მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 56 - 2023

ზეთისხილის ფოთლის ჩაის სასარგებლო თვისებები

2041805
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 56 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 56-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი თემაა: ზეთისხილის ფოთლის ჩაის სასარგებლო თვისებები

ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი:

• გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები.

• აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

• მას შეუძლია შეამციროს ცუდი ქოლესტერინი.

• აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები

• ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას

• ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაზრდას არტერიების მოდუნების გზით

• იცავს და ავითარებს ძლიერ იმუნურ სისტემას.

• შეუძლია სისხლში შაქრის დონის შემცირება

• ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას

• მას შეუძლია გაზარდოს ენერგიის დონე ქრონიკული დაღლილობის მკურნალობით.

• შეუძლია განწყობის ამაღლება

• ეხმარება ალერგიის მკურნალობას

• შეიძლება დაეხმაროს კუნთების სპაზმის თავიდან აცილებას 

გულ-სისხლძარღვთა დაავადება

ის ხელს უწყობს გულის და სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებას და ამცირებს ცუდ ქოლესტერინს. ეს ეფექტი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაზრდას და არტერიული წნევის დაქვეითებას, ამცირებს გულის დაავადების რისკს.

მაღალი წნევა

კვლევამ აჩვენა, რომ ზეთისხილის ფოთოლი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.

დიაბეტი

ზეთისხილის ფოთოლი ზრდის ინსულინის მგრძნობელობას, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ინსულინი უფრო ეფექტურად მუშაობს. ბევრი კვლევა მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის რყევების რეგულირებას. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტს შეუძლია შეამციროს დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის ფაქტორი, თქვენი სხეულის ინსულინის წინააღმდეგობა.

ტვინის ფუნქცია

ვარაუდობენ, რომ ზეთისხილის ფოთოლი შეიძლება სასარგებლო იყოს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებისთვის და უზრუნველყოს გარკვეული დაცვა ალცჰეიმერის დაავადებისგან.

ეფექტურია სოკოების, ვირუსების და ბაქტერიების წინააღმდეგ

კვლევებმა აჩვენა, რომ ზეთისხილის ფოთოლს აქვს ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურების ძლიერი უნარი და შესაძლოა სასარგებლო იყოს ბაქტერიებით/ვირუსებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

კანის ჯანმრთელობა

დადგინდა, რომ ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანისა და ჭრილობის შეხორცებას უშუალოდ ჭრილობაზე გამოყენებისას. მას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს კანის უჯრედების დაზიანებას ზეთისხილის ფოთლებში არსებული ანტიოქსიდანტური თვისებების გამო. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი ასევე დაგეხმარებათ კანის დაბერებისგან დაცვაში.

წონის კონტროლი

ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი შეიძლება დაეხმაროს წონის დაკლებას.

ზეთისხილის ფოთლის გვერდითი ეფექტები:

არტერიული წნევის და სისხლში გლუკოზის დონის შემცირების უნარის გამო, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მათთვის, ვისაც დაბალი წნევა და გლუკოზის დონე აქვს.

გახსოვდეთ, რომ წამლებთან ურთიერთქმედება, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას და გლუკოზის დონეს, შეიძლება საშიში იყოს. თუ გაქვთ დიაბეტი, მიმართეთ ექიმს.

ზეთისხილის ფოთოლი და მწვანე ჩაი:

ზეთისხილის ფოთლის ჩაი მწვანე ჩაის იდეალური ალტერნატივაა, რადგან ის სრულიად თავისუფალია კოფეინისგან. ასევე დადასტურდა, რომ ზეთისხილის ფოთოლს აქვს ორჯერ მეტი ანტიოქსიდანტური უნარი ვიდრე მწვანე ჩაის და ოთხჯერ მეტი ვიტამინი C.

ზეთისხილის ფოთლის შენახვა:

ზეთისხილის ფოთლის ჩაი შეგიძლიათ შეინახოთ 2 წლამდე დახურულ შეფუთვაში გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას.

ზეთისხილის ფოთლის გვერდითი ეფექტები

ზოგიერთი კვლევა აღნიშნავს გვერდით ეფექტებს, როგორიცაა ხველა, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი და თავის ტკივილი.

ალერგიული რეაქცია: ზოგიერთ ადამიანს ალერგია აქვს ზეთისხილის ხეების მიერ წარმოქმნილ მტვერზე და შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტის მიღებისას.

წამალტან ურთიერთქმედება: ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონე. თუ გაქვთ დიაბეტი ან იღებთ მედიკამენტებს სისხლში შაქრის ან არტერიული წნევის დასარეგულირებლად, ესაუბრეთ ექიმს ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტის მიღებამდე.

თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებმა მის მიღებამდე ასევე უნდა მიმართონ ექიმს.

შესაძლო გავლენა ორსულებზე: არ არის საკმარისი მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ ზეთისხილის ფოთოლი უსაფრთხოა ორსული ან მეძუძური ქალებისთვის. ამიტომ, ის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორ მოვამზადოთ ზეთისხილის ფოთლის ჩაი?

გარდა იმისა, რომ ზეთისხილის ფოთლები შეგიძლიათ შეიძინოთ ჰერბალისტებთან, მათი გამოშრობა სახლშიც შეიძლება. მნიშვნელოვანია რომ 1 სუფრის კოვზი ხმელი ფოთოლი დაუმატოთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს და დააყოვნოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით ზეითუნის ფოთლის ჩაი.

ზეთისხილის ფოთლის ჩაის მიღება შესაძლებელია დღეში 3-ჯერ 2 თვის განმავლობაში.

არ არსებობს დაზუსტებული მოსაზრება იმის შესახებ, როდის უნდა მიირთვათ ეს ჩაი, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ.

მიზანშეწონილია ზეითუნის ფოთლის ჩაის დღის განმავლობაში წახემსების დროს მიღება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიირთვათ იგი ჩვეულებრივ საკვებთან ერთად საუზმეზე.

როგორ გამოვიყენოთ ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი:

ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტის სასარგებლო თვისებებით სარგებლობის ყველაზე მოსახერხებელი გზაა მისი შეძენა კაფსულის ან ტაბლეტის სახით, როგორც ბუნებრივი დანამატი. ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თხევადი სახით.

ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტის რეკომენდებული დოზაა: 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში.

 



მსგავსი ინფორმაციები