იცით თუ არა, რომ? 54 - 2023

მუხუდო

2035396
იცით თუ არა, რომ? 54 - 2023

იცით თუ არა, რომ? 54-2023

იცით თუ არა, რომ? 54 – 2022-2023

მუხუდო

იცით თუ არა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მუხუდოს ახალი სახეობა აღმოაჩინეს?

სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, სადაც სასოფლო სამეურნეო საქმიანობა დაიწყეს. აქდენიზის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში აღმოჩენილი იქნა მუხუდოს ახალი სახეობა, რომელიც მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და გვალვის მიმართ. მუხუდოს ამ ჯიშს, რომელიც ყურადღებას იპყრობს გულის ფორმის მარცვლებით, რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს საპატივცემულოდ Turcicum უწოდეს.

ახლად აღმოჩენილი სახეობა სამეცნიერო სამყაროს გააცნეს ბოტანიკის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჟურნალში Frontiers in Plant Science-ში. მუხუდოს ახალი სახეობა, რომელიც საერთაშორისო ლიტერატურაში შევიდა, როგორც ენდემური, იმ მეცნიერების დიდ ყურადღებას იპყრობს, რომლებიც საზღვარგარეთ მუხუდოზე კვლევებს აწარმოებენ.

ახლად აღმოჩენილი Turcicum-ის სახეობა პერსპექტიულია, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურისა და გვალვისადმი გამძლეობით. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს სახეობა 100%-ით მდგრადია ზოგიერთი მავნე მწერის მიმართ. ის ასევე შეიძლება გაიზარდოს ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში და გაუძლოს გვალვას. თუკი ამ სახეობის გენების გადატანა შესაძლებელი გახდება მუხუდოს კულტივირებულ ჯიშებზე, მას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თვისება მიენიჭება. ამიტომ, გლობალური დათბობით საფრთხის ქვეშ მყოფ ჩვენს სამყაროში, ამ ახალი მუხუდოს ჯიშის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის კიდევ უფრო იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #Turcicum , #მუხუდო , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები