გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 24-2023

ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩა

1946841
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 24-2023

ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩა

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 24-2023        

ილქერ თაშქინ

ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩა

ქალაქი ქოჯაელი, რომელიც მდებარეობს თურქეთის მარმარილოს ზღვის სანაპიროზე და სტამბოლის მეზობლად, ამ ქალაქში თურქეთის პირველი ხალიჩების ქარხანა იქნა დაარსებული. აქ წარმოებული ხალიჩები, რომლებიც ცნობილია როგორც „ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩა“, 1996 წელს ქორფეზის მუნიციპალიტეტის განცხადების საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩა ყურადღებას იქცევს ხელნაკეთი წარმოების ტექნიკით და ზომებით. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც განასხვავებს ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩას სხვა ხალიჩებისგან, არის ორმაგი კვანძის ტექნიკით მოქსოვილი. ხალიჩების ზომები, რომელთა დამზადებას შეიძლება წლები დასჭირდეს, შეიძლება იყოს 6 კვადრატული მეტრიდან 468 კვადრატულ მეტრამდე. ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩები, რომლებიც პირველად დამზადდა 1843 წელს ოსმალეთის სულთანის, აბდულმეჯიდის მიერ დაარსებულ ქარხანაში, განსაკუთრებით დიდი სასახლეების დეკორაციისთვის გამოიყენებოდა. დიდი ზომის ხალიჩები, რომლებიც გამოფენილია ისტორიულ სასახლეებში, როგორიცაა დოლმაბაჰჩე, ილდიზი და ბეილერბეი ცნობილია, როგორც ყველაზე თხელი და ძლიერი ხალიჩები მსოფლიოში. ჰერექეს აბრეშუმის ხალიჩა ევროპაში, ოსმალეთის სულთნების მხრიდან უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სახელმწიფო მეთაურებზე საჩუქრად გადაცემის შედეგად გავრცელდა.



მსგავსი ინფორმაციები