ანატოლიის კულტურული საგანძურები 21-2022

ანტიკური ქალაქი ლაოდიკეა

1765594
ანატოლიის კულტურული საგანძურები 21-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 21-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანტიკური ქალაქი ლაოდიკეა

სამყარო, ადამიანების პირველივე მომენტიდან სავსე იყო უცნობებით. ადამიანებისთვის  გარეული ცხოველის შიში არ იყო იგივე, რაც ელვის, ან მზის დაბნელების შიში. ერთში ეს იყო ხელშესახები, ხილული რამ, რაც ხალხს აშინებდა, მეორეში კი ის, რასაც ვერ ახსნიდა და ვერ აცნობიერებდა. თაყვანს სცემდა მას, რისიც ვერ გაეგო, რატომ და რისთვის ეშინოდა. ღმერთმა შექმნა მზე, მთვარე, ელვა, მდინარეები, ვულკანები, აკურთხა ტყეები, მთები, წყლები. ადამიანი ღმერთებთან ურთიერთობდა ჯადოქრების, შამანების და მღვდლების მეშვეობით. ადამიანი თავისი ხელით ქმნიდა კერპებს; ამ კერპებიდან ზოგი ღმერთი იყო, ზოგიც ღმერთებისთვის შესაწირავი... მან აუგო უზარმაზარი ტაძრები თავის მითოლოგიურ ღმერთებს. იყვნენ ისეთებიც, ვისაც სწამდა ერთი შემოქმედის და ზოგს სწამდა მრავალი ღმერთის, რომელთა რიცხვიც  კი არ იცოდა... ზოგიერთი ქალაქი და ადგილი წმინდად ითვლებოდა... რელიგიები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს კაცობრიობაზე, გაჩნდა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ინდოეთი, იაპონია, ვატიკანი, იერუსალიმი, მექა და მედინა იყო პირველი ქვეყნები ან ქალაქები, რომლებიც გამახსენდა რელიგიის ხსენებისას.

თუმცა, არსებობს გეოგრაფია, რომელსაც რელიგიების ისტორიაზე დიდი გავლენა აქვს: ანატოლია! ეს გეოგრაფია არის ის ადგილია, სადაც ცივილიზაციები, კულტურები, ისტორია და რელიგიები ერთმანეთის მიყოლებით მიჰყვებოდა და ერწყმოდა ერთმანეთს... ამიტომაც მას „რელიგიების აკვანს“ უწოდებენ. ებრაელების, ქრისტიანებისა და მუსლიმების თაყვანისმცემლობისა და წმინდა ადგილების სიმრავლე ხალხს აოცებს. ის ამ სამი მონოთეისტური რელიგიის მორწმუნეებს შეუცვლელ მარშრუტებს სთავაზობს. ანატოლია ქრისტიანობის მეორე მნიშვნელოვანი ცენტრია, იერუსალიმის შემდეგ. „შვიდი ეკლესია“ ან „აპოკალიფსური ეკლესიები“, რომლებიც ითვლება, რომ გადარჩებიან განკითხვის დღესაც კი, ამ რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია ანატოლიაში. დღეს ჩვენ მოგიყვებით ლაოდიკეაზე, სადაც იმ შვიდი ეკლესიიდან მეშვიდე და ყველაზე უნიკალური მდებარეობს.

ანტიკური ქალაქი ლაოდიკეა, რომელიც დაჩრდილა ფამუქკალემ ანუ, როგორც იმ პერიოდში უწოდებდნენ იერაპოლისმა, მართალია, არც ისე კარგად არის ცნობილი. იგი განსაზღვრულია როგორც მეორე ეფესო. იმიტომ, რომ ლაოდიკეა ითვლება ანატოლიის სიდიდით მეორე ქალაქად ეფესოს შემდეგ. ქალაქი, რომელიც 5500 წლით თარიღდება, რომაულ პერიოდში გახდა ცნობილი თავისი აყვავებით. მდინარე მენდერესის ნაყოფიერი მიწები და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ის მდებარეობს ისეთ წერტილში, სადაც დასავლეთ და ცენტრალური ანატოლიის დამაკავშირებელი გზები მნიშვნელოვან წილად გადიან აქ. ქალაქი, რომის იმპერატორის მიერ „ტაძრის მფარველის“ ტიტულის მინიჭებით გათავისუფლდა გადასახადისგან, მას ერთგვარ სიმდიდრეს მატებს.

ანტიკური პერიოდის ცნობილი გეოგრაფი სტრაბონი აღნიშნავს, რომ რეგიონში იზრდებოდა შავი ცხვრები, რომლებიც ცნობილია რბილი მატყლით და ეს ცხოველები ლაოდიკელებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო. ქალაქი ასევე საკმაოდ დაწინაურებულია ქსოვილებში. ტუნიკის სტილის სამოსი, რომელიც შექმნილია და წარმოებულია მხოლოდ ლაოდიკეაში, დიდი მოთხოვნაა. ლაოდიკეას ქსოვილები მათი ხარისხის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტზე გადის. იმდენად, რამდენადაც საფრანგეთის ქალაქ ლიონში საფლავის ქვაზე წერია: „აქ ასვენია ვაჭარი, რომელიც ყიდიდა ლაოდიკეის ქსოვილებს“. აქედან გასაგებია, რომ ლაოდიკეას ქსოვილები იმ პერიოდის ბრენდი იყო.

ლაოდიკეა, რომელიც დღეს დენიზლიში მდებარეობს, ერთ-ერთი იშვიათი ქალაქია, სადაც ორი თეატრი იყო რომაული პერიოდის განმავლობაში... ეს ქალაქის კეთილდღეობისა და სიდიდის მაჩვენებელია. ლაოდიკეა არის მეტროპოლი, სადაც მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ აღემატება ახლომდებარე ძველ ქალაქებს. ეს ქალაქი ანატოლიის სავაჭრო, ხელოვნებისა და სპორტულ ცენტრებს შორის მეორეა, მისი პირველი თეატრი ოცი ათას მაყურებელზეა გათვლილი. მეორე თეატრი ყურადღებას იქცევს მის კიბეებზე წარწერებით. ამ წარწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ამ თეატრში იმართებოდა შეხვედრები რეგიონის კომერციულ, კულტურულ და სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებით. ისევ წარწერებიდან ირკვევა, რომ რეზიდენციები დათმობილი იყო ქალაქის მნიშვნელოვან პიროვნებებზე, ვაჭართა გილდიებზე და სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლებზე რა, ამ თვისებით მათ, დღევანდელ ლოჟებს ადარებენ.

ახლა მოდით ვისაუბროთ უძველესი ქალაქ ლაოდიკეის კიდევ ერთ მახასიათებელზე. ამ ქალაქში მდებარეობს ეკლესია, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი წმინდა ნაგებობაა. ამ მიზეზით, შენობას აქვს მომლოცველთა ეკლესიის ფუნქციები. გარდა ამისა, ლაოდიკეა არის ერთ-ერთი „შვიდი ეკლესიის“ კრების ცენტრი, რომელსაც ქრისტიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. წმინდა იოანე წერილებიდან უკანასკნელს, რომელიც მან ანატოლიის პირველ ქრისტიანებს მისწერა, ლაოდიკეის თემს უგზავნის. ლაოდიკიას აქვს განსხვავება, რომ არის ერთადერთი საზოგადოება, რომელიც გააკრიტიკეს წერილებით, რადგან ის გამოირჩევა თავისი სიმდიდრით და სუსტი რწმენით. ქალაქი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული სარწმუნოებისთვის, დღეს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაშია.

ლაოდიკეა პირველი არქეოლოგიური ადგილია თურქეთში, სადაც გათხრები და აღდგენითი სამუშაოები თორმეტი თვის განმავლობაში შეუფერხებლად იწარმოება. გათხრების დროს სვეტებთან ერთად აღადგინეს ეკლესია, თეატრი და ქუჩები სახელწოდებით „სირია“ და „სტადიონი“. ბოლოს აღმოაჩინეს „ეკლესიის სახლი“ ოცი ოთახით, სადაც ადრეული ქრისტიანები თავს იყრიდნენ. სახლში იდენტიფიცირებულია ქალისა და მამაკაცის ორი ცალკე დარბაზი, თურქული აბანო, თავშესაფრები და სექციები, რომლებიც გამოიყენება როგორც ბიზნეს ზონა.

ლაოდიკეა, თავისი უდიდესი სტადიონით ანატოლიაში, სიდიდით მეორეა უძველეს სამყაროში. ორი თეატრით, ოთხი აბანო კომპლექსით, ტაძრებით და მონუმენტური ქუჩებით, უფრო მეტ აღიარებას იმსახურებს.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ანტიკურ ქალაქ ლაოდიკეაზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები