აქტუალური თემის ანალიზი 43 - 2023

არჩევნები საბერძნეთში და თურქი უმცირესობა

2003364
აქტუალური თემის ანალიზი 43 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 43-2022-2023

არჩევნები საბერძნეთში და თურქი უმცირესობა

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

საბერძნეთი 25 ივნისს ერთ თვეში მეორედ მიდის არჩევნებზე. გამოკითხვების მიხედვით, ამ არჩევნებშიც ლიდერობს კონსერვატიული პარტია ახალი დემოკრატია (ნეა დემოკრატია) და სავარაუდოდ, ამჯერად მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის უმრავლესობას მოიპოვებს. საბერძნეთში ვინაიდან არჩევნებზე „გაძლიერებული პროპორციული საარჩევნო სისტემა“ ამოქმედდება, ხელსაყრელი ვითარება იქმნება კონსერვატიული პარტია ახალი დემოკრატიისთვის. ამასთან ერთად 25 ივნისის არჩევნებში თურქი უმცირესობა შიდაპოლიტიკური დისკუსიების იარაღად გადაიქცა. ენა, რომელიც მიმართულია თურქი უმცირესობების უფლებებზე, სერიოზულად შემაშფოთებელია. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.    

ვინაიდან 25 ივნისს საბერძნეთი მეორედ მიდის არჩევნებზე, კონსერვატიულ პარტია ახალ დემოკრატიას (ნეა დემოკრატია) ამჯერად გაძლიერებული პროპორციული საარჩევნო სისტემის დახმარებით შეუძლია მიაღწიოს უმრავლესობას, რომელსაც შეუძლია ძალაუფლების მარტო მოპოვება. სხვა პარტიები, როგორიცაა მისი კონკურენტი „სირიზა“, როგორც ჩანს, სერიოზულად ჩამორჩებიან მას. 2023 წლის მაისის არჩევნებში „სირიზა“-მ განიცადა ხმების მაჩვენებლის სერიოზული შემცირება და ჩამორჩა „ახალ დემოკრატია“-ს. საბერძნეთის ყველა ადმინისტრაციულ რეგიონში, ერთადერთი რეგიონი, სადაც „სირიზა“ ლიდერობდა, იყო როდოპი, სადაც მდებარეობს ქალაქები გუმულჯინე და შაპჩი ინტენსიური თურქული დასახლებებით.

ამ კონტექსტში, საბერძნეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში სამიზნე თურქები გახდნენ. განსაკუთრებით პარტია ახალი დემოკრატია სამიზნეში იღებს კონკურენტ პარტიებს თურქებისა და მასთან დაკავშირებული კანდიდატების მეშვეობით. პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ახალი დემოკრატიის ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებდა, რომ თურქეთი ჩაერია საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში და რომ თურქეთის გენერალური საკონსულო გუმულჯინეში აწარმოებდა კამპანიას მთავარ ოპოზიციურ „სირიზასთან“ ორი თურქული წარმოშობის კანდიდატისთვის. „სირიზა“-ს ლიდერმა ალექსის ციპრასმა თავის მხრივ სიის სათავეში დააყენა თურქი დეპუტატები ჰუსეინ ზეიბეკი და ოზგურ ფერჰათი, რომლებიც ხელისუფლების სამიზნე გახდნენ და განაცხადა, რომ მიცოტაკისი თურქ უმცირესობას საარჩევნო მასალად იყენებდა და ეს ძალიან სახიფათო იყო. „ახალმა დემოკრატიამ“ 21 მაისს არჩევნებში ხმების 40 პროცენტზე მეტის მოპოვება მოახერხა, მაგრამ როდოპმა, სადაც დასავლეთ თრაკიის თურქები არიან თავმოყრილი, ყურადღება მიიპყრო, როგორც ერთადერთმა რეგიონმა, სადაც პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ამ კონტექსტში, პარტია ახალმა დემოკრატიამ სამიზნეში ამოიღო თურქი უმცირესობა და ამტკიცებდა, რომ ეს შედეგი როდოპში გამოწვეული იყო თურქეთის საკონსულოს მიერ „სირიზას“ თურქული წარმოშობის კანდიდატების მხარდაჭერით. სირიზას დამოკიდებულება დასავლეთ თრაკიის თურქი უმცირესობის მიმართ განსხვავდება ახალი დემოკრატიისგან. ისინი ცდილობენ პრო-თურქული იმიჯის შექმნას, რადგანაც თურქი უმცირესობის პრობლემებს უფრო მეტად ეხება.

თურქი უმცირესობა საბერძნეთში

ხელშეკრულებების თანახმად, რომლებშიც მხარეები არიან თურქეთი და საბერძნეთი, დასავლეთ თრაკიის თურქული მოსახლეობა გათავისუფლებული იყო ორ ქვეყანას შორის იძულებითი მოსახლეობის გაცვლისგან. ამ ფარგლებში, ამჟამად დასავლეთ თრაკიაში ასობით ათასიანი მუსლიმი თურქი უმცირესობაა. დასავლეთ თრაკია გეოგრაფიულად მოიცავს როდოპის, ისკეჩეს (ქსანტი) და მერიჩის (ევროსი) პროვინციებს. 1923 წლის ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებით „უმცირესობის“ სტატუსი მიენიჭა დასავლეთ თრაკიის თურქულ თემს. თუმცა, თურქულ-ბერძნული ურთიერთობების მიმდინარეობის პარალელურად, კვლავ რჩება სერიოზული პრობლემები საბერძნეთის ხელისუფლების დასავლეთ თრაკიის თურქი უმცირესობის წევრების „უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით“. ამ პრობლემების დანახვა განსაკუთრებით განათლებისა და რელიგიური თავისუფლებების სფეროებშია შესაძლებელი. საბერძნეთის ხელისუფლება არ ეთანხმება უმცირესობის უფლებას განსაზღვროს თავისი ეთნიკური იდენტობა და ამტკიცებს, რომ ტერმინი „თურქი უმცირესობა“ არ არის შეტანილი ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „მუსლიმი“ გამოიყენებულია ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების „უმცირესობათა დაცვის“ მუხლებში, ხელშეკრულების სხვა დებულებებში და კონფერენციის ოქმების განცხადებებში ნახსენები სიტყვა „თურქიდან“, აშკარად გასაგებია, რომ უმცირესობის წევრები დასავლეთ თრაკიაში, რომლებიც გათავისუფლებული იქნენ მოსახლეობის გაცვლისგან, თურქები იყვნენ.

ისე, როგორც ბოლო არჩევნებზე, დასავლეთ თრაკიის თურქებს ხშირად შიდაპოლიტიკური დისკუსიებისა და ბრძოლების იარაღად აქცევენ და თურქები შეიძლება გახდნენ სამიზნე. ბერძენი პოლიტიკოსები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, პატივი სცენ თურქ უმცირესობათა უფლებებს და თავი შეიკავონ მათი საშინაო პოლიტიკის საგნად გადაქცევისგან.

 



მსგავსი ინფორმაციები