მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 12-2021

პოდაგრა, ხალხში მას ნიკრისის ქარსაც უწოდებენ

1737523
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 12-2021

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 12-2021                            

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ არის დაავადება პოდაგრა, ხალხში მას ნიკრისის ქარსაც უწოდებენ.

პოდაგრა არის დაავადება, რომელიც ვითარდება, როდესაც შარდმჟავა გროვდება სახსრებში და იწვევს ანთებას.

ხორცპროდუქტები და ზღვის პროდუქტები არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც აძლიერებს სახსრების ტკივილს პოდაგრას მქონე პაციენტებში. პურინის მდიდარი შემცველობის პროდუქტები, როგორიცაა ღვიძლი, ბულიონები, ზღვის პროდუქტები, ასევე ისეთი საკვები, როგორიცაა სატაცური ან პარკოსნები (ბარდა, ლობიო, ოსპი), ქერის ფანტელები, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და სოკო არ უნდა მიირთვათ. გარდა ამისა, ფერმენტირებული სასმელები ასევე არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ზრდის ჩივილებს.

ვინაიდან პოდაგრა გამოწვეულია შარდმჟავის დონის მატებით, ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ დაავადების დაძლევა, უნდა მოიხმარონ საკვები, რომელიც შეამცირებს მათ შარდმჟავის დონეს.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარში შემავალი ვაშლის მჟავა ანადგურებს შარდმჟავას ორგანიზმში და ძალიან კარგია პოდაგრისთვის. ამისთვის 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალს უნდა დაუმატოთ.

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი ერთ-ერთია, მათ შორის რაც ანეიტრალებს შარდმჟავას. ეს უზრუნველყოფს შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნას. ლიმონის C ვიტამინი ასევე ხელს უწყობს შარდმჟავის დონის შემცირებას. ამისთვის საკმარისია დღეში 1 ჭიქა წყალში ჩაწუროთ ნახევარი ან მთელი ლიმონი და დალიოთ.

ბალი

მაყვლისა და ბლის ჯიშები კარგია პოდაგრისთვის, რადგან იგი ორგანიზმში შარდმჟავას ამცირებს. მათი წყალობით, შარდმჟავა იშლება და სწრაფად გამოიყოფა თქვენი სხეულიდან გამომყოფი სისტემის გავლით.

ჯეჯილის წვენი

ჯეჯილის წვენი სისხლში ტუტის დონის რეგულირებით ანადგურებს შარდმჟავას.

ბოსტნეულის წვენები

ბოსტნეულის წვენის რეგულარული და საკმარისი რაოდენობით მიღებით შეგიძლიათ შეამციროთ პოდაგრით გამოწვეული ტკივილი.

ოხრახუში

ოხრახუში უზრუნველყოფს ორგანიზმში ჭარბად წარმოქმნილი შარდმჟავის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნას. შეგიძლიათ მიირთვათ ოხრახუში ცოცხლად ან საჭმელში და თავიდან აიცილოთ პოდაგრის უარყოფითი შედეგები. აუცილებლად უნდა გასინჯოთ ოხრახუში ლიმონთან ერთად, რომელსაც უკეთესი გემო აქვს.

ჯანჯაფილი და კურკუმა:

ვინაიდან ორგანიზმში კურკუმას შეწოვა დაბალია, დღეში 6-8 გრამი კურკუმას ფხვნილი უნდა შეურიოთ თაფლს და გადაყლაპოთ.

შარდმდენი ჩაი:

შარდმდენი ჩაის დალევა დღის განმავლობაში ასევე სასარგებლოა შარდმჟავის დონის შესამცირებლად. სიმინდის ულვაშის საიმედო შარდმდენი საშუალებაა გვერდითი ეფექტების გარეშე. მცენარე ოქროწკეპლა ასევე ხშირად გამოიყენება როგორც შარდმდენი.

ხშირად უნდა მიირთვათ ვაშლი, ბანანი, ხახვი, მსხალი.

რეჰანის, ლავანდის, როზმარინის და ღვიის ეთერზეთები:

გამოიყენება მასაჟის და კომპრესების სახით.

კარბონატი:

ერთი ჩაის კოვზი კარბონატი ერთ ჭიქა წყალს შეუერიეთ და დალიეთ დღეში ერთხელ. (არტერიული წნევის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ).

ნიახურის სამკურნალო კურსი:

ინგრედიენტები: 300 - 350 გრამი ნიახური 2,5 ჭიქა წყალი

მომზადება: ადამიანებმა, რომლებსაც სურთ მოამზადონ ნიახურის სამკურნალო კურსი, უნდა მიირთვან 300-350 გრამი ნიახური კვირაში სამჯერ სამი თვის განმავლობაში. ნიახურს წვრილად დაჭრის შემდეგ დაუმატეთ 2,5 ჭიქა წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და ადუღეთ 6-7 წუთი დაბალ ცეცხლზე. ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ ნიახურის ჭამა, შეუძლიათ ეს საკვები ადუღონ კიდევ 7 წუთის განმავლობაში და მიირთვან მხოლოდ მისი წვენი მშიერზე სადილისა და ვახშმის წინ. სასურველია დალიოთ სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე. არ დაამატოთ მარილი, ზეთი ან რაიმე მსგავსი ნივთიერება.

პროგრამა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ. 



მსგავსი ინფორმაციები