იცით თუ არა, რომ? 42-2022

ოსმალეთის სასახლის მუსიკალური აკადემია

1848541
იცით თუ არა, რომ? 42-2022

იცით თუ არა, რომ? 42-2022       

ოსმალეთის სასახლის მუსიკალური აკადემია

იცით თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, ოსმალეთის სასახლის მუსიკალური აკადემია არსებობს? 

ლონდონის ოსმალეთის სასახლის მუსიკალური აკადემიის ორკესტრი დააარსა კლასიკური მუსიკის კომპოზიტორმა, დირიჟორმა და მუსიკოსმა ემრე არაჯიმ. ემრე არაჯი, რომელმაც ბაკალავრიატის და დოქტორის ხარისხი მიიღო ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე, მისდევს გამორჩეულ მუსიკალურ კარიერას ხელოვნების, უძველესი არქიტექტურის, ლიტერატურის, ისტორიისა და დიპლომატიისადმი ინტერესის შერწყმით.

ემრე არაჯიმ, 1997 წელს, ედინბურგში თურქეთის საკონსულოში სტუმრობის დროს, თურქულ საღამოზე, მე-19 საუკუნის ოსმალეთის სასახლის რამდენიმე მარში და ცეკვა პირველად შესრულა. მან პროგრამაზე, სულთან მურად V-ის, სულთან აბდულაზიზის, დონიცეტი ფაშასა და გვატელი ფაშას რამდენიმე ნამუშევარი შეასრულა. მას შემდეგ რაც მისმა ამ გამოსვლამ, დიდი გავლენა მოახდინა მაყურებელზე, ექვსი თვის შემდეგ ლონდონში ორჯერ განმეორდა მსგავსი კონცერტი ცოტა უფრო გაფართოებული რეპერტუარით.

და აი ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ოსმალეთის სასახლის მუსიკალური აკადემია ჩამოყალიბებულიყო, რომელიც დასავლური სტილის მუსიკალურ ნომრებს შეასრულებდა.

ემრე არაჯიმ თავისი საერთაშორისო ნამუშევრებით ააგო ძლიერი მუსიკალური ხიდი თურქეთსა და ინგლისს, ევროპას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.



მსგავსი ინფორმაციები