აქტუალური თემის ანალიზი 40-2022

უკრაინის კრიზისი და ახლო აღმოსავლეთის ნორმალიზაცია

1837146
აქტუალური თემის ანალიზი 40-2022

აქტუალური თემის ანალიზი 40-2022

უკრაინის კრიზისი და ახლო აღმოსავლეთის ნორმალიზაცია

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სირიაში ახალი ოპერაციის შესახებ რიტორიკის შემდეგ, სირიული ველი კვლავ გააქტიურდა. იქნება თუ არა ოპერაცია სირიაში? სად ჩატარდება ოპერაცია? ამდაგვარ კითხვებმა დაიკავა დღის წესრიგი. თუმცა, ბოლო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ბოლო გავრცელებულმა წერილობითმა განცხადებამ სხვა სურათი გამოავლინა. საბჭომ ხაზი გაუსვა ფრაზას „ოპერაციები ჩვენს სამხრეთ საზღვარზე“. მაშ, რას ნიშნავს ასეთი გამოთქმა?

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

 გასულ წლებში სირიაში ან კიდევ ერაყში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს ქონდა მკაფიო სამიზნეები დროისა და ადგილის თვალსაზრისით. მაგალითად, ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირება“, რომელიც მიმდინარეობს ერაყის ჩრდილოეთში, მიზნად ისახავს ტერორისტების „ნეიტრალიზაციას“ ზაპის და მეთინას რეგიონებში. სირიაში განხორციელებული ოპერაციების მიზანი კი უსაფრთხოების ზონის შექმნა გახლდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მიზნად ისახავდა თურქეთის საზღვრიდან ტერორისტული ქმედებების მოცილებას და სირიელებისთვის უსაფრთხო ზონის შექმნას ჰუმანიტარული მიზეზების გამო.

რა თქმა უნდა ერაყსა და სირიაში განხორციელებული ოპერაციების მიზნები და ამოცანები არ შეცვლილა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოყენებული გამონათქვამი ახალ მეთოდზე მიუთითებს.

ერაყი და სირია, რომლებიც გამოიხატება როგორც „სამხრეთი მეზობლები“, არის ახალი სამხედრო არჩევანი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს სტრატეგიულ ზემოქმედებას და შედეგებს ფართო არეალზე ტერორისტების სენსიტიურობაზე დაკვირვებით. ამ კონტექსტში; ცნობილია თურქეთის საზღვრის უსაფრთხოება. ტერორისტული ელემენტების მოცილება, მიგრაციის დამატებითი ტალღების აღკვეთა - უსაფრთხო ზონების გაფართოება და იძულებით მიგრაციაში წასულებისთვის უკან დაბრუნების გზის გახსნა.  ასე რომ, არსებობს მოქნილი გაგება.

მაშ როგორ რეაგირებენ პრობლემის მონაწილე სახელმწიფოები ფართო ფრონტზე განსახორციელებელ ოპერაციების სერიაზე? მაშინ, როდესაც უკრაინის ომი განიხილება, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთი მათ გვერდითაა და  არ უსმენს თურქეთის უსაფრთხოების საკითხებს. შეერთებულ შტატებს შეიძლება სურდეს, რომ დროებით შეაჩეროს სირიის საკითხი. ამერიკელებს, რომლებიც კითხულობენ, თუ რატომ არიან  სირიაში, უნდა გაამართლონ თურქეთის მხრიდან წამოყენებული 30 კმ სიღრმის აქცენტი, იმის გამო, რომ მათ ვერ ან არ შეასრულეს ხელმოწერილ დოკუმენტზე დაკისრებული ვალდებულება.

რუსებისთვის სიტუაცია გარკვეულწილად განსხვავებულია. ცნობილია, რომ ის PKK/PYD-ს, რომელსაც წარმომადგენლობითი ოფისი აქვს მოსკოვში, თურქეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ ბერკეტად აღიქვამს. მოსალოდნელია, რომ რუსებს მოუწევთ თვალის დახუჭვა შესაძლო ოპერაციებზე, რათა შეინარჩუნონ კონტროლი სირიაში, მაგრამ კონცენტრირება მოახდინონ პრორუსული რეჟიმის უწყვეტობაზე ფართომასშტაბიან ოპერაციაში. ამ მიზეზით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ოპერაციას კრიტიკული ქალაქების ცენტრების წინააღმდეგ, როგორიცაა ალეპო, 30 კმ სიღრმეზე უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერაციის მიმართ ხმას არ ამოიღებს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის ურთიერთობები, რომელიც უკრაინის აგრესიის მიუხედავად საგულდაგულოდ არის დაბალანსებული, შესაძლოა ჩიხში მოხვდეს. გარდა ამისა, 30 კმ სიღრმეზე ტერორისტების არსებობამ და აქტიურობამ, თურქეთთან შეთანხმების საწინააღმდეგოდ, შეიძლება გააჩუმოს რუსები.

ირანის საკითხი ცოტა უფრო გაურკვეველია. ირანის ფონური დიალოგი PKK/PYD-თან თურქეთისთვის რისკია. ამ მიზეზით, აუცილებელია ყურადღება მიექციოს ირანის რიტორიკას და ქმედებებს როგორც ერაყში, ასევე სირიაში.

საბოლოო შედეგი კი ასეთია: ერაყსა და სირიაში უფრო აქტიურ სეზონში შევდივართ. ზაფხულის სეზონის დღის წესრიგში იქნება ერთდროული ან გაერთიანებული ოპერაციები სხვადასხვა რეგიონში. რა თქმა უნდა, თუ რუსეთთან და აშშ-სთან დიპლომატიური მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები