იცით თუ არა, რომ? 05-2021

"თურქეთის პირველი საავიაციო ქარხანა"

1717845
იცით თუ არა, რომ? 05-2021

იცით თუ არა, რომ? 05-2021

"თურქეთის პირველი საავიაციო ქარხანა"

იცით თუ არა, რომ პირველი საავიაციო ქარხანა თურქეთში 1926 წელს დაარსდა?

რესპუბლიკის გამოცხადებით თურქეთი თითქმის ყველა სფეროში განვითარების დიდ პროცესში შევიდა. ავიაცია ერთ-ერთი მათგანი იყო. მუსტაფა ქემალ ათათურქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თურქეთში მის განვითარებას. 1925 წლის 7 სექტემბერს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით 3,5 მილიონი ლარის კაპიტალის მქონე კომპანია შეიქმნა. აქციების 51% თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და 49%-ის მფლობელი კი გერმანული თვითმფრინავების ქარხანა Junkers-ი იყო. კაისერის საავიაციო ქარხნისათვის საჭირო მასალები გერმანიიდან ჩამოიტანეს. ქარხანამ, რომელიც სახელმწიფო ცერემონიით გაიხსნა 1926 წლის 6 ოქტომბერს, დაიწყო წარმოება 50 თურქ და 120 გერმანელ მუშასთან ერთად 6 ანგარში. ქარხანა დაარსების დროს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თვითმფრინავის ქარხანა იყო.

დაარსებიდან ორი წლის შემდეგ გერმანულმა კომპანიამ თავისი აქციები თურქეთის საავიაციო ასოციაციას გადასცა და ქარხანამ წარმოება ცოტა ხნით შეაჩერა. კაისერის საავიაციო ქარხანაში, რომელიც ისევ გაიხსნა 1930 წელს, 1942 წლამდე სულ წარმოებული იქნა 7 სხვადასხვა მოდელის 212 თვითმფრინავი. 1940-იან წლებში აშშ-ს მიერ თურქეთში განხორციელებული მარშალის დახმარების შედეგად, თვითმფრინავების ქარხანაში ჯერ წარმოება შეჩერდა, შემდეგ იგი საჰაერო მიწოდებისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები