იცით თუ არა, რომ? 39 - 2023

პირველი არჩევნები თურქეთში

1992389
იცით თუ არა, რომ? 39 - 2023

იცით თუ არა, რომ? 39-2022-2023

პირველი არჩევნები თურქეთში

იცით თუ არა, რომ თურქეთში პირველი პოლიტიკური არჩევნები 1908 წელს ჩატარდა?

თურქეთში პირველი არჩევნები, რომელშიც პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ, ჩატარდა ოსმალეთის იმპერიაში 1908 წელს მეორე საკონსტიტუციო პერიოდის გამოცხადების შემდეგ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორი პარტია იბრძოდა არჩევნებში. ხალხი, საკონსტუტუციო პერიოდის მიერ მოტანილ თავისუფლებაში, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა არჩევნებში. არჩევნების დღეს ზარზეიმით აძლევდნენ ხმებს და იმართებოდა საქორწილოს მსგავსი საარჩევნო ყუთების მსვლელობა. მაშინ არჩევნები ერთ დღეში არ ტარდებოდა, როგორც ახლა, რამდენიმე თვე სჭირდებოდა მის დასრულებას.

ოსმალეთის პერიოდის საარჩევნო სისტემა, რომელიც ორ ეტაპად იყო შედგენილი და ხმის მიცემისა და არჩევის უფლება მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ, დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა თურქეთის რესპუბლიკაშიც. მაშინ, როცა რესპუბლიკა ჯერ არ იყო გამოცხადებული, 1923 წლის 28 ივნისს ჩატარებული არჩევნები მეორე მოწვევის დეპუტატების ასარჩევად, იყო პირველი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში. იმავე წლის 29 ოქტომბერს რესპუბლიკის გამოცხადებით პირველ პრეზიდენტად მუსტაფა ქემალ ათათურქი აირჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი პოლიტიკური პარტიების დაარსება და არჩევნების ჩატარება ისეთ დროს მოხდა, რომ შეიძლება ჩაითვალოს დაგვიანებულად მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით, თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა. მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1930 წელს ასევე უზრუნველყო ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. თუმცა თურქმა ქალებმა ხმის მიცემის და არჩევის უფლება 1934 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით მოიპოვეს. ამრიგად, 1935 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატი 18 ქალი აირჩიეს დეპუტატად და ისინი პარლამენტში შევიდნენ.



მსგავსი ინფორმაციები