მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 17-2021

"მაკულარული დეგენერაცია იგივე თვალის ყვითელი ხალი"

1751205
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 17-2021

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 17-2021

 

პროგრამა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ.

 

 

თემა, რომელზეც ჩვენს დღევანდელ გადაცემაში გვინდა ვისაუბროთ არის მაკულარული დეგენერაცია იგივე თვალის ყვითელი ხალი.

დაავადება თვალის ყვითელი ლაქა ანუ ხალი (მაკულარული დეგენერაცია) 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია თურქეთსა და მთელს მსოფლიოში.

ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან რისკის ქვეშ. დაავადების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის გენეტიკური მიდრეკილება.

• 65 წელზე უფროსი ასაკის პირები,

• ფერადი თვალების მქონე ადამიანები,

• ჭარბი წონა,

• თამბაქოს მოწევა,

• ადამიანები, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისტორია, დაავადების უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

ყვითელი ხალის დაავადება ჩვეულებრივ არ იძლევა რაიმე სიმპტომს ადრეულ პერიოდში. შუა სტადიაზე გარკვეული სიმპტომები გვხვდება, ხოლო მაღალ სტადიაზე მხედველობის დაკარგვა შესამჩნევი ხდება. დაავადების სრული დიაგნოზი ისმება ოფთალმოლოგის მიერ თვალის, განსაკუთრებით ბადურის მიდამოს გამოკვლევით.

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შემდეგი საკვები, რომელიც აფერხებს ყვითელი ხალის დაავადებას და სასარგებლოა:

თევზი

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია მაკულარული დეგენერაციის დროს. ყველაზე სასარგებლოა ომეგა-3-ის შემცველი თევზი ტუნა, ორაგული, კალმახი, ტინუსი, სარდინი და ანჩოუსი.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული:

ამ პაციენტებისთვის რეკომენდებულია ბევრი ფერადი ბოსტნეულის ჭამა, როგორიცაა უმი ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო და სხვა. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტურ პიგმენტს, რომელიც იცავს მაკულას. ამ მიზეზით, ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ მუქ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, როგორიცაა ისპანახი, კომბოსტო კალე და ბროკოლი, ნაკლებად ემართებათ ყვითელი ხალის დაავადება. გარდა ამისა, აქტიური ნივთიერებების შემცევლი საკვები, რომელიც ყვითელი ხალისგან იცავს არის; სიმინდი, ავოკადო, ყვითელი წიწაკა, კვერცხის გული, ფორთოხალი, ატამი და ფინიკი.

Პაპაია

პაპაია სავსეა ანტიოქსიდანტებით. იგი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც იცავს თვალებს ულტრაიისფერი სხივებით მიყენებული დაზიანებისგან.

მოცვი

მოცვის ნაყოფი შეიძლება მიირთვათ ან მიიღოთ დანამატის სახით.

კალე

კალე კომბოსტოს სახეობაა. ცნობილია კიბოს საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით.

პარკოსნები

ოსპი, ძაძა, ბარდა და მწვანე ლობიო არის თუთიის შესანიშნავი წყარო, რომელიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების ათვისებაში. პარკოსნები ასევე ცილის შესანიშნავი წყაროა.

თხილისებრთა ოჯახის მცენარეები

აკაჟუ, ნიგოზი, ნუში და მათი მსგავსი მცენარეები არის ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების წყარო. ისინი ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც იცავს თვალის უჯრედებსა და ქსოვილებს.

თუთია

ადამიანები, რომლებიც ჭამენ არასაკმარისი თუთიის შემცველ საკვებს, უფრო მეტად განიცდიან მაკულარულ დეგენერაციას. თუთიის შემცველი საკვებია; ხორცი, თევზი, ლობიო, მუხუდო, შვრია და სხვა.

ვიტამინები A, E და C

განსაკუთრებით A და E ვიტამინების დადებითი გავლენა თვალის ჯანმრთელობაზე მეცნიერულად დადასტურებულია. A ვიტამინის წყაროებია მცენარეული საკვებიდან; ისპანახი, ოხრახუში, ოსპი, პრასი, ბროკოლი, ჭარხალი, ყაბაყი, სტაფილო, კარტოფილი, ნესვი, წითელი წიწაკა, გრეიფრუტი, ბარდა; ცხოველური საკვებიდან ის უხვად გვხვდება ღვიძლში, თევზის ზეთში, რძეში, კარაქში, კვერცხში, თირკმელებში, ყველსა და მაწონში. ზედმეტი ინახება ღვიძლში და გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტი.

ამ ჯგუფში პრიორიტეტულია E ვიტამინის შემცველი საკვები. E ვიტამინით მდიდარი საკვებია; ყველა მცენარეული ზეთი, სქელ ნაჭუჭიანი თხილისებრი მცენარეები, ავოკადო და სხვა ცხიმიანი საკვები. ზედმეტი გროვდება ორგანიზმში და გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტი.

გარდა ამისა, C ვიტამინის ანტიოქსიდანტური ეფექტი მუშაობს ვიტამინ E-სთან კომპლექსურად. ამის გამო, ვიტამინი C უნდა იქნას მოხმარებული საკმარისი დღიური დოზებით. C ვიტამინით მდიდარი ხილია ციტრუსები, კივი, ასევე წიწაკა და საკმაოდ მარტივია ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის მიღება.

Რეგულარული ვარჯიში:

რეგულარული ვარჯიშით უნდა შენარჩუნდეს იდეალური წონა.

არ უნდა მოხდეს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება.

თავიდან უნდა იქნას აცილებული სტრესი.



მსგავსი ინფორმაციები