ანატოლიის კულტურული საგანძურები 24-2022

ანტიკური ქალაქი იერაპოლისი

1776485
ანატოლიის კულტურული საგანძურები 24-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 24-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანტიკური ქალაქი იერაპოლისი

როცა დღის სინათლე მოულოდნელად დაბნელდებოდა, ჩვენს წინაპრებს ერთგვარი შიშის გრძნობა უჩნდებოდათ. ზოგიერთი კულტურა ფიქრობდა, რომ დრაკონი თავს დაესხა მზეს, ზოგს სჯეროდა, რომ ეს ეშმაკი იყო. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ გააბრაზეს ღმერთები და იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლიდა, რომ ცხოველი ცდილობდა მზის ჭამას! მათ ჰქონდათ მარადიული რწმენა, რომ როცა ხმებს გამოსცემდნენ ყვირილით, სხვადასხვა საგნებზე დარტყმით ან ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვით, ეს დასრულდებოდა. მრავალი საიდუმლო, რომლებიც არქაულ ეპოქაში უცნობი იყო და დიდ ღვთაებრივ ძალად მიაჩნდათ, მეცნიერების განვითარებით აიხსნა. ანატოლიის მიწები ასევე შეესწრო ერთ-ერთ ამ საიდუმლოს. ანატოლიაში არის უძველესი ქალაქი იერაპოლისი, რომელმაც თავისი საიდუმლოებითა და არაჩვეულებრივი სტრუქტურებით თავისი კვალი დატოვა ისტორიაში.

იერაპოლისი დაარსდა პერგამონის სამეფოს დროს. გარდა ზღაპრული თეთრი აუზების, ანუ ტრავერტინების მომხიბლავი სურათებისა, რომელთა ჩამოყალიბებას ათასობით წელი დასჭირდა, მათი წყლებიც სამკურნალო იყო. იერაპოლისი, ანუ ქალაქი ფამუქკალე, რომელიც დღეს დენიზლიში მდებარეობს, ელინისტური პერიოდიდან დაწყებული ყოველთვის მნიშვნელოვანი და პოპულარული ქალაქი იყო. ის არის სავაჭრო გზების ცენტრში და წამყვანი ელინური ქალაქი ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროში. ქალაქში მრავალი ტაძარია აგებული კიბელეს, აპოლონის, დიონისეს და სხვა ღმერთის სახელზე. ამიტომ, მას უწოდებენ „იერაპოლისს“ რაც ნიშნავს „წმინდა ქალაქს“. რომის იმპერიის დროს ის ფრიგიის რეგიონის დედაქალაქი იყო. იეროპოლისი ძალიან მნიშვნელოვან ცენტრად იქცა ბიზანტიის პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი თავდაპირველად არ იყო ენთუზიაზმით ქრისტიანობის მიღებამდე, მოგვიანებით მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რელიგიის გავრცელებაში. ვინაიდან ეს არის ქალაქი, სადაც მოკლეს იესოს თორმეტი მოციქულიდან,  წმინდა ფილიპე. დროთა განმავლობაში ქალქი რელიგიურ ცენტრად გამოცხადდა.

იერაპოლისი ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ცნობილია, რომ ქალაქს რომის იმპერატორებიც და უბრალო ხალხიც სტუმრობდნენ. რადგან იერაპოლისში არის გამოქვაბული, რომელიც ძველ დროში მიცვალებულთა ქვეყნის კარიბჭედ ითვლებოდა. ვინაიდან ამ გამოქვაბულში შესული არსებები დაიღუპნენ, ეს ადგილი ცნობილია როგორც „ჯოჯოხეთის კარიბჭე“, შემდეგ კი პლუტონიუმის საკურთხეველი. სწორედ აქ იკვეთება იერაპოლისის საიდუმლო. ჯადოქრები და წარმართი მღვდლები სწრაფად აცნობიერებენ ადამიანის გატაცებას უცნობისა და აუხსნელის მიმართ. ეს მღვიმე ხდება ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ გამოიჩინონ თავიანთი ძალა და დაამტკიცონ, რომ ხელშეუხებელი არიან.  მღვდლები ჩიტების და ხარების თანხლებით შედიოდნენ გამოქვაბულში, მაგრამ მხოლოდ ისინი გამოდიოდნენ და სხვა ცოცხალი არსებები იღუპებოდნენ. ეს იყო წარმოუდგენელი მოვლენა იმდროინდელი ხალხისთვის, რომლებმაც ვერ გაიგეს მზის დაბნელება! მღვდლები ფორმალურად ებრძოდნენ სიკვდილისა და სიკვდილის ღმერთებს. თუმცა მღვდლებმა იცოდნენ, რომ შიგნით დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი იყო. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამთენიისას ამ გამოქვაბულში ნახშირორჟანგის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და ეს გაზი მიწაზე დაეცა. ამიტომაც ჩიტების მსგავსი პატარა არსებები მაშინვე დაიღუპნენ, ხარები კი ჯერ უუნაროდ გახდნენ და შემდეგ გაზით მოიწამლეს. არავინ იცოდა, მღვდლები ამ გამოქვაბულიდან ცოცხლად გამოსვლას როგორ ახერხებდნენ. მათ თავი მაღლა ეჭირათ და ჰაერს არ ისუნთქავდნენ. მაგრამ, მეცნიერების წყალობით, დღეს ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები გამოქვაბულში.

მოდით, მცირედი ინფორმაციები გავაჟღეროთ გამოქვაბულის შესახებ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თერმული წყლის წყარო, რომელიც ქმნის დიდებულ ფამუქკალეს ტრავერტინებს, არის ამ გამოქვაბულში.

იერაპოლისი ანატოლიის სიდიდით მეხუთე უძველესი ქალაქია. ეს არის თურქეთის ყველაზე მონახულებადი უძველესი ქალაქი თავისი დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მთავარი ქუჩით, უძველესი თეატრით, ტაძრებით, მონუმენტური შადრევნებითა და გიმნაზიით. ორი ათასი წლის წინანდელი ბრწყინვალების შენარჩუნებით, იერაპოლისი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი  ტრავერტინებით აოცებს მნახველებს.

ანტიკური თეატრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა ქალაქ იერაპოლისში... მთაზე დაყრდნობილი თეატრი ანატოლიაში რომაული თეატრების ულამაზეს ნიმუშებს შორისაა. თეატრი, რომლის აშენებას დაახლოებით 150 წელი დასჭირდა და თავისი აკუსტიკითა და ზომით იქცევს ყურადღებას, დღემდე შემორჩა მთელი თავისი ფასადებით. ის ფაქტი, რომ ანტიკურ თეატრში სცენასა და მაყურებელს შორის არის ჯებირი, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადგილი იყო გარეული ცხოველებისა და გლადიატორების ბრძოლის სცენა. იერაპოლისს ასევე აქვს განსხვავება სხვა უძველესი ქალაქებისგან. აბანო მდებარეობს ქალაქგარეთ. ქალაქგარეთ აშენებული აბანო იმის მანიშნებელია, რომ ვიზიტორები სუფთა და განწმენდილი შესულიყვნენ, რაც მის სიწმინდეზე მიუთითებს. აბანო, რომელიც მოგვიანებით ბაზილიკად გადაკეთდა, ახლა გამოიყენება მუზეუმად.

ვინაიდან ანტიკური ქალაქი იერაპოლისი მდებარეობს მიწისძვრის სარტყელზე, მრავალი მიწისძვრა გადაიტანა. მიწისძვრების დროს ქალაქის შუაგულში ორმო ყალიბდება, ამ ორმოში დიდებული სვეტები და ქანდაკებები იშლება. დროთა განმავლობაში ორმო ივსება თერმული წყლებით, რითაც იქმნება ქალაქის ლეგენდარული „უძველესი აუზი“. დღეს, ტრავერტინების შემდეგ, ფამუქკალეს ყველაზე საინტერესო ადგილი ეს უძველესი აუზია. უძველესი აუზი, რომელიც თერმული წყლებით იკვებება, კარგია კანისა და ცირკულაციის ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად... მისი ტემპერატურა ურყევია. ზამთარ-ზაფხულში 36 გრადუსია! ამ უძველეს აუზში ცურვით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაისეირნოთ ათასობით წლის წინანდელ ისტორიაში! ვის შეუძლია უარი თქვას ასეთ გამოცდილებაზე? ასევე არსებობს მითი ამ აუზის შესახებ და ითვლება, რომ ამ აუზში ბანაობდა ცნობილი ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრაც, რომელიც სილამაზისა და ხანგრძლივი სიცოცხლის მაძიებელი იყო.

ფამუქკალე არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ისუნთქოთ ისტორიის სურნელი იერაპოლისის უძველესი ქალაქით. გირჩევთ აღარ დაელოდოთ, რომ მოინახულოთ უნიკალური 2000 წლის უძველესი ქალაქი, დაინახოთ წარსული, გაჰყვეთ წლების შემდეგ ამოხსნილ საიდუმლოს კვალს და დაიწყოთ მოგზაურობა ოცნებების სამყაროში.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ანტიკურ ქალაქ იერაპოლისზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები