გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 50-2023

მილასის ხელის ხალიჩა

2025239
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 50-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 50-2023        

ილქერ თაშქინ

მილასის ხელის ხალიჩა

რეგისტრაციის თარიღი 10.11.1997

თურქეთის ეგეოსის რეგიონის ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო მუღლის პროვინციის მილასის რაიონი ცნობილია ტექსტილის სექტორში ხელნაკეთი პროდუქციებით. მილასის ხლიჩებს უნიკალური და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქულ ხელნაკეთ ხალიჩების ინდუსტრიაში. მილასის რეგიონის ხელნაკეთი ხალიჩები, რომლებიც მე-11 საუკუნით თარიღდება, მე-17 საუკუნიდან ევროპის კონტინენტზე დიდი მოთხოვნაა, რეგიონში ჩასული მოგზაურების გავლენით. მილასის ხელის ხალიჩა, 1997 წლიდან რაიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებით, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ხალიჩები, რომლებიც ადრეულ ხანაში სალოცავი ფარდაგების ზომით იწარმოებოდა, 1909 წელს გახსნილ პირველ დიდ სახელოსნოსთან ერთად უფრო დიდ ზომებს მიაღწია და გახდა თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, ამ სფეროში. ხალიჩის დამზადებისას მცენარეებიდან მიღებული ფესვის საღებავებით შეღებილი ძაფები იქსოვება ორმაგი კვანძის ტექნიკითა. მილასის ხალიჩის წარმოებაში, რომელშიც გამოყენებულია რეგიონისთვის დამახასიათებელი ათობით სხვადასხვა მოტივი, არის 26 ფერი, განსაკუთრებით წითელი და ყვითელი სხვადასხვა ელფერით.



მსგავსი ინფორმაციები