აქტუალური თემის ანალიზი 41-2023

თურქეთის საუკუნე

1997315
აქტუალური თემის ანალიზი 41-2023

აქტუალური თემის ანალიზი 41-2023

თურქეთის საუკუნე 

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

14 და 28 მაისს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალი კაბინეტი გამოაცხადა. დაზვერვის ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ეკონომიკის ხელმძღვანელად კი ისეთი პიროვნება დაინიშნა, როგორიც მეჰმედ შიმშექია, რომელიც ლიბერალური ეკონომიკური მოდელის დამცველია. სხვა მინისტრებთან ერთად შეიქმნა ისეთი კაბინეტი, რომელიც თურქეთის საუკუნეს შეავსებს. 

თურქეთში 14 და 28 მაისს ზედიზედ არჩევნები ჩატარდა  და პრეზიდენტმა ერდოღანმა და სახალხო ალიანსმა გაიმარჯვეს. ეროვნულმა ალიანსმა ქემალ ქილიჩდაროღლუს მეთაურობით მარცხი განიცადა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორ კაბინეტს შექმნიდა პრეზიდენტი ერდოღანი, რადგან მინისტრთა კაბინეტი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თურქეთის შემდეგი სამოქმედო გეგმისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და საბოლოოდ, ძალიან ძლიერი კაბინეტის შექმნით, ერდოღანმა განსაზღრა მიმართულება ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ჰაქან ფიდანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის MİT-ის ხელმძღვანელად და ლეგენდად იქცა როგორც თურქეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ დანიშვნით დაინიშნა ძალიან ძლიერი სახელი ერდოღანის მიერ ახალ პერიოდში ძალიან აქტიური და თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის გატარების კონტექსტში. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჰაქან ფიდანი MIT-ის სათავეში ყოფნის დროს ფლობდა საქმეებს კონფლიქტურ ზონებზე, იქმნება უწყვეტობა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-რუსეთის ბალანსი შენარჩუნდება ფიდანის პერიოდში, შესაძლოა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს განსაკუთრებით რეგიონული ნორმალიზაციის კუთხით. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, ახალ ეპოქაში შევა, ასევე სირიის საქმე დიპლომატიური თვალსაზრისითაც გახურდება. თურქეთს, რუსეთს, ირანსა და სირიას შორის შეთანხმების ძიება უფრო მნიშვნელოვან წერტილამდე ავა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანიშვნა ეხება ეკონომიკას. მეჰმედ შიმშეკი დაინიშნა ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად. იგი არის ლიბერალური ეკონომიკური მოდელის მომხრე, რომელიც იცავს საერთაშორისო ნორმებსა და წესებს. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ თურქეთის ეკონომიკური მოდელი ახალ პერიოდში ისევ ამ კონტექსტში კურსში შევა. როგორც ჩანს, ძალიან სავარაუდოა, რომ მსგავსი პოლიტიკის მხარდამჭერი სახელი მოვა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად. ასევე მოსალოდნელია, რომ ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი იმუშავებს შეთანხმებულად. ამიტომ, ახალ პერიოდში არსებითი იქნება მონეტარული პოლიტიკა, რომელიც გაზრდის პოლიტიკიურ განაკვეთებს და შეამცირებს ინფლაციას, შეეცდება იმპორტის შემცირებას ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი და ვიქნებით ეკონომიკური კუთხით აღდგენის პერიოდის მოწმენი.

 ასევე ძლიერი სახელები დაინიშნა უშიშროებასთან დაკავშირებულ სამინისტროებში, როგორიცაა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრო. ამ კონტექსტში ჩანს, რომ უსაფრთხოების არსებული პარადიგმა გაგრძელდება და თურქეთი გააგრძელებს გზას ძლიერი კაბინეტით, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში, პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით ახალ პერიოდში, რომელიც წარმოდგენილია როგორც თურეთის საუკუნე.



მსგავსი ინფორმაციები