იცით თუ არა, რომ? 28 - 2023

ჩანაქქალეს ბრძოლა

1959019
იცით თუ არა, რომ? 28 - 2023

იცით თუ არა, რომ? 28 -2023

იცით თუ არა, რომ? 28 – 2022-2023

ჩანაქქალეს ბრძოლა

იცით თუ არა, რომ ჩანაქქალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვება არის მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება?

პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფრონტზე, ჩანაქქალეში ომის დაწყებით და შედეგით მსოფლიო ისტორიაში დაუვუწყარი გამარჯვების პირველი ნაბიჯია. მოკავშირე ქვეყნებმა 1915 წელს ჩანაქქალეს სრუტის გავლით მოკავშირე რუსეთისთვის დახმარების გაგზავნის მიზნით, ინგლისის მანამდე დაუმარცხებელ ფლოტთან ერთად ოსმალეთის სახელმიწიფოზე თავდასხმა და ამის წყალობით ოსმალეთის ომში განადგურება დაგეგმეს. მაგრამ ვერაფერი აღსრულდა, რაც ამ ძალებისთვის იყო დაგეგმილი. ოსმალეთის სახელმწიფომ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა მოკავშირეთა ძალების ფლოტის წინააღმდეგ 1915 წლის 18 მარტს და ეს გამარჯვება ისტორიაში შევიდა, როგორც „ჩანაქალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვება“.

ბევრი საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა ჩანაქალეს ომებში, რომელიც 1916 წლის 9 იანვრამდე გაგრძელდა. ომის დროს კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 6000 ტყვია ჩამოიყარა.

ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიო ომის ისტორიაში.  მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში ორი ტყვიის შეჯახების ალბათობა 600 მილიონიდან ერთია, ჰაერში შეჯახებისას გადახლართული ბევრი ტყვია იქნა ნაპოვნი, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან ახლო პოზიციებზე იბრძოდნენ. ჩანაქქალეს ბრძოლაში თურქეთის არმიაში მამაკაცებთან ერთად ქვეითი და სნაიპერი ქალებიც იბრძოდნენ. ომის დროს ჯარისკაცმა კაპრალმა სეითმა 250 კილოიანი სამი ჭურვი ზურგით ზეადამიანური ძალით ატარა და ზარბაზანში ჩადო.

ბრიტანელმა პილოტმა, რომელიც ბრძოლის ველს ჰაერიდან აკვირდებოდა, ნაპირიდან 50 მეტრში დაინახა წითელი სისხლით სავსე ზღვა და თქვა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე უნახავს ცხოვრებაში. ჩვენ გვსურს, რომ ამ ომში და სხვა ომებში მხარეების მიერ განცდილი დიდი ტკივილი და დანაკარგი, ამიერიდან მსოფლიოს არსად არ განეცადოს და გვინდა გადაცემა დავასრულოთ მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვებით: „ ომი მკვლელობაა, თუ ერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.



მსგავსი ინფორმაციები