ქოჯაელში მდებარეობს. სამწუხაროდ, იმ ასაკის გამო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გარდაუვალია ადამიანის ბუნებისგან დაშორება. ამის თავიდან ასაცილებლად ქოჯაელის მუნიციპალიტეტმა „ორმანიის (ტყის) ბუნებრივი ცხოვრების პარკის“ პროექტი განახორციელა. პარკი შედგება მრავალი საინტერესო და განსაკუთრებული განყოფილებისგან, ველური ბუნების ზონიდან, მწერების სასტუმრომდე, ბუნების სკოლიდან ფრინველებზე დაკვირვების ზონამდე.  თურქეთის პირველი ტყის ბიბლიოთეკაც აქ მდებარეობს. ორმანია არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ იმდენი დრო, რამდენიც გინდათ ბუნებაში, სხვადასხვა სირთულის ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების წყალობით. აუზებსა და ბილიკებს შორის ხეტიალისას წააწყდებით სახლი ჰობებს, რომლებსაც ჰობიტების სახლებიც ჰქვია. ეს სახლები ყველას ყურადღებას იპყრობს. როდესაც ერთ-ერთი სახლის კარს გააღებთ, გრძნობთ, რომ აპირებთ ჩაყვინთვას შუა დედამიწაზე, სადაც ცხოვრობენ ამ რომანის ელფები, ჰობიტები, ჯუჯები და ორკები!

რას იტყვით დღეს დარჩენილი დროის ამ ულამაზეს პარკში გასატარებლად, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ არ ვართ ბუნების მფლობელები, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი?



მსგავსი ინფორმაციები